თბილისი ნიცა ავიაბილეთები / tbilisi nica

tbilisi nica

გსურთ შეიძინოთ ავიაბილეთები თბილისი ნიცა -ს მიმართულებით და მოიწყოთ დაუვიწყარი მოგზაურობა? მაშინ აუცილებლად გაეცანით სტატიას და გაიგეთ რა უნდა იცოდეთ იაფი ავიაბილეთების შესაძენად.

ნიცა უდიდესი ქალაქია საფრანგეთის რივიერაზე და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ტურისტული მიმართულება. ხმელთაშუა ზღვასა და საზღვაო ალპებს შორის მდებარე ნიცა გთავაზობთ ურბანული კომფორტისა და ბუნებრივი სილამაზის უნიკალურ კომბინაციას. სწორედ ამიტომ, ალბათ დამეთანხმებით რომ გასაკვირი არაა, რატომ არის ის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ნიცა – მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან ნიცაში პირდაპირი რეისით ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ჩაგაფრენთ.

თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრანზიტული რეისებით და დროის არც თუ ისე დიდხნიანი სხვაობით მოხვდებით დანიშნულების ადგილზე. ერთი გადაჯდომით ფრენებს ავიაკომპანია Turkish Airlines -ი სტამბოლის გავლით გვთავაზობს, ხოლო ასევე ერთი გადაჯდომით რეისს ფრანგული ავიაკომპანია Air France -ი ჩარლზ დე გოლის აეროპორტში გადაჯდომით ჩაგიყვანთ ნიცას აეროპორტამდე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ნიცამდე?

tbilisi nica -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 30წთ-ია, რაც შეეხება არაპირდაპირი ფრენების ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტებში მოცდის ხანგრძლივობაზე. ერთი გადაჯდომის შემთხვევაში, ფრენის სრული დრო დაახლოებით 8-9 საათია.

რჩევის სახით გაითვალისწონეთ რომ ავიაბილეთების დამოუკიდებლად შეძენისას, ყურადღება მიაქციოთ ტრანზიტულ აეროპორტებში მოცდის ხანგრძლივობას. უმჯობესია გადაჯდომისათვის 2-3 საათი მაინც გაითვალისწონოთ, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.

თბილისი ნიცა ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 მაისი 202417 მაისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 005 -დან
10 ივნისი 202422 ივნისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 114 -დან
10 ივლისი 202417 ივლისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 533 -დან

 

რა უნდა მოინახულოთ ნიცაში?

ეს ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქი მთელი წლის განმავლობაში თბილი და სასიამოვნო კლიმატით გამოირჩევა. მშვიდი და მოდური ატმოსფერო, მრავალი მიმზიდველი ღირშესანიშნაბა, ისტორიულ უბნები, პლაჟები, მუზეუმები და ადგილობრივი საკვები  ამ ქალაქს საფრანგეთში ჩასული მოგზაურების სიის სათავეში აქცევს.

  • Promenade des Anglais

Promenade des Anglais ან “ინგლისელთა სავალი გზა” დაახლოებით 5 კმ-ზეა გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომელიც იზიდავს სირბილის მოყვარულებს, ველოსიპედისტებს და სკეიტბორდისტებს. ეს ზღვისპირა ბილიკი ხალხმრავალი და ცოცხალი ადგილია, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ და განიტვირთოთ ხალხის თვალიერებით.

ბილიკი გაფორმებულია პალმებით, აღჭურვილია სკამებითა და მასზე განთავსებულია Vélo Bleu სადგურები – ველოსიპედის დაქირავება თვითმომსახურებით. ასევე შეხვდებით ბარებისა და რესტორნების დიდ არჩევანს, პირდაპირ სანაპიროზე.

  • ნიცას ძველი ქალაქი

ნიცას ძველი ქალაქი – ადგილობრივად ცნობილი როგორც Vieux Nice – მდებარეობს ანგელოზთა ყურის აღმოსავლეთ ბოლოში, ალბერტ 1-ლ ბაღსა და ციხის გორაკს შორის. ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, წითელსახურავიანი ძველი სტილის სახლებით და ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილებით, როგორიცაა ნიცას ოპერა და ლასკარისის სასახლე, ძველი ქალაქი მე-18 საუკუნეში დაგაბრუნებთ. ტერიტორია განთქმულია თავისი ულამაზესი რესტორნებითა და ღამის ცოცხალი ლოკაციებით. აქ ყოფნისას არ დაგავიწყდეთ გაჩერდეთ Fenocchio Glacier-თან Rue de la Poissonnerie-ზე, რათა გაინებივროთ თავი გემრიელი ნაყინით – ისინი საუკეთესოდ ითვლება ქალაქში.

  • მარინერეს სანაპირო

ვილფრანშ-სურ-მერში, ნიცას აღმოსავლეთით 15 წუთის სავალ მანძილზე, მარინერეს პლაჟი არის ძალიან პოპულარული ადგილი, განსაკუთრებით მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში. ეს არ არის ქვიშიანი ადგილი, თუმცა გამოირჩევა ძალიან პატარა კენჭებით, რაც მას საუკეთესო პლაჟად აქცევს. ამ პლაჟის კიდევ ერთი პლუსი ახლომდებარე ბარებისა და რესტორნების კარგი არჩევანია.

  • ნიცას ულამაზესი ეკლესიები

ნიცას ულამაზესი ეკლესიები გამოირჩევა მდიდარი ისტორიით და ულამაზესი არქიტექტურით. ბევრი შთამბეჭდავი ეკლესია გვხვდება ძველ ნიცაში, თუმცა თქვენ მათ მთელ ქალაქშიც შეხვდებით. სენტ-რეპარატის ტაძარი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ქალაქში, რომელიც მე-12 საუკუნეშია აგებული.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ნიცა მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

თბილისიდან ნიცას მიმართულებით iafi aviabiletebi შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად, ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით, ონლაინ შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქება, მიუთითეთბთ სასურველ თარიღს და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge