თბილისი მინერალნიე-ვოდი ავიაბილეთები tbilisi minvodi

თბილისი მინერალნიე-ვოდი

მინერალნიე-ვოდი (მინვოდი), რომელიც სტავროპოლის მხარეში მდებარეობს, რუსეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა. ქალაქი ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყაროებით, კურორტებითა და ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტებით, რაც მას მიმზიდველს ხდის როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მსურველთათვის.

თუ გეგმავთ მინვოდიში გამგზავრებას დასვენების, სამკურნალო ან საქმიანი მიზნებისთვის, გაეცანით სტატიას და მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია ფრენების, სასტუმროებისა და ქალაქში მოგზაურობის დასაგეგმად.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი მინერალნიე-ვოდი -ს მიმართულებით?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან მინვოდიში პირდაპირ ფრენებს ასრულებენ რუსული ავიაკომპანიები Red Wings, რომელიც ფრენებს ახორციელებს კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და კვირას და Azimuth Airlines რომელიც აღნიშნულ მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს დაფრინავს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი მინერალნიე-ვოდი -ს მიმართულებით?

თბილისიდან მინვოდის მიმართულებით ავიაკომპანია რედ ვინგსი –ს და აზიმუტი -ს ფრენა დაახლოებით 1 საათს გრძლედება.

თბილისი მინვოდი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 დეკემბერი 202429 დეკემბერი 2024Azimuthავიაბილეთები 525 -დან
23 იანვარი 202530 იანვარი 2025Azimuthავიაბილეთები 249 -დან
16 თებერვალი 202520 თებერვალი 2025Red Wingsავიაბილეთები 293 -დან
9 მარტი 202513 მარტი 2025Red Wingsავიაბილეთები 413 -დან

 

რა უნდა მოინახულო მინვოდში ?

მიუხედავად იმისა, რომ მინერალნიე-ვოდი თავად მცირე ქალაქია, მისი სტრატეგიული მდებარეობა და მიმდებარე ღირსშესანიშნაობები მას მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის რეგიონის კულტურით, ბუნებითა და სამკურნალო კურორტებით.

  • მინერალური წყაროები: ქალაქის სახელწოდებაც მიუთითებს მის სამკურნალო წყაროებზე. ადგილობრივი აბანოები და წყაროები განთქმულია სამკურნალო თვისებებით, რაც მათ პოპულარულს ხდის დამსვენებლებს შორის.
  • კავკასიის მინერალური წყლების კურორტები: მინერალნიე-ვოდი არის მთავარი სატრანზიტო წერტილი კავკასიის მინერალური წყლების რეგიონში, რომელიც მოიცავს ცნობილ კურორტებს, როგორიცაა კისლოვოდსკი, პიატიგორსკი, ესენტუკი და ჟელეზნოვოდსკი. ეს კურორტები ცნობილია თავიანთი სამკურნალო წყაროებითა და სანატორიუმებით.
  • პოკროვსკის ტაძარი: ეს მართლმადიდებლური ტაძარი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით და სულიერი მნიშვნელობით. იგი პოპულარულია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე ტურისტებს შორის.
  • ჩეგემის ხეობა: მინერალნიე-ვოდიდან შესაძლებელია ექსკურსიების მოწყობა ჩეგემის ხეობაში, რომელიც ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ჩანჩქერებითა და ბუნებრივი სილამაზით.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი მინვოდი  მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

tbilisi minvodi იაფი ავიაბილეთების შეძენა მარტივად შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. მიუთითეთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქები, სასურველი თარიღები, და სისტემა შემოგთავაზებთ ყველა ხელმისაწვდომ რეისს. ეს საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ბილეთი, რომელიც შეესაბამება თქვენს ბიუჯეტსა და მოგზაურობის გეგმებს.

ან ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge