თბილისი ლონდონი ავიაბილეთები / tbilisi londoni

თბილისი ლონდონი
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

გეგმავთ მოგზაურობას თბილისი ლონდონი ს მიმართულებით? ჩვენს სტატიაში გაეცნობით ინფორმაცია, თუ როგორ დაჯავშნოთ იაფი ავიაბილეთები და მოიწყოთ ბიუჯეტური მოგზაურობა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში.

თბილისი ლონდონი

ლონდონს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ქალაქი. სწორედ ამიტომ, მისი მონახულება უამრავი ადამიანის ოცნებაა და საკმაოდ ბევრი ტურისტიც სტუმრობს. ბუკინგემის სასახლე, უინძორების სასახლე, ლონდონის თვალი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ღირსშესანიშნაობებისა, რაც ლონდონში შეგიძლიათ მოინახულოთ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ლონდონი ს მიმართულებით?

თბილისიდან ლონდონის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს.

Pegasus Airlines – ი ასრულებს ფრენებს თბილისიდან ლონდონის სტენტის აეროპორტში. ლონდონში ჩაფრენამდე კი რამდენიმე საათიანი გადაჯდომა სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გექნებათ.

Turkish Airlines – იც გვთავაზობს ფრენებს თბილისი ლონდონის საჰაერო ხაზზე. ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე სამ რეისს გვთავაზობს: ლონდონის სტენტის აეროპორტში გამგზავრებას სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში გამგზავრებას სტამბოლის ახალ აეროპორტში გადაჯდომით და ლონდონის გატვიკის აეროპორტში გამგზავრებას სტამბოლის ახალ აეროპორტში გადაჯდომით.

ლონდონში Lufthansa -ს რეისითაც შეგიძლიათ გამგზავრება. ავიაკომპანია თბილისიდან ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ასრულებს რეისებს მიუნხენში გადაჯდომით.

ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ LOT -ის რეისითაც, რომელიც თბილისიდან ჯერ ვარშავის აეროპორტში, შემდეგ კი ლონდონის ლუტონის აეროპორტში გაგამგზავრებთ.

არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისი ლონდონი ს მიმართულებით?

დიახ. British Airways ასრულებს პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მე-5 ტერმინალში. უშუალოდ ჰაერში ყოფნა დაახლოებით 5 საათსა და 50 წუთს გრძელდება, რეისები კი კვირაში რამდენჯერმე სრულდება. მათი სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ ზუსტი განრიგი ჯავშნის გაკეთებამდე გადაამოწმეთ.

პირდაპირი რეისი დროის დაზოგვის თვალსაზრისით ყველაზე მოსახერხებელია, თუმცა, როგორც წესი, ტრანზიტულ ვარიანტებზე ძვირი ჯდება. თუ მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტია, გადაჯდომიანი რეისები უფრო ხელსაყრელ ფასს გთავაზობთ.

თბილისი ლონდონი ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
17 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 240 -დან
19 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 241 -დან
16 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 243 -დან
21 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 247 -დან
25 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 348 -დან
18 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 355 -დან
20 ოქტომბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 377 -დან
14 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 399 -დან
22 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 423 -დან
15 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 431 -დან
9 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 434 -დან
10 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 439 -დან
23 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 440 -დან
24 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 444 -დან
26 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 454 -დან
12 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 457 -დან
13 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 465 -დან
27 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 491 -დან
28 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 500 -დან
30 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 535 -დან
11 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 569 -დან
29 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 637 -დან
31 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 713 -დან

რომელი ავიაკომპანია გვთავაზობს ყველაზე იაფ ავიაბილეთებს თბილისიდან ლონდონის მიმართულებით?

პეგასუსის ავიახაზების რეისით თქვენ ყველაზე ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ tbilisi londoni s ავიაბილეთების შეძენას.

როდის არის საუკეთესო დრო ლონდონში გასამგზავრებლად?

გასაოცარი ლონდონის ნახვით წლის ნებისმიერ დროს მოიხიბლებით, თუმცა თუ გამწვანებული და აყვავებული ლონდონის ნახვა გსურთ, საუკეთესო პერიოდი მარტიდან მაისამდე იქნება. ამ დროს ამინდებიც სასიამოვნოა და ქალაქს ნაკლები ტურისტი სტუმრობს, რაც მშვიდად და უფრო ბიუჯეტურად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

ლონდონის აეროპორტები და ქალაქში გადაადგილება

ლონდონს რამდენიმე აეროპორტი ემსახურება და თბილისიდან მომავალი რეისები სხვადასხვა მათგანში ჩერდება. ავიაბილეთის შეძენამდე აუცილებლად დააზუსტეთ, რომელ აეროპორტში ჩაფრინდებით, რადგან ქალაქის ცენტრამდე მისვლის დრო და ხარჯი მნიშვნელოვნად განსხვავდება.

  • ჰითროუ (Heathrow, LHR) — ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე მსხვილი აეროპორტი. ქალაქში მეტროს Piccadilly-ის ხაზით, Elizabeth-ის ხაზით ან Heathrow Express-ის მატარებლით მოხვდებით.
  • გატვიკი (Gatwick, LGW) — ქალაქის სამხრეთით. ვიქტორიის სადგურამდე Gatwick Express-ის მატარებელი დაახლოებით ნახევარ საათში მიდის.
  • სტენსტედი (Stansted, STN) — ჩრდილო-აღმოსავლეთით. Stansted Express-ით Liverpool Street-ის სადგურამდე დაახლოებით 50 წუთია.
  • ლუტონი (Luton, LTN) — ჩრდილოეთით. აეროპორტიდან მოკლე სამგზავრო ხაზი Luton Airport Parkway-ის სადგურამდე მიდის, იქიდან კი მატარებლით St Pancras-ზე ჩახვალთ.

ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთის წინასწარ ყიდვა საჭირო არ არის — მეტროსა და ავტობუსში უკონტაქტო საბანკო ბარათით ან Oyster-ის ბარათით გადაიხდით. ქაღალდის ერთჯერადი ბილეთი ყველაზე ძვირი ვარიანტია, ავტობუსებში კი ნაღდი ფული საერთოდ არ მიიღება.

რა უნდა გაითვალისწინოთ გამგზავრებამდე

  • ვიზა. საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ. განაცხადი წინასწარ იწერება და განხილვას დრო სჭირდება, ამიტომ ვიზის საკითხი ავიაბილეთის შეძენამდე მოაგვარეთ.
  • ვალუტა. გაერთიანებულ სამეფოში ბრიტანული ფუნტი (GBP) მოქმედებს და არა ევრო.
  • დროის სხვაობა. ლონდონი თბილისს 3-4 საათით ჩამორჩება — ზუსტი სხვაობა იმაზეა დამოკიდებული, ზაფხულის საათობრივი სარტყელი მოქმედებს თუ ზამთრის.
  • ბარგი. ბიუჯეტური ავიაკომპანიების ყველაზე იაფ ტარიფებში, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგია ჩართული. ჩასაბარებელი ბარგი ცალკე ფასიანია, ამიტომ ფასების შედარებისას საბოლოო თანხა ბარგთან ერთად შეაფასეთ.
  • გადაჯდომის დრო. ტრანზიტული რეისის არჩევისას ეცადეთ, გადაჯდომისთვის მინიმუმ 1.5-2 საათი დაგრჩეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორი მონაკვეთი ცალ-ცალკე ჯავშნითაა შეძენილი.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ლონდონი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა თბილისიდან ლონდონამდე?

პირდაპირი რეისი დაახლოებით 5 საათსა და 50 წუთს გრძელდება. გადაჯდომიანი რეისის შემთხვევაში მგზავრობა, ტრანზიტის ხანგრძლივობის მიხედვით, 8-დან 12 საათამდე ან მეტხანს გასტანს.

რომელ აეროპორტში ჯობია ჩაფრენა?

თუ ქალაქის ცენტრში მიდიხართ, ჰითროუ და გატვიკი ყველაზე მოსახერხებელია. სტენსტედი და ლუტონი ხშირად უფრო იაფია, თუმცა ცენტრამდე მისვლას მეტი დრო და დამატებითი ხარჯი სჭირდება — ეს ფასების შედარებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ.

რამდენი ხნით ადრე ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

ამ მიმართულებით ყველაზე ხელსაყრელი ფასები, როგორც წესი, გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრეა ხელმისაწვდომი. საზაფხულო და საშობაო სეზონზე ჯავშნის გაკეთება უფრო ადრეც ღირს.

სჭირდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ლონდონში გასამგზავრებლად?

დიახ, გაერთიანებული სამეფო სავიზო ქვეყანაა და მოგზაურობამდე ვიზის მიღებაა საჭირო.
თბილისი ლონდონის იაფი ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge