თბილისი კიევი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საქართველოდან. თუ შენც გეგმავ ამ მიმართულებით გამგზავრებას და ავიაბილეთების დაჯავშნას, მაშინ ამ სტატიაში ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებ.
უკრაინის დედაქალაქი მომხიბვლელ და შთამბეჭდავ მოგზაურობას სთავაზობს ვიზიტორებს. ულამაზესი არქიტექტურა, საინტერესო ისტორია და კულტურა უამრავ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და უკმაყოფილოს ნამდვილად არავის ტოვებს.
მნიშვნელოვანი განახლება: ამჟამად თბილისი კიევი მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ სრულდება
2022 წლის თებერვლიდან უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დახურულია და კიევის ორივე აეროპორტი — ბორისპოლი (KBP) და ჟულიანი (IEV) — რეისებს არ ემსახურება. შესაბამისად, ქვემოთ აღწერილი პირდაპირი რეისები (FlyUia, SkyUp Airlines, Bees Airlines) დროებით შეჩერებულია. დღეს კიევში მოხვედრა შესაძლებელია მეზობელ ქვეყანაში გადაფრენით და შემდეგ მატარებლით ან ავტობუსით — მოქმედი მარშრუტები დეტალურად სტატიის ბოლოსაა აღწერილი.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისიდან კიევის მიმართულებით?
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანიების არჩევანი საკმაოდ დიდია და საშუალება გაქვთ შეარჩიოთ რეისები თქვენთვის სასურველ დროს და თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.
ავიაკომპანია, რომელიც ყველაზე დიდი ხანია ოპერირებს თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე არის FlyUia. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის ბორისპოლის აეროპორტში ასრულებს ფრენებს.
მეორე უკრაინული ავიაკომპანია კი SkyUp Airlines არის. FlyUia-ს მსგავსად, სქაიაფიც თბილისის აეროპორტიდან ბორისპოლის აეროპორტში გვთავაზობს ფრენებს.
ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს 2021 წელს შემოურთდა, Bees Airlines გახლავთ. Bees Airlines -ი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ავიაკომპანიაა. განსხვავებით წინა ავიაკომპანიებისგან, Bees Airlines-ი თბილისის აეროპორტიდან კიევის ჟულიენის აეროპორტში ასრულებს ფრენებს.
რომელი ავიაკომპანია გვთავაზობს ყველაზე დაბალფასიან ავიაბილეთებს თბილისი კიევი ს მიმართულებით?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Bees Airlines – ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და შესაბამისად, სწორედ ეს ავიაკომპანია გვთავაზობს საუკეთესო ფასებს.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან კიევამდე?
ფრენის ხანგრძლივობა tbilisi kievi ს მიმართულებით 2 საათი და 55 წუთია.
რომელია საუკეთესო პერიოდი კიევში გასამგზავრებლად?
საუკეთესო პერიოდი კიევში გასამგზავრებლად მაისი-ივნისი ან სექტემბერია. ამ დროს ტემპერატურა სასიამოვნო და კომფორტულია. ასევე, ქალაქი არ არის გადატვირთული ტურისტებით, რაც მშვიდად დასვენების და მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.
როგორ შევიძინოთ თბილისი კიევი ს ავიაბილეთები იაფად?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
- შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.
კიევის ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.
როგორ მივაღწიოთ კიევს დღეს — მოქმედი მარშრუტები
მგზავრობა ორი ნაწილისგან შედგება: ჯერ ავიაბილეთი საქართველოდან უკრაინის მეზობელ ქვეყანაში, შემდეგ კი სახმელეთო მონაკვეთი — მატარებელი ან ავტობუსი კიევამდე.
ეტაპი 1 — ავიაბილეთი საქართველოდან
- ვარშავა (WAW) — LOT Polish Airlines ასრულებს პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან; ფრენა დაახლოებით 4 საათს გრძელდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვარშავაში, კატოვიცესა და პოზნანში Wizz Air დაგაფრენთ — ხშირად სწორედ ამ მიმართულებებზეა ყველაზე დაბალფასიანი ავიაბილეთები.
- კიშინიოვი (RMO) — მოლდოვის დედაქალაქში თბილისიდან ავიაკომპანია FlyOne ასრულებს ფრენებს; ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია.
- ბუდაპეშტი, ვენა და ბუქარესტი — ალტერნატიული ჰაბები, საიდანაც კიევამდე პირდაპირი მატარებელი ან ავტობუსი გადის.
ეტაპი 2 — მატარებელი კიევამდე
უკრაინის რკინიგზა (Ukrzaliznytsia) ევროპიდან რეგულარულ საერთაშორისო რეისებს ასრულებს. სავარაუდო ხანგრძლივობა:
- ვარშავა – კიევი: დაახლოებით 16-17 საათი (ღამის მატარებელი)
- პშემისლი (Przemysl) – კიევი: დაახლოებით 10 საათი
- ხელმი (Chelm) – კიევი: დაახლოებით 12 საათი
- კიშინიოვი – კიევი: დაახლოებით 17 საათი
- ბუდაპეშტი – კიევი: დაახლოებით 20 საათი
- ვენა – კიევი: დაახლოებით 23 საათი
ბილეთები უკრაინის რკინიგზის ოფიციალურ საიტსა და მობილურ აპლიკაციაში იყიდება და, როგორც წესი, გამგზავრებამდე დაახლოებით 20 დღით ადრე იხსნება გაყიდვაში. პოპულარულ მიმართულებებზე ადგილები სწრაფად იყიდება, ამიტომ ჯავშანი წინასწარ დაგეგმეთ.
ეტაპი 3 — ავტობუსი, როგორც ალტერნატივა
- ვარშავა – კიევი: დაახლოებით 16-18 საათი
- ვენა ან ბერლინი – კიევი: დაახლოებით 23-25 საათი
- პრაღა – კიევი: დაახლოებით 24 საათი
ავტობუსი უფრო მოქნილი გრაფიკით გამოირჩევა და ხშირად უფრო იაფიც არის, თუმცა საზღვარზე ლოდინი მატარებელთან შედარებით მნიშვნელოვნად ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს.
პრაქტიკული რჩევები მგზავრობამდე
- საზღვრის გადაკვეთა მატარებლით ჩვეულებრივ 30 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება; ავტობუსით ლოდინი რამდენიმე საათს შეიძლება გასტანოს.
- თან იქონიეთ პასპორტი და ნაღდი ფული, მათ შორის უკრაინული გრივნა.
- გამგზავრებამდე გადაამოწმეთ, რომელი სასაზღვრო გამშვები პუნქტებია მოქმედი — ინფორმაცია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ რესურსებზეა განთავსებული.
- გაეცანით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოგზაურო რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევა უკრაინას ხშირად არ ფარავს.
- ფრენების, მატარებლებისა და ავტობუსების განრიგი ხშირად იცვლება — გამგზავრებამდე ინფორმაცია უშუალოდ გადამზიდავთან გადაამოწმეთ.
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა ამჟამად პირდაპირი ფრენა თბილისი კიევი მიმართულებით?
არა. უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დახურულია და კიევის აეროპორტები კომერციულ რეისებს არ იღებს.
რამდენ ხანს გრძელდება მგზავრობა თბილისიდან კიევამდე?
ვარშავის გავლით, ფრენის, გადაჯდომისა და ღამის მატარებლის ჩათვლით, მთლიან მგზავრობას დაახლოებით ერთი დღე-ღამე სჭირდება.
რომელი მარშრუტია ყველაზე იაფი?
ხშირ შემთხვევაში — ქუთაისი – ვარშავა ან ქუთაისი – კატოვიცე Wizz Air-ით და შემდეგ მატარებელი ან ავტობუსი კიევამდე. საბოლოო ფასი სეზონსა და ჯავშნის დროზეა დამოკიდებული.
როდის გაიხსნება უკრაინის საჰაერო სივრცე?
ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. განიხილება საჰაერო სივრცის ეტაპობრივი გახსნის გეგმა, სადაც პირველ რიგში ლვივის აეროპორტი სახელდება, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
სად ვიყიდო ავიაბილეთი?
ავიაბილეთები ვარშავის, კიშინიოვის, ბუდაპეშტის თუ სხვა მიმართულებით ჩვენი საძიებო სისტემით მარტივად მოძებნით და დაჯავშნით.








