ჯედა საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალაქია. საუკუნეების განმავლობაში ჯედა იყო არაბეთის ნახევარკუნძულის “ტრადიციული კარიბჭე” მომლოცველებისა და ვაჭრებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან წმინდა მექასა და მედინაში. ახლა ქალაქი თანამედროვე ტურისტული ადგილია თავისი კოსმოპოლიტური კულტურით, მსოფლიო დონის სამზარეულოთი და კომერციული ადგილებით. გაემგზავრეთ თბილისი ჯედა -ს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისით, შეიძინეთ ავიაბილეთების საუკეთესო ფასად და ისიამოვნეთ ახალი თავგადასავლებით.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ჯედა –ს მიმართულებით?
თბილისის აეროპორტი -დან ჯედას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს Flynas Airlines -ი გვთავაზობს.
რაც შეეხება ერთი გადაჯდომით რეისებს, ავიაკომპანია პეგასუსი და Turkish Airlines -ი სტამბოლში გადაჯდომით მოგახვედრებთ დანიშნულების ადგილზე. ფრენებს ასევე ახორციელებს Jazeera Airways -ი, რომელიც ქუვეითის გავლით მოგახვედრებთ ჯედაში.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ჯედამდე?
პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 20წთ-ია. არაპირდაპირი რეისის ხანგრძლივობა კი ჯამში 6 საათიდან 12 საათამდე მერყეობს.
თუ tbilisi jeda -ს მიმართულებით გეგმავთ გამგზავრებას, გაიგეთ რისი მონახულება შეგიძლიათ საუდის არაბეთის ამ მშვენიერ ქალაქში.
ჯედა ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ქალაქი თავისი ისტორიის განმავლობაში, წმინდა ქალაქებთან სიახლოვის წყალობით და ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო მიმართულება. მას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს თავისი უნიკალური ღირსშესანიშნაობების გამო, როგორიცაა ალ-რაჰმას მეჩეთი, ბაიტ ალ-ბალადი და სხვ.
- ჯედა კორნიში
Jeddah Corniche ქალაქში აუცილებლად სანახავი ადგილია. აქ შეგიძლიათ დატკბეთ წითელი ზღვის თვალწარმტაცი პეიზაჟებით, ასევე მრავალი ქანდაკებით, შადრევნებითა და რეკრეაციული ზონებით. რეტიტორია გადაჭიმულია დაახლოებით 30 კილომეტრზე უწყვეტი საფეხმავლო ბილიკით.
- ალ-რაჰმას მეჩეთი
ალ-რაჰმას მეჩეთი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეჩეთია, რომელიც 1985 წელს აშენდა. მეჩეთი გამოირჩევა ვენეციური სტილის არქიტექტურით და ის ცნობილია როგორც “მცურავი მეჩეთი” და “ფატიმა ალ-ზაჰრას მეჩეთი”.
- აბდულ რაუფ ხალილის მუზეუმი ჯედაში
აბდულ რაუფ ხალილის მუზეუმი მოიცავს მეჩეთს, ციხესიმაგრეს და მუზეუმს, სადაც გამოფენილია საუდის არაბეთის, ისლამური და პრეისლამური არტეფაქტები. მუზეუმი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მუზეუმია და მდებარეობს მეფე ფაჰდის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში.
- მექას კარიბჭე
მექას კარიბჭე ასევე ცნობილია როგორც “ყურანის კარიბჭე” და ის თაღოვანი კარიბჭის ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ჯედა-მექას გზატკეცილზე მდებარეობს. იგი აშენდა 1979 წელს
- ბაიტ ალ ბალადი
ეს არის ჯედას ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი. 1930-იანი წლების შუა პერიოდამდე ნაგებობა გამოიყენებოდა როგორც ბრიტანეთის სათაო ოფისი და აქვს გასაოცარი არქიტექტურული სტილი. იგი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ცნობილი წითელი ზღვის სასახლის გვერდით.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ჯედა -ს მიმართულებით?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
- ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
- სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
- მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.
თბილისიდან ჯედამდე მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.
ჯედას აეროპორტი და ქალაქში გადაადგილება
ჯედას მთავარი საჰაერო კარიბჭე არის მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი JED), რომელიც ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 20 კილომეტრშია. აეროპორტიდან ცენტრამდე ტაქსით ან მობილური აპლიკაციებით მარტივად გადაადგილდებით — გზა, საცობების გარეშე, 30-40 წუთს იკავებს.
აეროპორტთან ასევე მდებარეობს ჰარამაინის სიჩქარული რკინიგზის სადგური, საიდანაც მატარებლები მექისა და მედინის მიმართულებით გადის. გაითვალისწინეთ, რომ მექისა და მედინის წმინდა ტერიტორიებზე შესვლა მხოლოდ მუსლიმებისთვისაა ნებადართული.
სჭირდება თუ არა ვიზა საქართველოს მოქალაქეებს?
საქართველოს მოქალაქეებს საუდის არაბეთში ტურისტული მიზნით გამგზავრება შეუძლიათ ონლაინ მიღებული ელექტრონული ვიზით (eVisa); ასევე მოქმედებს ვიზის ადგილზე აღების შესაძლებლობა. ელექტრონული ვიზის საფასურში ჩვეულებრივ შედის სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევაც. ვიზის პირობები, ღირებულება და ნებადართული ყოფნის ვადა პერიოდულად იცვლება, ამიტომ გამგზავრებამდე ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ საუდის არაბეთის ოფიციალურ ვიზის პორტალზე.
როდის ჯობია თბილისი ჯედა -ს მიმართულებით გამგზავრება?
ჯედას კლიმატი ცხელი და ნოტიოა. ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ხშირად 40°C-ს აღემატება, ამიტომ მოგზაურობისთვის ყველაზე კომფორტული პერიოდი ნოემბრიდან მარტამდეა, როცა დღის ტემპერატურა 25-30°C-ის ფარგლებშია და საღამოები სასიამოვნოდ გრილია.
ავიაბილეთების ფასები მკვეთრად იზრდება რამადანისა და ჰაჯის სეზონზე, როცა ჯედაში მომლოცველების ძირითადი ნაკადი მოდის. თუ თარიღებში მოქნილი ხართ, ამ პერიოდების თავიდან აცილება ბიუჯეტს დაგიზოგავთ.
პრაქტიკული ინფორმაცია მოგზაურებისთვის
- ვალუტა: საუდის რიალი (SAR); ბარათით გადახდა ქალაქში ფართოდ გავრცელებულია.
- დროის სხვაობა: ჯედაში საქართველოსთან შედარებით 1 საათით ნაკლები დროა.
- ენა: ოფიციალური ენა არაბულია, თუმცა აეროპორტში, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში ინგლისური ფართოდ გამოიყენება.
- ჩაცმულობა: საჭიროა მოკრძალებული ჩაცმულობა — დახურული მხრები და მუხლები; უცხოელი ქალებისთვის აბაიას ტარება სავალდებულო არ არის.
- ალკოჰოლი: ქვეყანაში ალკოჰოლის შემოტანა და მოხმარება აკრძალულია.
- დასვენების დღეები: კვირის დასვენების დღეებია პარასკევი და შაბათი; პარასკევის ლოცვის დროს ობიექტების ნაწილი დროებით იკეტება.
ხშირად დასმული კითხვები
არის თბილისი ჯედა პირდაპირი ფრენა?
დიახ, პირდაპირ რეისებს flynas-ი ასრულებს. ფრენების სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ კონკრეტული თარიღები ჯავშნამდე გადაამოწმეთ.
რამდენ ხანს გრძელდება ფრენა?
პირდაპირი ფრენა დაახლოებით 4-4,5 საათს გრძელდება. გადაჯდომიანი რეისით მგზავრობა, გადაჯდომის ხანგრძლივობის მიხედვით, 8 საათიდან დღე-ღამემდე შეიძლება გაგრძელდეს.
რომელ აეროპორტში ჩავფრინდები?
მეფე აბდულაზიზის საერთაშორისო აეროპორტში (JED).
რამდენი ბარგის წაღება შემიძლია?
flynas დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა და ბარგის ნორმა ტარიფზეა დამოკიდებული — ყველაზე იაფ ტარიფებში ხშირად მხოლოდ ხელბარგი შედის. ჯავშნისას ყურადღებით წაიკითხეთ ტარიფის პირობები.


რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ჯედა –ს მიმართულებით?




