თბილისი ბრიუსელი ავიაბილეთები tbilisi briuseli

tbilisi briuseli
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

ბრიუსელი ბელგიის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქია. მისი გოთიკური და ბაროკოს სტილის მოედნები, ნამდვილად მოგიყვანთ აღტაცებაში. მულტიკულტურულმა გავლენებმა გამოიწვია მუზეუმების, ბაზრების, რესტორნებისა და ბუტიკების “აფეთქება”, რაც მას სასურველ მიმართულებად აქცევს მსოფლიოს უამრავი კუთხიდან მიმავალი ტურისტისათვის. შეიძინეთ ავიაბილეთები თბილისი ბრიუსელი -ს მიმართულებით და მოიწყვეთ საოცნებო მოგზაურობა.

თბილისი ბრიუსელი

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ბრიუსელი –ს მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან ბრიუსელში პირდაპირი რეისები ამ ეტაპისათვის არ ხორციელდება, თუმცა ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნულ მიმართულებაზე ძალიან მარტივად, მხოლოდ ერთი გადაჯდომით შეძლებთ გამგზავრებას.

თბილისი ბრიუსელი -ს საჰაერო ხაზზე ერთი გადაჯდომით ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს, როგორიცაა: პეგასუსი ,  ეგეოსის ავიახაზები , ეარბალტიკი , Lufthansa, LOT ,  Austrian Airlines და Turkish Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანია AJet -ი.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ბრიუსელამდე?

ვინაიდან, თბილისიდან ბრიუსელში პირდაპირი რეისები არ ხორცილედება, ფრენები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. ეს კი აეროპორტში მოცდის დროთია განპირობებული.

რჩევის სახით გაითვალისწონეთ, რომ ავიაბილეთების ონლაინ შეძენისას, ყურადღება მიაქციოთ რეისებს შორის მოცდის ხანგრძლივობას. უმჯობესია გადაჯდომისათვის 2-3 საათი მაინც გაითვალისწონოთ, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.

თბილისი ბრიუსელი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 221 -დან
15 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 915 -დან
17 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 712 -დან
19 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 503 -დან
20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 553 -დან
23 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 556 -დან
24 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 522 -დან
25 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 505 -დან
26 ნოემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 510 -დან
27 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 504 -დან
29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 502 -დან
30 ნოემბერი 20266 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 505 -დან
1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 509 -დან
6 დეკემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 516 -დან
12 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 491 -დან
18 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 755 -დან
19 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 485 -დან
20 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 588 -დან
26 დეკემბერი 202616 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 643 -დან
29 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 721 -დან
30 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 746 -დან
31 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 754 -დან
5 იანვარი 202717 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 817 -დან
6 იანვარი 202718 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 789 -დან
7 იანვარი 202719 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 708 -დან
8 იანვარი 202714 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 687 -დან
9 იანვარი 202721 იანვარი 20271 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 776 -დან
18 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 581 -დან
20 იანვარი 202726 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 542 -დან
10 თებერვალი 202716 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 515 -დან
6 მარტი 202713 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 714 -დან
11 მარტი 202718 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 666 -დან
14 მარტი 202719 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 770 -დან
15 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 594 -დან
19 მარტი 202723 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 530 -დან
8 აპრილი 202713 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 776 -დან
10 აპრილი 202717 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 735 -დან
18 აპრილი 202722 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 717 -დან
9 მაისი 202713 მაისი 20272 ᲒაჩერებაSky Up Nistruავიაბილეთები 1 058 -დან
11 მაისი 202716 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 822 -დან
6 ივნისი 202710 ივნისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 902 -დან
12 ოქტომბერი 202717 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 587 -დან

 

რა უნდა მოინახულოთ ბრიუსელში?

ბრიუსელი

  • გრანდ-პლასი – Grand-Place

ეს არის მოედანი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ბრიუსელის გულში და ცნობილია თავისი გოთიკური და ბაროკოს სტილის მრავალი შენობით.

Grand-Place ახლოსაა ქალაქის ბევრ მთავარ ღირსშესანიშნაობასთან, მათ შორის წმინდა მიქაელისა და წმინდა გუდულას ტაძართან და Manneken Pis-თან. ეს ასევე შესანიშნავი ადგილია ფინჯანი ყავის ან ლუდის დასალევად.

  • მიქაელისა და გუდულის საკათედრო ტაძარი – St. Michael and St. Gudula Cathedral

ამ ტაძრის ამჟამინდელი სტრუქტურა მე-11 საუკუნით თარიღდება,რომლის აშენებასაც დაახლოებით 300 წელი დასჭირდა. მის ინტერიერში ნახავთ ვიტრაჟებს, ქანდაკებებს, ნახატებს, გრენცინგის ახალ ორღანს და საძვალეს, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს წმინდა გუდულის ნაშთებს ძველ რომაული წარწერებით.

ამჟამინდელი ეკლესიის ქვემოთ არის მე-10 საუკუნის რომაული ეკლესიის ნაშთები. ტაძრის გარეთ კი არის მოედანი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და სასიამოვნოდ განიტვირთოთ.

  • პარკ დუ კინკვანტენარი – Parc du Cinquantenaire

Cinquantenaire Park აშენდა 1880 წელს, ბელგიის დამოუკიდებლობის 50 წლის იუბილეს პატივსაცემად. ეს არის ფრანგული სტილის დიდი პარკი, რომელიც გარშემორტყმულია მუზეუმებით და ბაღებით, სადაც ასევე შეხვდებით დიდ ტრიუმფალურ თაღს.

  • სამეფო გალერეები სენტ-ჰუბერტი – les galeries royales saint-hubert

გსურთ ბრიუსელში ვიზიტისას საყიდლებზე წასვლა? მაშინ ეწვიეთ Les Galeries Royales Saint-Hubert-ს, რენესანსის სტილის თაროვან გალერეას, რომელიც 1800-იანი წლების შუა ხანებშია აშენეგბული. აღსანიშნავია, რომ შენობას შუშის სახურავი ფარავს, რომელსაც ოდესღაც “ბრიუსელის ქოლგას” უწოდებდნენ.

გალერეას ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რათა ისიამოვნონ მაღაზიებით, სადაც შეხვდებით ყველაფერს, ტანსაცმელით და შოკოლადებით დაწყებული, ძვირფასი სამკაულებით დამთავრებული. აქ ასევე განთავსებულია რესტორნები, სამხატვრო გალერეები, კინო და თეატრები.

რა თქმა უნდა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი გაკეთებაც და მონახულებაც შეგიძლიათ ამ შთამბეჭდავ ქალაქში. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები tbilisi briuseli -ს მიმართულებით და და ისიამოვნეთ დაუვიწყარი მოგზაურობით.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ბრიუსელი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

თბილისიდან ბრიუსელის მიმართულებით iafi aviabiletebi შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად, ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქება, მიუთითეთბთ სასურველ თარიღს და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ან ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

თბილისი – ბრიუსელი: პრაქტიკული ინფორმაცია მგზავრობამდე

ქვემოთ თავმოყრილია ის დეტალები, რომლებიც თბილისი ბრიუსელი მიმართულებით მგზავრობის დაგეგმვას გაგიადვილებთ — აეროპორტებიდან და გადაჯდომებიდან დაწყებული, სასაზღვრო წესებით დამთავრებული.

აეროპორტები

  • გამგზავრება: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი TBS). ევროპული მიმართულებები გადაჯდომით ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდანაც (KUT) მოიძებნება.
  • ჩასვლა: ბრიუსელის აეროპორტი — Brussels Airport (BRU), ცნობილი როგორც ზავენტემი. ის ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრშია.
  • ალტერნატივა: ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი რეისი ეშვება Brussels South Charleroi (CRL)-ის აეროპორტზე, რომელიც ბრიუსელიდან დაახლოებით 50 კილომეტრითაა დაშორებული. ბილეთის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება აეროპორტის კოდს.

გადაჯდომები და მგზავრობის ხანგრძლივობა

რადგან ამ მიმართულებით პირდაპირი რეისი არ ხორციელდება, მგზავრობა ერთ გადაჯდომას მოიცავს. ყველაზე ხშირად გამოყენებული საგადასახდომი ჰაბებია: სტამბოლი, ვენა, მიუნხენი, ფრანკფურტი, ვარშავა, ამსტერდამი, ბუქარესტი, ერევანი და ბელგრადი.

მხოლოდ საჰაერო მონაკვეთები ჯამში, როგორც წესი, 5 საათსა და 20 წუთს – 6 საათსა და 30 წუთს გრძელდება. ამას ემატება გადაჯდომის აეროპორტში მოცდის დრო, ამიტომ კარიდან კარამდე მგზავრობა ხშირად 8–12 საათს იკავებს.

რჩევა: თუ ბარგს აბარებთ, ამჯობინეთ ერთ ჯავშანში გაერთიანებული რეისები — ასეთ შემთხვევაში ბარგი საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე გადაიტანება და გადაჯდომისას მის ასაღებად დრო აღარ დაგჭირდებათ.

როგორ მოხვდეთ ბრიუსელის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში

  • მატარებელი — ყველაზე სწრაფი და პროგნოზირებადი ვარიანტი. რკინიგზის სადგური ტერმინალის ქვეშ, -1 დონეზეა. დილიდან შუაღამემდე საათში დაახლოებით ექვსი პირდაპირი მატარებელი გადის: Brussels-North-მდე დაახლოებით 11 წუთი, Brussels-Central-მდე — დაახლოებით 18 წუთი, Brussels-Midi-მდე — დაახლოებით 23 წუთი.
  • ავტობუსი — საქალაქო ხაზები აეროპორტს ევროკვარტალსა და ქალაქის სხვა უბნებს აკავშირებს; ფლანდრიის მიმართულებით De Lijn-ის ავტობუსები მოძრაობს.
  • ტაქსი ან სატრანსპორტო აპლიკაცია — ცენტრამდე დაახლოებით 20–30 წუთი, საგზაო მოძრაობის მიხედვით.
  • შარლეროადან (CRL) — შატლ-ავტობუსი Brussels-Midi-მდე დაახლოებით ერთ საათში ჩადის; ეს დრო გაითვალისწინეთ დასაბრუნებელი რეისის დაგეგმვისას.

სავიზო და სასაზღვრო წესები

  • საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს ბელგიაში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ: ყოფნის ვადა შენგენის ზონაში 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღეა.
  • პასპორტი ძალაში უნდა რჩებოდეს შენგენის ზონიდან დაგეგმილი გამგზავრების შემდეგ მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.
  • საზღვარზე შესაძლოა მოგთხოვონ დასაბრუნებელი ბილეთი, საცხოვრებლის ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება.
  • შენგენის ზონაში ამოქმედებულია EES — შესვლა-გასვლის ელექტრონული სისტემა: საზღვრის კვეთისას რეგისტრირდება თითის ანაბეჭდები და სახის ფოტო, ამიტომ პირველ ჯერზე პროცედურა ოდნავ მეტ დროს მოითხოვს.
  • ETIAS — უვიზო მგზავრებისთვის განკუთვნილი ონლაინ სამოგზაურო ავტორიზაცია — ჯერ არ ამოქმედებულა. მისი ამოქმედების შემდეგ ნებართვის წინასწარ აღება სავალდებულო გახდება, ამიტომ გამგზავრებამდე გადაამოწმეთ მისი სტატუსი.

სავიზო და სასაზღვრო რეგულაციები შესაძლოა შეიცვალოს — მგზავრობამდე შეამოწმეთ ბელგიის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდები.

სასარგებლო დეტალები ბრიუსელზე

  • ვალუტა: ევრო (EUR).
  • ენები: ბრიუსელი ოფიციალურად ორენოვანია — ფრანგული და ნიდერლანდური; ტურისტულ ზონებში ინგლისური ფართოდაა გავრცელებული.
  • დროის სხვაობა: ბელგია საქართველოს ზამთრის დროით 3 საათით ჩამორჩება, ზაფხულის დროით კი — 2 საათით.
  • ტრანსპორტი ქალაქში: მეტრო, ტრამვაი და ავტობუსი ერთიანი ბილეთით მუშაობს; ცენტრალური ღირსშესანიშნაობების უმეტესობა კი ერთმანეთისგან ფეხით სავალ მანძილზეა.
  • ამინდი: კლიმატი რბილი და ნოტიოა; წვიმა წლის ნებისმიერ დროს მოსალოდნელია, ამიტომ ქოლგა ან წყალგაუმტარი ქურთუკი ყოველთვის გამოგადგებათ.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისიდან ბრიუსელში?

ამჟამად არა. მიმართულება ერთ გადაჯდომას მოიცავს — ყველაზე ხშირად სტამბოლში, ვენაში, მიუნხენში, ვარშავაში ან ფრანკფურტში.

რამდენი ხანი გრძელდება მგზავრობა?

სუფთა საფრენი დრო დაახლოებით 5,5–6,5 საათია; გადაჯდომის გათვალისწინებით მთლიანი მგზავრობა ჩვეულებრივ 8–12 საათს იკავებს.

რამდენი ხნით ადრე ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

ევროპულ მიმართულებებზე ყველაზე ხელსაყრელი ფასები, როგორც წესი, გამგზავრებამდე 1,5–3 თვით ადრე იძებნება. შუა კვირის დღეებში გამგზავრება ხშირად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პარასკევს ან კვირას.

შედის თუ არა ბარგი ბილეთის ფასში?

ეს ავიაკომპანიასა და ტარიფზეა დამოკიდებული. კლასიკური ავიაკომპანიების სტანდარტულ ტარიფებში ჩასაბარებელი ბარგი ხშირად შედის, დაბალბიუჯეტიან გადამზიდებთან კი ცალკე ემატება. ჯავშნის დადასტურებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ბარგის ნორმა.

რომელ აეროპორტში ჩავფრინდები?

უმეტეს შემთხვევაში — Brussels Airport (BRU, ზავენტემი). ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი მარშრუტი შარლეროას აეროპორტს (CRL) იყენებს, რომელიც ქალაქიდან მნიშვნელოვნად შორსაა.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge