პრაღა თბილისი ავიაბილეთები / praga tbilisi

პრაღა თბილისი
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

გსურთ გაემგზავროთ პრაღა თბილისი ს მიმართულებით, მაგრამ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ ავიაბილეთების დასაჯავშნად? მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

პრაღა თბილისი

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს პრაღა თბილისი ს მიმართულებით?

პრაღა თბილისი ს მიმართულებით რეისების მრავალფეროვანი არჩევანია. პრაღადან თბილისში მოხვედრა ტრანზიტული რეისებით არის შესაძლებელი. ასეთ რეისებს ძირითადად თურქული ავიაკომპანიები გვთავაზობენ.

Pegasus Airlines – ი პრაღიდან თბილისის მიმართულებით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს რეისებს. გოქჩენში რამდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ თბილისის აეროპორტიში აღმოჩნდებით აღმოჩნდებით.

Turlish Airlines – იც სტამბოლში, თუმცა ახალ აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს რეისებს და საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას და ხარისხიან მომსახურებს გვთავაზობს.

ტრანზიტულ რეისებს გვთავაზობს, ასევე, უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines – ი, რომელიც კიევის ბორისპოლის აეროპორტში გადაჯდომით გაგამგზავრებთ პრაღადან თბილისში.

LOT Polish Airlines – ი კი რამდენიმე საათით ვარშავის აეროპორტში დაგაყოვნებთ, შემდეგ კი თბილისში გამოფრინდებით.

რომელი ავიაკომპანია გვთავაზობს ყველაზე იაფ ავიაბილეთებს პრაღიდან თბილისის მიმართულებით?

პრაღა თბილისი ს საჰაერო ხაზზე ყველაზე იაფ ავიაბილეთებს ავიაკომპანია Pegasus Airlines – ი გვთავაზობს.

როგორ შევიძნოთ იაფი ავიაბილეთები პრაღა თბილისი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

პრაღა თბილისის იაფი ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

პრაღა თბილისი — პირდაპირი ფრენები და გადაჯდომის ვარიანტები

ამჟამად პრაღასა და თბილისს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენა არ სრულდება. წარსულში ამ მიმართულებით დაფრინავდნენ Georgian Airways, Wizz Air და Eurowings, დღეს კი მგზავრობა მხოლოდ გადაჯდომითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ავიაბილეთის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები ხდება საგადაჯდომი ქალაქი, აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა და ბარგის პირობები.

ყველაზე პოპულარული საგადაჯდომი ქალაქები

  • სტამბოლი — Turkish Airlines და AJet; დღის განმავლობაში ყველაზე ხშირი კავშირები.
  • სტამბოლი, საბიჰა გოქჩენი — Pegasus Airlines; როგორც წესი, ყველაზე ხელმისაწვდომი ტარიფები.
  • ვენა — Austrian Airlines; ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვარიანტი, მთლიანი მგზავრობა დაახლოებით 4 საათი.
  • ვარშავა — LOT Polish Airlines.
  • მიუნხენი და ფრანკფურტი — Lufthansa, ფრანკფურტიდან ასევე Condor.
  • ბელგრადი — Air Serbia.
  • ათენი — Aegean Airlines და Sky Express.
  • ერევანი — Wizz Air, Georgian Airways და FlyOne Armenia.

გაითვალისწინეთ, რომ კიევზე გამავალი ტრანზიტული რეისები ამჟამად არ სრულდება, ამიტომ დაჯავშნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ მოქმედი განრიგი.

რამდენ ხანს გრძელდება მგზავრობა?

პრაღა თბილისის მიმართულებით ერთგადაჯდომიანი რეისები, როგორც წესი, 4-დან 8 საათამდე გრძელდება — ეს დამოკიდებულია საგადაჯდომ ქალაქსა და აეროპორტში მოცდის დროზე. ყველაზე მოკლე ვარიანტები ვენასა და ერევანზე გადის, ყველაზე იაფი კი — სტამბოლზე, სამაგიეროდ შედარებით გრძელი მოცდით.

თბილისი პრაღას დროში უსწრებს (ზაფხულში 2 საათით, ზამთარში 3 საათით), ამიტომ მარშრუტის დაგეგმვისას ყურადღება მიაქციეთ ჩასვლის ადგილობრივ დროს.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი აეროპორტებია მარშრუტზე?

პრაღაში — ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო აეროპორტი (PRG), თბილისში კი — თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (TBS). ორივე აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20-30 წუთის სავალზეა.

სჭირდება თუ არა ქართველ მოქალაქეს ვიზა ჩეხეთში?

ჩეხეთი შენგენის სივრცის წევრია. საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს შენგენის ზონაში ყოველ 180 დღეში 90 დღემდე უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ. ვინაიდან შესვლის წესები პერიოდულად ახლდება, გამგზავრებამდე გადაამოწმეთ მოქმედი რეგულაციები.

დამჭირდება თუ არა სატრანზიტო ვიზა?

ვენაზე, ვარშავაზე, მიუნხენსა და ფრანკფურტზე გადაჯდომა შენგენის სივრცის შიგნით ხდება, ამიტომ დამატებითი სატრანზიტო ვიზა საჭირო არ არის. სტამბოლში, ერევანსა და ბელგრადში გადაჯდომისას ქართველ მოქალაქეებს ცალკე სატრანზიტო ვიზა ასევე არ სჭირდებათ.

როდის ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

ამ მიმართულებით ფასები ყველაზე მაღალია ზაფხულის თვეებში და საახალწლო პერიოდში. შედარებით იაფი ავიაბილეთების მოძებნა გაზაფხულზე და შემოდგომის მეორე ნახევარში ხერხდება. დაჯავშნა სასურველია გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბარგსა და გადაჯდომაზე?

ლოუქოსტ ავიაკომპანიების ტარიფებში ხშირად მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგია ჩართული, ჩასაბარებელი ჩემოდანი კი დამატებით ფასიანია. თუ მარშრუტი ორი ცალკეული ავიაბილეთითაა აწყობილი, ბარგი საგადაჯდომ ქალაქში შესაძლოა თავად წაიღოთ და ხელახლა ჩააბაროთ — ასეთ შემთხვევაში დაგეგმეთ მინიმუმ 3 საათიანი მოცდა.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge