ქუთაისი ვალეტა ავიაბილეთები kutaisi valeta

kutaisi valeta

ვალეტა არის მალტას დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქი. ის გამოირჩევა მრავალი ისეთი შენობით, რომელთაც მკვეთრად გამოხატული ბაროკოს ხასიათი გააჩნიათ.

kutaisi valetaმიუხედავად მცირე ზომისა, ვალეტა სავსეა ისტორიული მნიშვნელობის ადგილებით და მე-16 საუკუნით დათარიღებული შენობა-ნაგებობებით. ქალაქის ქუჩებში სეირნობისას შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ უზარმაზარ ღია ცის ქვეშ მუზეუმში იმყოფებით. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ვალეტა, მთლიანადაა შეტანილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, 1980 წლიდან, მისი ისტორიული და კულტურული ღირებულებით.

ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისი ვალეტა -ს მიმართულებით და აღმოაჩინეთ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი ევროპაში!

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ვალეტა – მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტიდან ვალეტას მიმართულებით ამ ეტაპზე პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. რაც შეეხება აწყობილ რეისებს, მხოლოდ ერთი გადაჯდომით ფრენებს ავიაკომპანია ვიზეარი გვთავაზობს.

ქუთაისიდან wizzair ge -ით ჯერ კატოვიცაში, იქედან კი პირდაპირ მალტას საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავრებით. vizz air -ს რეისის აწყობა ვარშავას გავლითაც შეგიძლიათ.

ასევე ერთი გადაჯდომით ფრენის აწყობა შესაძლებელია შემდეგნაირად: ქუთაისიდან wizz air -ით ვენის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავროთ, იქედან კი ფრენას ავიაკომპანია Air Malta -ს რეისით განაგრძობთ, რომელიც პირდაპირ დანიშნულების ადგილზე მოგახვედრებთ.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ვალეტამდე?

ზოგადად, არაპირდაპირი რეისების შემთხვევაში, ფრენის სრული ხანგრძლივობა ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დროსა და ავიაკომპანიაზე გამოკიდებული. აღნიშნულ რეისზე, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 9-10 საათს მოიცავს.

 

თუ kutaisi valeta -ს მიმართულებით გეგმავთ გამგზავრებას, აი რა უნდა იცოდეთ მალტას ულამაზესი დედაქალაქის შესახებ.

გარდა იმისა, რომ ვალეტა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქია, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალაქიცაა, რომელიც 450 წლის წინ დაარსდა. ქალაქი აშენდა წმინდა იოანეს ორდენის რაინდების მიერ (ასევე ცნობილი როგორც მალტის რაინდები)

ვალეტაში ბევრი რამ არის სანახავი და თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გაატაროთ რამდენიმე დღე ქალაქის შესასწავლად, მოწყენის გარეშე.

5 ყველაზე საინტერესო ადგილი ვალეტაში:

valletta

  1. Upper Barrakka Gardens არის პოპულარული, მაგრამ მშვიდი ადგილი ვალეტას სამხრეთ ნაწილში, გრანდ ჰარბორის – დიდი ნავსადგურის შესანიშნავი ხედებით.  ეს შესანიშნავი ადგილია ყავის დასალევად და საჭმელად.
  2. City Gate ვალეტას მთავარი შესასვლელი მდებარეობს ქალაქის სამხრეთ ნაწილში, რომელიც პირდაპირ რესპუბლიკის ქუჩაზე – ქალაქის მთავარ ქუჩაზე მიგიყვანთ. მას შემდეგ, რაც გადაკვეთთ საფეხმავლო ხიდს, მაშინვე შეძლებთ ვალეტას დანახვას. მარჯვენა მხარეს შენიშნავთ თანამედროვე პარლამენტის შენობას, მარცხნივ კი დიდებულ ძველ შენობებს და სამეფო ოპერის თეატრის ნანგრევებს.
  3. the Church of Our Lady of Victories – ვალეტას საძირკველი ღვთისმშობლის გამარჯვების ეკლესიის ადგილზე ჩაეყარა, რომელიც ვაჭრების ქუჩის სამხრეთით მდებარეობს. მე-16 საუკუნის ეს პატარა ეკლესია პირველი შენობა იყო, რომელიც ვალეტაში აშენდა და მიუხედავად ნაგებობის მცირე ზომისა, იგი გამოირჩვა შთამბეჭდავი ფერწერით.
  4. Merchants Street – ვაჭრების ქუჩა ვალეტას ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და საინტერესო ქუჩაა და კარგი საწყისი წერტილია ქუჩების შესასწავლად, ეკლესიებითა და თავისებური პატარა მაღაზიებითა თუ კაფეებით.
  5. St. Elmo Bridge – თუ არ გეშინიათ „უჩვეულო ბილიკების“ შესწავლის, ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრიდან გზის გასწვრივ არის რამდენიმე საფეხური, რომელიც წმინდა ელმო ბრაიქვატერის ხიდამდე მიგიყვანთ, საიდანაც იშლება Grand Harbour-ის შესანიშნავი ხედები.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ვალეტა -ს მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ქუთაისიდან ვალეტას მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge