ქუთაისი ანტალია ავიაბილეთები kutaisi antalia

kutaisi antalia
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

ანტალია არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის პოპულარული ტურისტული ადგილი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებით, უძველესი ნანგრევებითა და ცოცხალი ღამის ცხოვრებით და გთავაზობთ ისტორიის, კულტურისა და ბუნებრივი სილამაზის უნიკალურ ნაზავს

kutaisi antalia

ანტალიაში ბევრი რამაა, რაც ნამდვილად გახდის თქვენს მოგზაურობას ღირებულსა და საინტერესოს. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისი ანტალია -ს მიმართულებით და აღმოაჩინეთ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისიდან ანტალიის მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტი –დან პირდაპირი ფრენები ანტალიის მიმართულებით ამ ეტაპისათვის არ ხორცილედება, თუმცა მხოლოდ ერთი გადაჯდომით, თქვენ მარტივად შეძლებთ დანიშნულების ადგილზე მოხვედრას.

აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია Pegasus -ის რეისებით შეძლებთ გამგზავრებას, რომელიც სტამბოლის გავლით მოგახვედრებთ ანტალიაში.

რამდენია ქუთაისი ანტალია ფრენის ხანგრძლივობა ?

რეისზე – ქუთაისი ანტალია ფრენის დრო განსხვავებულია. ვინაიდან რეისები გადაჯდომით ხორციელდება, შესაბამისად, ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის პერიოდზე.

ქუთაისიდან სტამბოლამდე ფრენას 2სთ და 10წთ სჭირდება, ხოლო სტამბოლიდან ანტალიამდე კი – 1სთ და 15 წთ, რასაც დაემატება აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა.

ქუთაისი ანტალია ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 ნოემბერი 202614 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 977 -დან
27 ნოემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 705 -დან
15 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 555 -დან
5 ივნისი 202710 ივნისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 572 -დან

 

თუ kutaisi antalia -ს მიმართულებით გეგმავთ გამგზავრებას, გაიგეთ რისი მონახულება შეგიძლიათ თურქეთის ამ მშვენიერ მხარეში.

ანტალიის მონახულება ნამდვილად ღირს მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას. პლაჟებიდან დაწყებული უძველესი ნანგრევებითა და მდიდარი კულტურით დამთავრებული, ამ საკურორტო და საპორტო ქალაქს, ყველასთვის აქვს საინტერესო აქტივობები, რათა გაატარონ სასიამოვნო დრო.

ანტალია

  • ძველი ქალაქი

აუცილებლად უნდა ნახოთ ძველი ქალაქი (კალეიჩი), თავისი ვიწრო მიხვეულ-მოხვეული ქუჩებითა და ისტორიული შენობებით, სადაც შთამბეჭდავ ადგილობრივ კაფეში ფინჯანი თურქული ჩაის დალევისას, თქვენ აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ძველი რომაული, ბიზანტიური და ოსმალეთის არქიტექტურული გავლენები.

  • პლაჟები

ანტალიიის ლამაზი პლაჟები გთავაზობთ როგორც ქვიშიან, ასევე კენჭიან ვარიანტებს. Konyaaltı Beach და Lara Beach არის ორი ცნობილი ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაირუჯოთ მზეზე ან სცადოთ თქვენი ძალები წყლის სხვადასხვა სპორტში.

თუ უფრო იზოლირებულ გარემოს ანიჭებთ უპირატესობას, ახლომდებარე კაპუტასი და ოლიმპოს პლაჟები უფრო მშვიდ ატმოსფეროს გვთავაზობენ.

  • ისტორიული ადგილები

თავგადასავლების მოყვარულთათვის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ასპენდოსის უძველესი ნანგრევები, მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული რომაული თეატრი, ან გაემგზავროთ ერთდღიანი მოგზაურობით თვალწარმტაცი პამუკალესა და იერაპოლისში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლები ადვილად მისადგომია ანტალიიდან და დაუვიწყარი ექსკურსიებისთვის.

  • სამზარეულო

დღის სასიამოვნოდ დასასრულებლად, ადგილობრივი სამზარეულო აუცილებლად მოგხიბლავთ. დააგემოვნეთ უგემრიელესი ქაბაბები, სურნელოვანი მეზები და ტკბილი ბაქლავა, რომლებსაც შეხვდებიტ სხვადასხვა რესტორნებში და ქუჩის დახლებზე.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ანტალიის მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ქუთაისიდან ალტალიას მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.

ქუთაისი ანტალია – მთავარი ინფორმაცია მოკლედ

  • გამგზავრების აეროპორტი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „დავით აღმაშენებელი“ (KUT).
  • დანიშნულების აეროპორტი: ანტალიის საერთაშორისო აეროპორტი (AYT).
  • რეისის ტიპი: ერთი გადაჯდომით, ყველაზე ხშირად სტამბოლის გავლით.
  • წმინდა საფრენი დრო: დაახლოებით 3 საათი და 25 წუთი, გადაჯდომაზე მოცდის გარეშე.
  • დროის სხვაობა: თურქეთში საათი საქართველოს დროზე 1 საათით უკანაა.

რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში გასამგზავრებლად?

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. საქართველოსა და თურქეთს შორის მოქმედი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია როგორც მოქმედი პასპორტით, ისე პირადობის მოწმობით. გამგზავრებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი დოკუმენტი ვადაგასული არ არის.

გაითვალისწინეთ, რომ სტამბოლის გავლით მგზავრობისას საპასპორტო კონტროლს სტამბოლის აეროპორტში გაივლით, რადგან სტამბოლი–ანტალიის მონაკვეთი შიდა რეისია. ამიტომ აირჩიეთ ისეთი რეისი, სადაც გადაჯდომისთვის საკმარისი დრო გაქვთ (სასურველია, არანაკლებ 1,5–2 საათი), ხოლო ბარგის გადატანის წესები წინასწარ გადაამოწმეთ ავიაკომპანიასთან.

როდის ჯობია ანტალიაში გამგზავრება?

  • მაისი–ოქტომბერი – საცურაო სეზონი. ზღვა თბილია, თუმცა ივლისსა და აგვისტოში ძალიან ცხელა და ბილეთებიც უფრო ძვირია.
  • აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი – სასიამოვნო ამინდი, ნაკლები ტურისტი და, როგორც წესი, უფრო ხელსაყრელი ფასები.
  • ზამთარი – რბილი კლიმატი, რომელიც კარგია ქალაქისა და ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად, თუმცა ზღვაში ბანაობისთვის ცივა.

როგორ მივიდეთ ანტალიის აეროპორტიდან ქალაქში?

ანტალიის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 13 კილომეტრშია. ცენტრამდე მისვლა შეგიძლიათ ტრამვაით (AntRay), ქალაქის ავტობუსით ან ტაქსით. თუ კურორტზე – მაგალითად, კემერში, ბელეკში, სიდეში ან ალანიაში – ცხოვრობთ, ყველაზე მოსახერხებელი წინასწარ დაჯავშნილი ტრანსფერია.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი რეისი ქუთაისიდან ანტალიაში?
რეგულარული პირდაპირი რეისი ამ მიმართულებით ამ ეტაპზე არ სრულდება, ამიტომ ყველაზე პოპულარული ვარიანტი სტამბოლის გავლით მგზავრობაა. აქტუალური რეისები და ფასები ჩვენს საძიებო სისტემაში შეგიძლიათ ნახოთ.

რამდენ ხანს გრძელდება მგზავრობა?
წმინდა საფრენი დრო დაახლოებით 3,5 საათია, მაგრამ მთლიანი ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტამბოლში მოცდის დროზე.

რა ღირს ქუთაისი ანტალიის ავიაბილეთი?
ფასი დამოკიდებულია სეზონზე, თარიღზე და იმაზე, რამდენად ადრე ყიდულობთ ბილეთს. ყველაზე იაფ ვარიანტებს ყოველი დღისთვის ზემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ.

საჭიროა თუ არა ვიზა?
არა, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ვიზა არ სჭირდებათ.

არის თუ არა სხვა ალტერნატივა?
დიახ, ფასების შესადარებლად შეამოწმეთ თბილისიდან და ბათუმიდან გამავალი რეისებიც – ზოგჯერ მათი ფასი და განრიგი უფრო ხელსაყრელია.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge