პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები იწყება

ფრენების განახალება
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით”, — განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნებს პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ფრენები 100%-ით, როგორც სხვა წლებში იყო, შეიძლება არ აღდგეს.

“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნებს აქვს გარკვეული შეზღუდვები. სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია და მისი მეორე ტალღა. ადამიანები ერიდებიან ფრენებს თუკი არ არის მაღალი აუცილებლობა. მოთხოვნა საჰაერო გადაყვანაზე არის შემცირებული და კომპანიები თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გადაწყვეტენ ამ საკითხს”, — განაცხადა მან.

თურნავამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ შეზღუდვა ნოტამი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ფრენების და ავიაბილეთების თავისუფლად გაყიდვის აკრძალვას გულისხმობდა, უქმდება. თუმცა მისი განმარტებით, ამ ჩვეულებრივ რეჟიმს ყოველთვის ახლავს “ტექნიკური შეთანხმება სიხშირეებზე”. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იმსჯელებენ, რა პირობით შეძლებენ ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რესტორნები და კაფეები დაკეტილია და შეზღუდვები ისევ მოქმედებს, ქვეყანა შეძლებს, პირველ ტურისტებს ამ პირობებშიც უმასპინძლოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თუნდაც მარტში, საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ვიზიტორებისთვის, ამიტომ პირველი ნაბიჯი ფრენების აღდგენაა.

“ესეც ხომ მნიშვნელოვანია — ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და ინფიცირება, სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ ადამიანები დასასვენებლად. ამიტომ ვირჩევთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმითი, რომ ფრენები აღდგება. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით. ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ და იფრინონ. ეს არის პირველი ნაბიჯი”, — განაცხადა მან.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი5 ნოემბერი 20268 ნოემბერი 2026Tickets from 229
მილანი6 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Tickets from 233
ანთალია28 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 2026Tickets from 240
ჟენევა1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 2026Tickets from 263
ერევანი16 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 2026Tickets from 272
სოჭი31 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Tickets from 300
ანკარა3 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Tickets from 352
ვარშავა20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026Tickets from 353
მინვოდი12 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026Tickets from 365
ბარსელონა10 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Tickets from 420
ათენი21 იანვარი 202724 იანვარი 2027Tickets from 421
ლონდონი5 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Tickets from 437
კრასნოდარი30 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Tickets from 441
პალმა17 აგვისტო 202724 აგვისტო 2027Tickets from 453
ბრიუსელი7 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Tickets from 454
კიშინიოვი28 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Tickets from 459
ბერლინი1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Tickets from 459
ბუქარესტი6 აპრილი 202710 აპრილი 2027Tickets from 460
კიოლნი19 სექტემბერი 20265 ოქტომბერი 2026Tickets from 462
სტოკჰოლმი15 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Tickets from 470
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge