პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები იწყება

ფრენების განახალება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით”, — განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნებს პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ფრენები 100%-ით, როგორც სხვა წლებში იყო, შეიძლება არ აღდგეს.

“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნებს აქვს გარკვეული შეზღუდვები. სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია და მისი მეორე ტალღა. ადამიანები ერიდებიან ფრენებს თუკი არ არის მაღალი აუცილებლობა. მოთხოვნა საჰაერო გადაყვანაზე არის შემცირებული და კომპანიები თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გადაწყვეტენ ამ საკითხს”, — განაცხადა მან.

თურნავამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ შეზღუდვა ნოტამი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ფრენების და ავიაბილეთების თავისუფლად გაყიდვის აკრძალვას გულისხმობდა, უქმდება. თუმცა მისი განმარტებით, ამ ჩვეულებრივ რეჟიმს ყოველთვის ახლავს “ტექნიკური შეთანხმება სიხშირეებზე”. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იმსჯელებენ, რა პირობით შეძლებენ ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რესტორნები და კაფეები დაკეტილია და შეზღუდვები ისევ მოქმედებს, ქვეყანა შეძლებს, პირველ ტურისტებს ამ პირობებშიც უმასპინძლოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თუნდაც მარტში, საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ვიზიტორებისთვის, ამიტომ პირველი ნაბიჯი ფრენების აღდგენაა.

“ესეც ხომ მნიშვნელოვანია — ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და ინფიცირება, სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ ადამიანები დასასვენებლად. ამიტომ ვირჩევთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმითი, რომ ფრენები აღდგება. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით. ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ და იფრინონ. ეს არის პირველი ნაბიჯი”, — განაცხადა მან.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ბაქო25 თებერვალი 20262 მარტი 2026Tickets from 197
სტამბოლი21 იანვარი 202622 იანვარი 2026Tickets from 222
ჟენევა28 იანვარი 20264 თებერვალი 2026Tickets from 263
ერევანი9 იანვარი 202614 იანვარი 2026Tickets from 271
ანკარა2 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Tickets from 272
მილანი4 თებერვალი 202611 თებერვალი 2026Tickets from 293
სოჭი9 თებერვალი 202611 თებერვალი 2026Tickets from 308
მინვოდი17 იანვარი 202618 იანვარი 2026Tickets from 313
იზმირი19 თებერვალი 202622 თებერვალი 2026Tickets from 323
ანტალია4 თებერვალი 202621 თებერვალი 2026Tickets from 324
ბოდრუმი21 იანვარი 202623 იანვარი 2026Tickets from 325
ლონდონი3 თებერვალი 202610 თებერვალი 2026Tickets from 337
დალამანი21 მარტი 202629 მარტი 2026Tickets from 383
სოფია28 იანვარი 202610 თებერვალი 2026Tickets from 383
ათენი29 იანვარი 20262 თებერვალი 2026Tickets from 395
ნიკოსია29 იანვარი 20266 თებერვალი 2026Tickets from 396
სარაევო5 მარტი 20269 მარტი 2026Tickets from 419
მადრიდი8 თებერვალი 202618 თებერვალი 2026Tickets from 419
ბაზელი5 თებერვალი 20266 მარტი 2026Tickets from 436
კოპენჰაგენი19 იანვარი 202625 იანვარი 2026Tickets from 439
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge