ბათუმი ასტანა ავიაბილეთები / batumi astana

batumi astana

ასტანა, ახლა უკვე ნურ-სულთანი, თავისი ფუტურისტული და უნიკალური არქიტექტურული შედევრებით, ნელ-ნელა საკმაოდ პოლულარული მიმართულება ხდება. ყაზახეთის დედაქალაქი ცნობილია თავისი სიურეალისტური სივრცეებით, რომელიც შთამბეჭდავი არქიტექტურისა და ყაზახური ნიჭის ნაზავია.

ასტანაში უამრავი რამის ნახვა და დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი. თუ შეიძიენთ ავიაბილეთებს ბათუმი ასტანა -ს მიმართულებით, ნამდვილად არ ინანებს. ფრენები ყველაზე იაფად რომ დაგეგმოთ, გაეცანით სტატიას და მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც გაგიმარტივებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიძიოთ ავიარეისები და დაჯავშნოთ ფრენა ბიუჯეტურად.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ბათუმი ასტანა – მიმართულებით?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან ასტანას მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines -ი 2024 წლის 8 ივნისიდან შემოგვთავაზებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით – სამშაბათ და ხუთშაბათ დღეს განხორციელდება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთი გადაჯდომით რეისებით, რომელსაც თურქული ავიაკომპანიები პეგასუსი და Turkish airlines -ი ასრულებენ. ფრენები ხორციელდება სტამბოლის გავლით და სულ რამდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ თქვენ დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდებით.

რამდენია ფრენის დრო ბათუმი ასტანა -ს რეისზე?

პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა ბათუმისა და ასტანას აეროპორტებს შორის მხოლოდ 3სთ და 10წთ -ია. ხოლო არაპირდაპირი რეისების შემთხვევაში, ფრენის სრული დრო დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობაზე.

ბათუმი ასტანა ავიბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 მაისი 20243 მაისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 344 -დან
3 მაისი 20246 მაისი 20241 ᲒაჩერებაAzimutავიაბილეთები 1 476 -დან
10 მაისი 202411 მაისი 20241 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 800 -დან
22 მაისი 202431 მაისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 559 -დან
28 მაისი 20249 ივნისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 482 -დან
3 ივნისი 20246 ივნისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 181 -დან
4 ივნისი 202410 ივნისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 411 -დან
7 ივნისი 202411 ივნისი 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 195 -დან
10 ივნისი 202412 ივნისი 20241 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 1 506 -დან
15 ივნისი 202420 ივნისი 2024პირდაპირიSCATავიაბილეთები 2 886 -დან
20 ივნისი 202418 ივლისი 2024პირდაპირიSCATავიაბილეთები 1 156 -დან
22 ივნისი 202429 ივნისი 20241 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 1 598 -დან
24 ივნისი 202425 ივნისი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 399 -დან
27 ივნისი 202427 ივნისი 20241 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 484 -დან
5 ივლისი 20248 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 2 400 -დან
12 ივლისი 202415 ივლისი 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 207 -დან
15 ივლისი 202419 ივლისი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 600 -დან
16 ივლისი 202423 ივლისი 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 286 -დან
20 ივლისი 202410 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 284 -დან

თუ გეგმავთ გაემგზავროთ batumi astana  -ს მიმართულებით, გაიგეთ რისი მონახულება შეგიძლიათ ყაზახეთის ამ საინტერესო ქალაქში.

  • ბაიტერეკის კოშკი

ასტანას ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნაგებობაა Baiterek Tower-ი, დამოუკიდებლობის ფუტურისტული კოშკი. იგი წარმოაადგენს მითოლოგიურ სიცოცხლის ხეს და სიმბოლოა ყაზახი ხალხის მისწრაფებებისა და მომავლის. მდებარეობს ქალაქის ცენტრში და გარშემორტყმული ლამაზი პარკითა და რამდენიმე შადრევნით. თავად კოშკი 105 მეტრის სიმაღლისაა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ხედებით, ასევე ეწვიოთ მასში მდებარე რესტორანს და დაათვალიეროთ მცირე გალერეა.

  • ნურჟოლის ბულვარი

თუ გიყვართ ფეხით სიარული, ქალაქში ყოფნისას დრო შეგიძლიათ ნურჟოლ ბულვარზე გაატაროთ. აქ ნახავთ ულამაზეს ფართო მოედანს ფერადი ყვავილებითა და შთამბეჭდავი შადრევნებით. პარკი ღამითაც ძალიან ცოცხალია და უამრავი ადამიანი მოძრაობს იქ, თანც ღამით ყველა შენობა და შადრევანი საოცრად ლამაზია და ჯადოსნურ სანახაობას ქმნის.

  • ხან შატირი

პრეზიდენტის სასახლის მოპირდაპირედ ბულვარის მეორე ბოლოში ნახავთ ხან შატირს, კარვის ფორმის ყველაზე დიდ ნაგებობას მსოფლიოში, რომელიც უზარმაზარ სავაჭრო კომპლექსს წარმოადგენს! ამ ნაგებობის დიზაინი გამჭვირვალე კარავს წააგავს, რადგან გამჭვირვალე მასალა, რომლითაც ეს ნაგებობაა აშენებული, ბუნებრივ შუქს საშუალებას აძლევს ინტერიერში შეაღწიოს და გაანათოს შიდა სივრცე.

ეს ადგილი ასევე მოიცავს რეკრეაციულ სივრცეს სახელწოდებით “პლაჟი”, რომელიც ქვიშიან დიდ ხელოვნურ პლაჟს წარმოადგენს, პალმებითა და შესაბამისი ტემპერატურით. ეს სანაპირო ზონა საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ, იბანაოთ და ისიამოვნოთ წყლის აქტივობებით, გარე ამინდის პირობების მიუხედავად.

  • ნურ ასტანას მეჩეთი

ხან შატირთანა ხლოს, ასევე ნახავთ ნურ ასტანას მეჩეთს, რომლეიც გამოირჩევა უნიკალური თანამედროვე არქიტექტურული სტილით – მოოქროვილი გუმბათებითა და შთამბეჭდავი ფერადი ინტერიერით.

მეჩეთი აერთიანებს ტრადიციული ისლამური არქიტექტურის ელემენტებს თანამედროვე მახასიათებლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ტრადიციებისა და პროგრესის კონტრასტულ იდენტურობას.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან ასტანას მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge