თუ ეძებთ ავიაბილეთებს ანკარა თბილისი –ს მიმართულებით, გაეცანით სტატიას და გაიგეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ანკარა თბილისი ს მიმართულებით?
ანკარადან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით სრულდება როგორც პირდაპირი, ისე ტრანზიტული რეისები, რომელსაც თურქული ავიაკომპანიები გვთავაზობენ.
პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია პეგასუსი ახორციელებს, რომელიც სულ რაღაც 2 საათში ჩაგაფრენთ დანიშნულების ადგილზე.
რაც შეეხება ტრანზიტულ რეისებს, ავიაკომპანია Turkish Airlines -ი და SunExpress -ი ასრულებენ. თურქეთის ავიახაზები ფრენას სტამბოლის, ხოლო სანექსპრესი კი ანტალიის გავლით ახორციელებს.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ანკარადან თბილისამდე?
ankara tbilisi ს მიმართულებით პირდაპირი ფრენა, როგორც უკვე აღინიშნა, დაახლოებით 1სთ და 40წთ-ია. ერთი გადაჯდომით ფრენები კი დაახლოებით 6-7 საათი.
რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების ონლაინ შეძენისას ყურადღება მიაქციოთ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობას. თუ პირველად იმყოფებით ამა თუ იმ აეროპორტში, მოცდის დრო მინიმუმ 2-3 საათი უნდა იყოს, რომ თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ანკარა თბილისი ს მიმართულებით?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
- ფრენები დაგეგმე კვირის სამუშაო დღეებში.
- ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
- სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
- მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.
ჩვენი საძიებო სისტემის დახმარებით, ანკარა თბილისი -ს მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. მხოლოდ ირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, უთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ ყველა ავიაკომპანიისა და სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში მოუყარით თავი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი, თარიღებისა და ფასების მიხედვით.
ანკარა თბილისი: მარშრუტის მოკლე მიმოხილვა
- გამგზავრების აეროპორტი: ანკარის ესენბოღის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი ESB)
- ჩასვლის აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი TBS)
- მანძილი: დაახლოებით 1000 კილომეტრი
- პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი
- დროის სხვაობა: საქართველოში ანკარასთან შედარებით 1 საათით მეტია
ვინ ასრულებს პირდაპირ ფრენას ანკარადან თბილისში
ბოლო პერიოდში ანკარა თბილისი -ს მიმართულებით პირდაპირ რეისებს თურქული AJet-ი (ყოფილი AnadoluJet, Turkish Airlines-ის ჯგუფის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია) ასრულებს. ფრენები ყოველდღიური არ არის და ძირითადად ღამის საათებში სრულდება, შესაბამისად თბილისში ჩასვლის დროც ადრეული დილაა — აეროპორტიდან ტრანსფერზე ჯობია წინასწარ იზრუნოთ.
თუ პირდაპირი რეისის დღეები თქვენს თარიღებს არ ემთხვევა, რჩება ტრანზიტული ვარიანტები: Turkish Airlines სტამბოლის (IST), ხოლო Pegasus და AJet საბიჰა გოქჩენის (SAW) აეროპორტის გავლით.
გაითვალისწინეთ: ავიაკომპანიების განრიგი სეზონურად იცვლება. დაჯავშნამდე კონკრეტული თარიღის რეისები გადაამოწმეთ ჩვენს საძიებო სისტემაში ან ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე.
ესენბოღის აეროპორტიდან ანკარის ცენტრამდე
ესენბოღის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 33 კილომეტრშია. ცენტრამდე მისვლის ძირითადი გზებია:
- Belkoair-ის საავიაციო ავტობუსი — დადის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს (Kızılay და ავტოსადგური AŞTİ) შორის; გზას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება, საცობების დროს კი მეტი.
- ტაქსი ან წინასწარ დაჯავშნილი ტრანსფერი — უფრო სწრაფი, თუმცა შესამჩნევად ძვირი ვარიანტი.
ღამის რეისზე გამგზავრებისას წინასწარ შეამოწმეთ ავტობუსის ბოლო გასვლის დრო.
თბილისის აეროპორტიდან ქალაქში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრშია.
- ავტობუსი №337 — აეროპორტიდან ავლაბრის მეტროს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით სადგურის მოედნამდე; გზაში დაახლოებით 45-55 წუთი. ანგარიშსწორება უნაღდოა — დაგჭირდებათ Metromoney-ს ბარათი ან უკონტაქტო საბანკო ბარათი.
- მატარებელი — აეროპორტსა და ცენტრალურ სადგურს შორის დღეში მხოლოდ რამდენიმე რეისი სრულდება, ამიტომ განრიგი წინასწარ შეადარეთ თქვენი ფრენის დროს.
- ტაქსი — ხელმისაწვდომია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მათ შორის ღამის რეისებზე.
დოკუმენტები და ბარგი
- საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ — გამგზავრება პირადობის ელექტრონული მოწმობითაც შეიძლება. უვიზო ყოფნის ვადა 180 დღის განმავლობაში 90 დღეა.
- თუ პასპორტით მოგზაურობთ, წინასწარ გადაამოწმეთ მისი მოქმედების ვადა.
- დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან ჩასაბარებელი ბარგი ხშირად ცალკე ფასიანი სერვისია, ხელბარგის ზომა და წონა კი ტარიფზეა დამოკიდებული — ეს პირობები ბილეთის შეძენამდე წაიკითხეთ.
- ბარგის დამატება წინასწარ, ონლაინ, თითქმის ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აეროპორტში.
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა პირდაპირი ფრენა ანკარადან თბილისში?
დიახ, მიმართულებაზე პირდაპირი რეისი სრულდება, თუმცა ყოველდღიური არ არის — კვირაში რამდენიმე დღეა ხელმისაწვდომი. დანარჩენ დღეებში რჩება ტრანზიტული ვარიანტები.
რამდენ ხანს გრძელდება ფრენა?
პირდაპირი ფრენა დაახლოებით 1 საათსა და 40 წუთს გრძელდება. ერთი გადაჯდომით მგზავრობა, გადაჯდომის ხანგრძლივობის მიხედვით, 6-9 საათამდე იზრდება.
რამდენი ხნით ადრე ჯობია ავიაბილეთის შეძენა?
ამ მიმართულებაზე ყველაზე ხელსაყრელი ფასები, როგორც წესი, გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრე გვხვდება. ბოლო კვირაში ნაყიდი ბილეთი თითქმის ყოველთვის ძვირია.
რომელია ფრენისთვის ყველაზე იაფი პერიოდი?
არასეზონური თვეები და სამუშაო დღეებში დაგეგმილი ფრენები ჩვეულებრივ უფრო იაფია, ვიდრე შაბათ-კვირისა და არდადეგების პერიოდი.
საჭიროა თუ არა ტრანზიტული ვიზა სტამბოლში გადაჯდომისას?
საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთი უვიზო მიმართულებაა, ამიტომ სტამბოლში გადაჯდომა დამატებით ვიზას არ საჭიროებს. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა წესები წინასწარ უნდა გადაამოწმონ.
შემიძლია მხოლოდ ხელბარგით გაფრენა?
დიახ. მოკლე, 2-3 დღიანი მოგზაურობისთვის ხელბარგი ხშირად საკმარისია და ბილეთის საერთო ფასსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. მხოლოდ წინასწარ შეამოწმეთ თქვენი ტარიფის ხელბარგის ნორმა.








