პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები იწყება

ფრენების განახალება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით”, — განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნებს პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ფრენები 100%-ით, როგორც სხვა წლებში იყო, შეიძლება არ აღდგეს.

“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნებს აქვს გარკვეული შეზღუდვები. სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია და მისი მეორე ტალღა. ადამიანები ერიდებიან ფრენებს თუკი არ არის მაღალი აუცილებლობა. მოთხოვნა საჰაერო გადაყვანაზე არის შემცირებული და კომპანიები თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გადაწყვეტენ ამ საკითხს”, — განაცხადა მან.

თურნავამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ შეზღუდვა ნოტამი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ფრენების და ავიაბილეთების თავისუფლად გაყიდვის აკრძალვას გულისხმობდა, უქმდება. თუმცა მისი განმარტებით, ამ ჩვეულებრივ რეჟიმს ყოველთვის ახლავს “ტექნიკური შეთანხმება სიხშირეებზე”. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იმსჯელებენ, რა პირობით შეძლებენ ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რესტორნები და კაფეები დაკეტილია და შეზღუდვები ისევ მოქმედებს, ქვეყანა შეძლებს, პირველ ტურისტებს ამ პირობებშიც უმასპინძლოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თუნდაც მარტში, საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ვიზიტორებისთვის, ამიტომ პირველი ნაბიჯი ფრენების აღდგენაა.

“ესეც ხომ მნიშვნელოვანია — ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და ინფიცირება, სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ ადამიანები დასასვენებლად. ამიტომ ვირჩევთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმითი, რომ ფრენები აღდგება. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით. ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ და იფრინონ. ეს არის პირველი ნაბიჯი”, — განაცხადა მან.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი3 თებერვალი 202616 თებერვალი 2026Tickets from 218
ბაქო20 თებერვალი 202624 თებერვალი 2026Tickets from 225
ანკარა21 თებერვალი 202622 თებერვალი 2026Tickets from 229
ჟენევა23 აპრილი 20264 მაისი 2026Tickets from 279
ერევანი20 მარტი 202627 მარტი 2026Tickets from 281
კიშინიოვი5 მარტი 202611 მარტი 2026Tickets from 287
მილანი18 თებერვალი 202622 თებერვალი 2026Tickets from 288
ანტალია19 თებერვალი 202623 თებერვალი 2026Tickets from 298
მერსინი5 მარტი 20267 მარტი 2026Tickets from 305
სოჭი18 მარტი 202623 მარტი 2026Tickets from 317
იზმირი4 მარტი 20268 მარტი 2026Tickets from 319
ლონდონი31 მარტი 202610 აპრილი 2026Tickets from 324
მინვოდი30 იანვარი 20264 თებერვალი 2026Tickets from 328
შტუტგარტი19 მარტი 202626 მარტი 2026Tickets from 331
დალამანი18 მარტი 202624 მარტი 2026Tickets from 339
ბოდრუმი12 მარტი 202616 მარტი 2026Tickets from 367
ნიკოსია26 თებერვალი 20263 მარტი 2026Tickets from 374
ლარნაკა6 მარტი 202613 მარტი 2026Tickets from 396
სარაევო2 თებერვალი 20263 თებერვალი 2026Tickets from 411
სოფია22 თებერვალი 202628 თებერვალი 2026Tickets from 423
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge