აზალ ავიახაზები AZAL Airlines

აზალი
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

azal georgia

ავიაკომპანია AZAL მას შემდეგ არსებობს, რაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1992 წლიდან მოყოლებული, ის ზრუნავს სერვისებისა და უსაფრთხოები განვითარებაზე, რის შედეგადაც, დღეს წამყვან ავიაკომპანიებს შორის ვხვდებით მის სახელს.

ავიაკომპანიის ქსელი მოიცავს 40 ლოკაციას და 25 ქვეყანას. 2016 წელს, აზერბაიჯანულმა ავიახაზებმა 2 მილიონზე მეტი გზავრი გადაიყვანეს დანიშნულების ადგილას, უსაფრთხოდ.

ავიაკმპანია AZAL არსებობის დღიდან ზრუნავს უსაფრთხოების განვითარებაზე. ის არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავიაციო ასოციაციის – IATA-ს წევრი. აგრეთვე, ის
სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის (ICAO) სტანდარტებს.
ავიაკოპანია აზალის შემადგენლობაშია 23 თვითმფრინავი, რომელთა საშუალო ასაკი 9.8
წელია.

თბილისი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 206 -დან
2 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 206 -დან
1 იანვარი 202711 იანვარი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 133 -დან
1 თებერვალი 20272 თებერვალი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 237 -დან
2 მარტი 20275 მარტი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 237 -დან
1 აპრილი 20276 აპრილი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 237 -დან
27 მაისი 202731 მაისი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 240 -დან
1 ივნისი 20272 ივნისი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 208 -დან
15 ივლისი 202718 ივლისი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 248 -დან
3 აგვისტო 20279 აგვისტო 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 248 -დან
16 სექტემბერი 202730 სექტემბერი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 208 -დან
13 ოქტომბერი 202714 ოქტომბერი 2027პირდაპირიაზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 208 -დან

 

ბარგი:

რეგისტრირებული ბარგის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს, როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. სალონში შესაძლებელია 10კგ-მდე ხელბარგის შეტანა, რომლის ზომებიც არ უნდა აღემატებოდეს 55x40x23 სმ-ს.

ტრანსპორტირების განსაკუთრებული შემთხვევები:

ავიაკომპანია AZAL -ის ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს მისი სერვისების
ხელმისაწვდომობა ყველასთვის წარმოადგენს.

azal

ბავშვები: სრულწლოვან პირთან ერთად, ფრენა შეუძლია 7 დღეზე მეტი ასაკის ბავშვს. 5 წლიდან ზევით ასაკის ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ფრენა და ასეთ შემთხვევაში ბილეთზე 25%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.

შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირები: AZAL-ის მომსახურე პერსონალი გადამზადებულია, ისე რომ ინფორმირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ. აგრეთვე, სამგზავრო სივრცე ადაპტირებულია მათ მოთხოვნილებებზე. თვითმფრინავში
დაიშვებიან ცხოველები, რომლებიც მგზავრებს ეხმარებიან.

ფეხმძიმე ქალები: აზალის ავიახაზები -თ სარგებლობა შეუძლიათ ქალებს, თუკი მათი მშობიარობიდან გასულია 7 ან მეტი დღე. ფეხმძიმობის შემთხვევაში ნაყოფი 32 კვირის ან მეტის უნდა იყოს, რათა ფრენამ უსაფთხოდ ჩაიაროს და მგზავრმა თავიდან აირიდოს ჯანმრთელობის პრობლემები.

AZAL-ის რეისები თბილისიდან ბაქოში

თბილისი–ბაქოს მიმართულება AZAL-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რეისია. ფრენა დაახლოებით ერთ საათს გრძელდება, ხოლო თვითმფრინავი ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში (GYD) ეშვება, რომელიც ავიაკომპანიის მთავარი ჰაბია. ბაქოდან AZAL-ის რეისებით, გადაჯდომით, შეგიძლიათ მოგზაურობა თურქეთის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქალაქებისკენ გააგრძელოთ.

რეისების სიხშირე და ფასები სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ ზუსტი განრიგი ყოველთვის ჯავშნის მომენტში გადაამოწმეთ. ზემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს თბილისი–ბაქოს ყველაზე იაფი ხელმისაწვდომი თარიღები.

ფლოტი და მომსახურება

AZAL-ის ფლოტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განახლდა. მოკლე და საშუალო მანძილის რეისებს ძირითადად Airbus A320 ოჯახის თვითმფრინავები, მათ შორის ახალი A320neo, ასრულებს, შორ მანძილზე კი Boeing 787 Dreamliner დაფრინავს. რეისების უმეტესობაზე ხელმისაწვდომია ეკონომ და ბიზნეს კლასი.

პრაქტიკული რჩევები მგზავრებისთვის

  • ონლაინ რეგისტრაცია: AZAL-ის ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაცია, როგორც წესი, ფრენამდე 48 საათით ადრე იხსნება. ასე აეროპორტში რიგში დგომას აარიდებთ თავს.
  • ტარიფი და ბარგი: ზოგიერთ მიმართულებაზე იყიდება ბილეთები რეგისტრირებული ბარგის გარეშე. ჯავშნისას ყურადღებით შეამოწმეთ, რა შედის თქვენს ტარიფში.
  • დამატებითი ბარგი: ზედმეტი ბარგის წინასწარ, ონლაინ შეძენა, ჩვეულებრივ, აეროპორტში გადახდაზე იაფი ჯდება.
  • აეროპორტში მისვლა: საერთაშორისო რეისზე აეროპორტში გამგზავრებამდე სულ მცირე 2–3 საათით ადრე მიდით.
  • ლოიალობის პროგრამა: ხშირი მფრინავებისთვის AZAL-ს აქვს პროგრამა AZAL Miles, რომლის საშუალებითაც ფრენებზე მილები გროვდება.

ხშირად დასმული კითხვები

სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს ვიზა აზერბაიჯანში?
არა, საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში ვიზის გარეშე შესვლა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, გამგზავრებამდე გადაამოწმეთ მოქმედი სასაზღვრო წესები.

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა თბილისიდან ბაქომდე?
პირდაპირი ფრენა დაახლოებით ერთ საათს გრძელდება.

რომელ აეროპორტში ჯდება AZAL-ის თვითმფრინავი ბაქოში?
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში (GYD), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.

როგორ ვიყიდო AZAL-ის ბილეთი საუკეთესო ფასად?
ბილეთი წინასწარ დაჯავშნეთ და თარიღების არჩევისას მოქნილი იყავით — კვირის შუა დღეებში ფასი ხშირად უფრო დაბალია. ვარიანტების შესარჩევად შეგიძლიათ ჩვენც დაგვიკავშირდეთ.

შეიძინეთ Azal -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge