ქუთაისი ანტალია ავიაბილეთები / kutaisi antalia

kutaisi antalia

ანტალია არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის პოპულარული ტურისტული ადგილი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებით, უძველესი ნანგრევებითა და ცოცხალი ღამის ცხოვრებით და გთავაზობთ ისტორიის, კულტურისა და ბუნებრივი სილამაზის უნიკალურ ნაზავს

ანტალიაში ბევრი რამაა, რაც ნამდვილად გახდის თქვენს მოგზაურობას ღირებულსა და საინტერესოს. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისი ანტალია -ს მიმართულებით და აღმოაჩინეთ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისიდან ანტალიი მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ანტალიის მიმართულებით ამ ეტაპისათვის არ ხორცილედება, თუმცა მხოლოდ ერთი გადაჯდომით, თქვენ მარტივად შეძლებთ დანიშნულების ადგილზე მოხვედრას.

აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია Pegasus -ის რეისებით შეძლებთ გამგზავრებას, რომელიც სტამბოლის გავლით მოგახვედრებთ ანტალიაში.

რამდენია ქუთაისი ანტალია ფრენის ხანგრძლივობა ?

რეისზე – ქუთაისი ანტალია ფრენის დრო განსხვავებულია. ვინაიდან რეისები გადაჯდომით ხორციელდება, შესაბამისად, ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის პერიოდზე.

ქუთაისიდან სტამბოლამდე ფრენას 2სთ და 10წთ სჭირდება, ხოლო სტამბოლიდან ანტალიამდე კი – 1სთ და 15 წთ, რასაც დაემატება აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა.

ქუთაისი ანტალია ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 მაისი 202418 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 676 -დან
14 მაისი 202420 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 669 -დან
30 მაისი 20244 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 767 -დან
5 ივნისი 202412 ივნისი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 983 -დან
6 ივნისი 202410 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 852 -დან
10 ივნისი 202415 ივნისი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 885 -დან
13 ივნისი 202421 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 023 -დან
25 ივნისი 20242 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 038 -დან
4 ივლისი 202411 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 332 -დან
8 აგვისტო 202418 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 404 -დან

 

თუ kutaisi antalia -ს მიმართულებით გეგმავთ გამგზავრებას, გაიგეთ რისი მონახულება შეგიძლიათ თურქეთის ამ მშვენიერ მხარეში.

ანტალიის მონახულება ნამდვილად ღირს მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას. პლაჟებიდან დაწყებული უძველესი ნანგრევებითა და მდიდარი კულტურით დამთავრებული, ამ საკურორტო და საპორტო ქალაქს, ყველასთვის აქვს საინტერესო აქტივობები, რათა გაატარონ სასიამოვნო დრო.

  • ძველი ქალაქი

აუცილებლად უნდა ნახოთ ძველი ქალაქი (კალეიჩი), თავისი ვიწრო მიხვეულ-მოხვეული ქუჩებითა და ისტორიული შენობებით, სადაც შთამბეჭდავ ადგილობრივ კაფეში ფინჯანი თურქული ჩაის დალევისას, თქვენ აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ძველი რომაული, ბიზანტიური და ოსმალეთის არქიტექტურული გავლენები.

  • პლაჟები

ანტალიიის ლამაზი პლაჟები გთავაზობთ როგორც ქვიშიან, ასევე კენჭიან ვარიანტებს. Konyaaltı Beach და Lara Beach არის ორი ცნობილი ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაირუჯოთ მზეზე ან სცადოთ თქვენი ძალები წყლის სხვადასხვა სპორტში.

თუ უფრო იზოლირებულ გარემოს ანიჭებთ უპირატესობას, ახლომდებარე კაპუტასი და ოლიმპოს პლაჟები უფრო მშვიდ ატმოსფეროს გვთავაზობენ.

  • ისტორიული ადგილები

თავგადასავლების მოყვარულთათვის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ასპენდოსის უძველესი ნანგრევები, მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული რომაული თეატრი, ან გაემგზავროთ ერთდღიანი მოგზაურობით თვალწარმტაცი პამუკალესა და იერაპოლისში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლები ადვილად მისადგომია ანტალიიდან და დაუვიწყარი ექსკურსიებისთვის.

  • სამზარეულო

დღის სასიამოვნოდ დასასრულებლად, ადგილობრივი სამზარეულო აუცილებლად მოგხიბლავთ. დააგემოვნეთ უგემრიელესი ქაბაბები, სურნელოვანი მეზები და ტკბილი ბაქლავა, რომლებსაც შეხვდებიტ სხვადასხვა რესტორნებში და ქუჩის დახლებზე.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ანტალიის მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ქუთაისიდან ალტალიას მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge