მარტის ბოლოდან Wizzair ქუთაისიდან 20 მიმართულებით ფრენებს ანახლებს

wizzair frenebs anaxlebs
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს აღადგენს დაბალბიუჯეტური უნგრული კომპანია Wizzair. ამის შესახებ მინისტრმა ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ წარუდგინა მედიას.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ Wizzair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო Wizzair-ს საქართველოში ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გაუქმებული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით სრულდება. პანდემიამდე კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იყო ბაზირებული და რამდენიმე ათეულ რეისს ასრულებდა.

მინისტრის თქმით, მარტში ყველა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა შესრულდება, ზაფხულში კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა17 მარტი 202724 მარტი 2027Tickets from 80
პოზნანი26 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Tickets from 136
სალონიკი21 დეკემბერი 20261 იანვარი 2027Tickets from 146
ბრატისლავა25 თებერვალი 20272 მარტი 2027Tickets from 160
ათენი18 იანვარი 202722 იანვარი 2027Tickets from 194
მილანი4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027Tickets from 210
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge