მარტის ბოლოდან Wizzair ქუთაისიდან 20 მიმართულებით ფრენებს ანახლებს

wizzair frenebs anaxlebs
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს აღადგენს დაბალბიუჯეტური უნგრული კომპანია Wizzair. ამის შესახებ მინისტრმა ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ წარუდგინა მედიას.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ Wizzair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო Wizzair-ს საქართველოში ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გაუქმებული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით სრულდება. პანდემიამდე კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იყო ბაზირებული და რამდენიმე ათეულ რეისს ასრულებდა.

მინისტრის თქმით, მარტში ყველა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა შესრულდება, ზაფხულში კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა25 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Tickets from 126
სალონიკი25 იანვარი 202731 იანვარი 2027Tickets from 157
ვარშავა31 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Tickets from 200
მილანი25 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Tickets from 203
პოზნანი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Tickets from 206
კატოვიცა27 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Tickets from 212
ვენეცია12 დეკემბერი 202619 დეკემბერი 2026Tickets from 220
ათენი4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Tickets from 233
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Tickets from 253
ბუდაპეშტი5 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Tickets from 261
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge