Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისის აეროპორტი / tbilisi airport

თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტი ქვეყნის მთავარ აეროპორტს წარმოადგენს. აეროპორტი დედაქალაქიდან მისი სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე, შოთა რუსთაველის სახელით არის ცნობილი, რომელიც 2015 წელს მიენიჭა. აეროპორტი 2005 წლიდან TAV Georgia – ს მმართველობის ქვეშ იმყოფება.

თბილისის აეროპორტი საქართველოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან აკავშირებს პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისებით. პირდაპირი რეისები გვაქვს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ათენი, პარიზი, ვარშავა, რიგა, ფრანკფურტი, დუსელდორფი, სტამბოლი, ერევანი, კიევი, მისნკი, ბაქო, დუბაი, თელ-ავივი, ქუვეითი, მიუნხენი, დოჰა და სხვ. ტრანზიტული რეისით მოხვედრა კი ნებისმიერ ქალაქში არის შესაძლებელი.

ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი26 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Tickets from 156
ალმათი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Tickets from 992
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Tickets from 699
ანკარა26 დეკემბერი 20264 იანვარი 2027Tickets from 309
ათენი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Tickets from 471
აბუ-დაბი10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027Tickets from 905
ანთალია20 ნოემბერი 202613 დეკემბერი 2026Tickets from 429
ბაჰრეინის კუნძული6 თებერვალი 202727 თებერვალი 2027Tickets from 1 431
ბაქო1 იანვარი 202711 იანვარი 2027Tickets from 383
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Tickets from 795
ბერლინი28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Tickets from 935
პეკინი23 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Tickets from 1 393
კიოლნი21 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Tickets from 626
შუმკენტი17 ნოემბერი 202610 დეკემბერი 2026Tickets from 784
დოხა4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027Tickets from 1 615

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები ოპერირებენ. Georgian Airways, Turkish Airlines, Pegasus Airlines, Qatar Airways, Fly Dubai, Lufthansa, AirFrance, airBaltic, Air Astana, Israir Airlines, LOT Polish Airlines, Aegean Airlines, SCAT Airlines, Ukraine International Airlines, Skyup Airlines – ეს იმ ავიაკომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თბილისის აეროპორტს მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებთან აკავშირებენ. აეროპორტში, ასევე, ოპერირებენ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Eurowings და Condor Airlines, რომლებიც გერმანული ავიაკომპანიებია.

2007 წელს აეროპორტში საკმაოდ მნიშვნელოვანი განახლებითი სამუშაოები ჩატარდა და აეროპორტმა სრულიად მოდერნიზებული სახე მიიღო. დაემატა ახალი ტერმინალი, პარკინგი, გაუმჯობესდა საფრენი ბილიკი.

აეროპორტი ყველაზე მეტ მგზავრს 2018 წელს მოემსახურა, რომელთა რაოდენობა 3,808,619 შეადგენდა.

Exit mobile version