ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ საწვავის ფასების ზრდის გამო 10 ევროს ღირებულების ბილეთები “რამდენიმე წლით” გაუქმდება.
BBC Radio 4’s Today-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში Ryanair-ის მგზავრობის საშუალო ფასი დაახლოებით 10 ევროთი გაიზრდება. 2027 წლისთვის კი დაახლოებით 50 ევროს მიაღწევს.
მიუხედავად საწვავის ფასების მკვეთრი ზრდისა, ო’ლირი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელთა რიცხვი სტაბილური დარჩება. ის თვლის, რომ მოგზაურები მასობრივად აირჩევენ იაფ ალტერნატივებს, როგორიცაა Ryanair და EasyJet.