Home Blog Page 3

ბინები დღიურად თბილისში – გზამკვლევი ტურისტებისთვის

თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია – თითოეულ უბანს საკუთარი ხასიათი, ენერგია და არქიტექტურა აქვს. სწორედ ამიტომ, ბინები დღიურად თბილისში ტურისტებს ცხოვრების განსხვავებულ რიტმს სთავაზობს.

მაგალითად, ვერა გამოირჩევა ძველი თბილისის ელეგანტურობითა და მშვიდი ქუჩებით, სადაც შენარჩუნებულია ისტორიული შენობების შარმი. ეს უბანი შესაფერისია მათთვის, ვინც სურს ქალაქის გულის ცემა ახლოდან იგრძნოს.

ვაკე – თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური უბანია. აქ ბინები დღიურად განსაკუთრებით პოპულარულია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ უბნის მთავარი უპირატესობა უსაფრთხოება, სისუფთავე და მწვანე ზონებთან სიახლოვეა. საბურთალო კი უფრო თანამედროვე გარემოს ქმნის – მრავალი სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ბევრისთვის ხშირად გადამწყვეტი ფაქტორები ხდება. 

იმ ტურისტებს, რომლებსაც ძველი ქალაქის ატმოსფერო იზიდავთ, განსაკუთრებულად მოსწონთ ძველი თბილისი. აქ მდებარე ზოგიერთი ბინიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება ნარიყალაზე, აბანოთუბანსა და მდინარე მტკვარზე. ეს უბნები შესაფერისია მათთვის, ვინც კულტურული მემკვიდრეობისა და თბილისის ღამის ცხოვრების სინთეზს ეძებს. 

ბინები დღიურად თბილისში – არჩევანი და მოლოდინები

თბილისში უძრავი ქონების დღიურად ქირაობის ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: უბნის მდებარეობაზე, ბინის ტიპსა და სეზონურ დატვირთვაზე. ტურისტულად აქტიურ პერიოდში, მაგალითად, ზაფხულში ან დღესასწაულების დროს,  ფასები, როგორც წესი, იზრდება, თუმცა არჩევანი მაინც მრავალფეროვანია. ქალაქი დამსვენებლებს სთავაზობს როგორც ბიუჯეტურ, ისე პრემიუმ კატეგორიის ბინებს, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებასა და სტილს ერგება.

ბინის არჩევისას არ კონცენტრირდეთ მხოლოდ ფასზე – ყურადღება უნდა მიექცეს, უბნის ხასიათსა და იმ ყოველდღიურ საჭიროებებს, რომლებიც მოგზაურობისას შეიძლება გაჩნდეს. თუ გსურთ ქალაქის ცენტრში ყოფნა, საუკეთესო არჩევანი იქნება რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე უბნები. აქ  ყველაფერი ის, რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ, ფეხით სავალ მანძილზეა: ისტორიული ადგილები, კაფეები, მუზეუმები და კულტურული სივრცეები.

ისინი კი, ვისაც უფრო მშვიდი და ბუნებასთან ახლოს მდებარე გარემო ურჩევნია, სასურველ აპარტამენტებს თბილისის გარეუბნებში შეხვდებიან. ამ უბნებში მდებარე ბინები გამოირჩევა მყუდრო ატმოსფეროთი, ნაკლები ხმაურითა და ხშირად უფრო ხელმისაწვდომი პირობებით. 

საბოლოოდ, ბინები დღიურად თბილისში გაძლევთ თავისუფლებას, რომ დასვენება თქვენს სტილს სრულად მოარგოთ, იქნება ეს ქალაქის შუაგულში ყოფნა ენერგიულ და კულტურულ გარემოში, თუ უფრო მშვიდი დღეები ქალაქის პერიფერიებში. ნებისმიერ შემთხვევაში,  თბილისი ყოველთვის გულთბილად გიმასპინძლებთ, რადგან აქ სტუმართმოყვარეობა არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ქალაქის განუყოფელი ნაწილია. 

უსაფრთხო დაჯავშნის რეკომენდაციები ტურისტებისთვის

ბინის დაჯავშნამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის წინასწარ გადამოწმება, რათა თავიდან აიცილოთ გაურკვევლობები და არასასურველი სიურპრიზები. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ განცხადების სიზუსტეს – არასაკმარისი ფოტოები, ბუნდოვანი აღწერა ან გაურკვეველი მისამართი შეიძლება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდეს.

დაჯავშნამდე რეკომენდებულია პირდაპირი კომუნიკაცია მესაკუთრესთან ან წარმომადგენელთან. ეს დაგეხმარებათ, რომ წინასწარ დააზუსტოთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი: ჩასვლისა და გასვლის დრო, დეპოზიტისა და კომუნალური გადასახადების პირობები, ასევე ჯავშნის გაუქმების პოლიტიკა. თუ გეგმავთ დისტანციურად მუშაობას, სასურველია წინასწარ გაიგოთ ინტერნეტის სიჩქარე და სტაბილურობა.

დაბინავებისას გონივრულია ბინის მდგომარეობის ვიზუალური დადასტურება – გადაიღეთ ფოტოები, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ დაზიანებების დაფიქსირება. ეს ნაბიჯები დაგეხმარებათ, რომ დეპოზიტის დაბრუნებისას თავიდან აირიდოთ გაუგებრობები და დაიცვათ თქვენი ინტერესები.

რატომ არის MyHome.ge საუკეთესო გადაწყვეტილება?

საქართველოში უძრავი ქონების მოსაძებნად ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პოპულარული პლატფორმაა MyHome.ge. საიტზე წარმოდგენილია ასობით განცხადება თბილისისა და ქვეყნის სხვა ქალაქების მასშტაბით, რაც ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად შეადარონ ფასები, მდებარეობა და პირობები.

ამ ვებგვერდზე მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას ბინის ზომის, ავეჯის, სამზარეულოს, პარკინგისა და ხედის შესახებ, რაც გადაწყვეტილების მიღებას ბევრად ამარტივებს.

ასე რომ, თუ გეგმავთ მოგზაურობას საქართველოში, MyHome.ge-ზე განთავსებული ბინები დღიურად თბილისში საუკეთესო გზაა თქვენთვის იდეალური საცხოვრებლის მოსაძებნად – იქნება ეს ძველი თბილისის გულში, ვერის ისტორიულ ქუჩებთან თუ ვაკის გამორჩეულ პარკთან ახლოს.

187,000 ევროიანი რეისი დუბლინიდან: ირლანდიამ 52 ქართველი, მათ შორის 7 ბავშვი, ქვეყნიდან გააძევა — რას აცხადებს მინისტრი?

3 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან საქართველოს მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც ქვეყნიდან 52 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, იძულებით გააძევეს.

ადგილობრივი მედია, ირლანდიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, აკონკრეტებს, რომ დეპორტირებულთა შორის 45 ზრდასრული (35 მამაკაცი და 10 ქალი) და 7 ბავშვი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა არასრულწლოვანი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

ამ სპეციალური ოპერაციისთვის დაქირავებული რეისი, რომელიც კომპანია Air Partner Ltd-მ უზრუნველყო, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, 187,625 ევრო დაუჯდა. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არ არის საბოლოო ღირებულება და „ანგარიშსწორების პროცესი ჯერ არ დასრულებულა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ავიაბილეთები ს ხარჯი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

მომხდარს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჯიმ ო’კალაჰანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი დეპორტაციები წლის ბოლომდე აქტიურად გაგრძელდება.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ პირს საერთაშორისო დაცვაზე უარს ეტყვიან და სახელმწიფოს დატოვებას უბრძანებენ, ის ვალდებულია, ქვეყანა დატოვოს. თუ ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს, ჩვენ ამას ვაიძულებთ,“ — მკაცრად განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ო’კალაჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოლიტიკა არ ეხება იმ ქართველების უმრავლესობას, რომლებიც ირლანდიაში ლეგალურად ცხოვრობენ.

„საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში კანონიერი გზებით შემოდის. ჩვენ მათ მივესალმებით, რადგან ისინი ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებაში უდიდეს და პოზიტიურ წვლილს შეიტანენ,“ — დასძინა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, დეპორტირებულებს რეისზე თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.~

წყარო

სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ: გზამკვლევი უსაფრთხო მოგზაურობისთვის

young-adults-travelling-winter-time

საზღვრის კვეთა და ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობა დღეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე, თუმცა ამ სიმარტივესთან ერთად იზრდება საფრთხეებიც, რომელთა წინაშეც თითოეული ადამიანი შესაძლოა მოულოდნელად აღმოჩნდეს. ამგვარი რისკების ეფექტური მართვისთვის კი აუცილებელია დაცვის შესაბამისი მექანიზმი, რომელიც მოგზაურობას ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის. 

სწორად შერჩეული სამოგზაურო დაზღვევა იცავს მოგზაურს სხვადასხვა ტიპის გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს – იქნება ეს ჯანმრთელობის პრობლემა, ბარგის დაკარგვა თუ სხვა სახის შეფერხება. დაზღვევის არსებობა არა მხოლოდ ამცირებს ფინანსურ რისკებს, არამედ ანიჭებს მოგზაურს ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხო ქვეყანაში ყოფნისას.

პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს შესაძლებლობა, შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ – მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად შეარჩიოს მისთვის სასურველი  პოლისი, გაეცნოს პირობებს, შეადაროს ტარიფები და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

ამ გზამკვლევში მიმოვიხილავთ, რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა და რატომ არის ის   აუცილებელი. ასევე დეტალურად აგიხსნით, როგორ უნდა აირჩიოთ სანდო სადაზღვევო კომპანია და რა უნდა გაითვალისწინოთ პოლისის შერჩევისას.

რატომ არის მოგზაურობის დაზღვევა აუცილებელი?

უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, მიუხედავად მისი საინტერესო მხარეებისა, დაკავშირებულია რიგ გაუთვალისწინებელ რისკებთან. ამ კონტექსტში კი სამოგზაურო დაზღვევა არის ის საფუძველი, რომელიც ქმნის უსაფრთხო და მშვიდი მოგზაურობისთვის საჭირო პირობებს. 

სამედიცინო ხარჯები უცხოეთში: მთავარი ფინანსური რისკი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მოგზაურობის დაზღვევა აუცილებელია, არის სამედიცინო მომსახურების გაუთვალისწინებელი ხარჯები. უცხო ქვეყანაში მოულოდნელი ავადმყოფობა, ტრავმა ან გართულება შეიძლება უზარმაზარ ფინანსურ ტვირთად იქცეს. მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ევროპის ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება ათასობით, ხოლო სერიოზული ოპერაციის ან ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში – ასობით ათასი დოლარი ღირდეს.

დაზღვეული მოგზაური კი ამ სტრესისგან სრულიად თავისუფალია, რადგან ამ ხარჯებს სადაზღვევო კომპანია ფარავს და იგივე კომპანია ხელმძღვანელობს ადგილობრივ კლინიკებთან კოორდინაციის პროცესს – ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არ მოუწევს თავისი დანაზოგის დახარჯვა ან სესხის აღება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის დასაფინანსებლად.

ბარგის დაკარგვა

მოგზაურობისას, შეიძლება ბარგი დაიკარგოს, ან დაზიანდეს, რაც ზოგჯერ წინასწარ გაწერილ გეგმებს სრულად რევს. როდესაც ადამიანი უცხო ქვეყანაში საჭირო ნივთების გარეშე  აღმოჩნდება, იქნება ეს ტანსაცმელი, მედიკამენტები, ტექნიკა თუ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ეს არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ დამატებით ფინანსურ და ემოციურ წნეხსაც აძლიერებს, თუმცა სამოგზაურო დაზღვევა, კომპენსაციის მეშვეობით, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას გიწევთ. 

ფსიქოლოგიური სიმშვიდე და თავისუფლება

ფინანსური რისკების მინიმიზაციის მიღმა, სამოგზაურო დაზღვევა იძლევა რაღაც უფრო ფასეულს – ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს. მოგზაურმა იცის, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციის დროს არასდროს იქნება მარტო და მყისიერად მიიღებს საჭირო დახმარებას. ეს განცდა ადამიანს საშუალებას აძლევს, სრულად ისიამოვნოს მოგზაურობით და ჰქონდეს უშრეტი ენერგია ახალი გამოცდილებებისთვის.

რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევის ღირებულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და განსხვავდება სხვადასხვა პაკეტისა და სადაზღვევო კომპანიების მიხედვით. ძირითადად, ფასზე გავლენას ახდენს მოგზაურის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოგზაურობის ხანგრძლივობა და გეოგრაფიული მიმართულება. ასევე მნიშვნელოვანია პოლისის პირობები – მოიცავს თუ არა იგი მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებს, ბარგის დაზღვევას და სხვა სერვისებს.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სამოგზაურო დაზღვევა არის ინვესტიცია თქვენივე სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში და წარმოადგენს მთლიანი მოგზაურობის ბიუჯეტის მცირე ნაწილს. მოკლევადიანი ევროპული მოგზაურობისთვის საბაზისო დაფარვა შედარებით ხელმისაწვდომია, ხოლო უფრო ყოვლისმომცველი პაკეტები, რომლებიც მოიცავს ბარგის დაზღვევას, მოგზაურობის გაუქმების რისკს და სხვა დამატებით სერვისებს, ბუნებრივია, უფრო მაღალ ტარიფებს ითვალისწინებს. 

ზოგადად, რაც უფრო შორს და ხანგრძლივად მიემგზავრებით და რაც უფრო რთული ან ექსტრემალური აქტივობები გაქვთ დაგეგმილი, უფრო მეტი თანხის გადახდაც გიწევთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხარჯი უმნიშვნელოა იმ პოტენციურ ფინანსურ რისკებთან შედარებით, რომლებსაც შეიძლება დაზღვევის გარეშე წააწყდეთ –  გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დროს ხარჯებმა შეიძლება ათასობით და ათობით ათას დოლარს მიაღწიოს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

შეადარეთ, შეაფასეთ და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიეთ

სამოგზაურო დაზღვევის შერჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სანდო და გამოცდილი სადაზღვევო კომპანიის პოვნა. ბაზარზე მრავალი შეთავაზება არსებობს, თუმცა ყველა კომპანია ერთნაირად ხარისხიან და გამჭვირვალე მომსახურებას არ გთავაზობთ. 

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ კომპანიის რეპუტაციას და ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობას. გამოცდილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს და აქვს დადასტურებული წარმატებების ისტორია, უფრო სანდო პარტნიორია, ვიდრე ახალი ან უცნობი ორგანიზაცია. შეისწავლეთ კომპანიის შესახებ არსებული მიმოხილვები და რეკომენდაციები – რეალური მომხმარებლების გამოცდილება ხშირად საუკეთესო ინდიკატორია იმის დასადგენად, თუ რამდენად სანდოა კომპანია კრიზისულ სიტუაციებში.

მნიშვნელოვანია, რომ პოლისის პირობები იყოს გასაგები და გამჭვირვალე. გაეცანით დეტალურად, რას მოიცავს დაზღვევა, რა გამონაკლისები არსებობს და რამდენად მარტივად შეგიძლიათ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ შეიძინოთ.

გადამწყვეტია კომპანიის მოქნილობაც – გახსოვდეთ, რომ კარგი სადაზღვევო კომპანია გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ პაკეტებს, რომლებიც თქვენი მოგზაურობის ტიპსა და საჭიროებებს სრულად შეესაბამება.

საბოლოო არჩევანი კი არასდროს უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ფასს. გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის შეადარეთ ტარიფები, პირობები და მომსახურების ხარისხი. 

7 პრაქტიკული რჩევა, როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა 2-ჯერ იაფად

budget-travel

გიყვართ მოგზაურობა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს წარმოუდგენლად ძვირი სიამოვნებაა? ყოველ ჯერზე, როცა ავიაბილეთების ფასებს ამოწმებთ, სურვილი გეკარგებათ? სინამდვილეში, მოგზაურობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს, ვიდრე გგონიათ. საქმე ის კი არაა უარი თქვათ იმაზე, რაც გიყვართ, საქმე “ჭკვიანურად” დაგეგმვაშია!

ამ სტატიაში მე გაგიზიარებთ 7 კონკრეტულ, პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ მოგზაურობის ხარჯები თითქმის განახევრებაში. მზად ხართ?

იყავით მოქნილი თარიღებსა და მიმართულებებში

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

  • მოერიდეთ პიკის სეზონს: არ დაგეგმოთ მოგზაურობა ზაფხულის შუა რიცხვებში, ახალი წლის პერიოდში ან სხვა დღესასწაულებზე. საუკეთესო ფასები, როგორც წესი, არასეზონურვპერიოდში –  მაგალითად, აპრილ-მაისში და სექტემბერ-ოქტომბერშია.
  • იფრინეთ შუა კვირაში: სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ფრენა, როგორც წესი, ბევრად იაფია, ვიდრე პარასკევს ან კვირას.
  • იყავით ღია ალტერნატიული აეროპორტებისთვის: ზოგჯერ მეზობელ, ნაკლებად ცნობილ აეროპორტში ჩაფრენა და იქიდან ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობა, ბევრად იაფი ჯდება.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები ჭკვიანურად

Cheap-Flight-Tickets

ავიაბილეთი ხშირად ბიუჯეტის უდიდესი ნაწილია.

  • დაიწყეთ ძებნა ადრე: იდეალური დრო ავიაბილეთების შესაძენად, როგორც წესი, გამგზავრებამდე 2-3 თვით ადრეა.
  • გამოიყენეთ ფასების აგრეგატორები: საიტები, რომელთა ჭკვიანი ინტერფეისი და საძიებო სისტემა გაძლევთ საშუალებას, ერთდროულად შეადაროთ ათობით ავიაკომპანიის შემოთავაზებული ფასი, თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე.
  • შეამოწმეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები: ასეთი ავიაკომპანიები ნაკლებ სერვისს, თუმცა გაცილებით დაბალ ფასებს გთავაზობენ ავიაბილეთებზე. თუ თქვენი პრიორიტეტი ხარჯების დაზოგვაა, რამდენიმე საათიანი მცირე დისკომფორტი ნამდვილად ღირს დიდი თანხის დაზოგვისთვის.

აირჩიეთ ალტერნატიული საცხოვრებელი

ძვირადღირებული სასტუმროები ბიუჯეტს ნამდვილად დიდ ზარალს აყენებს.

ჰოსტელები: თუ მარტო მოგზაურობთ, ჰოსტელი არა მხოლოდ იაფია, არამედ ახალი ხალხის გაცნობის საუკეთესო საშუალებაცაა.

  • ბინები (Airbnb / Booking.com): თუ რამდენიმე ადამიანი მგზავრობს, ბინის დაქირავება ხშირად სასტუმროზე იაფია და გაძლევთ სამზარეულოს გამოყენების საშუალებას, რაც საკვებზე ფულის დაზოგვას ნიშნავს.
  • სასტუმრო სახლები (Guesthouses): ეს, როგორც წესი, ოჯახის მიერ მართული მცირე სასტუმროებია, რომლებიც უფრო იაფი და ავთენტურია.

იმგზავრეთ მსუბუქად (მხოლოდ ხელბარგით)

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები დიდ თანხას ითხოვენ ჩასაბარებელ ბარგში.

ისწავლეთ მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთების ჩალაგება და მოთავსება ერთ ზურგჩანთაში ან მცირე ჩემოდანში (carry-on). ეს დაგიზოგავთ ათობით (ზოგჯერ ასობით) ლარს.

იკვებეთ ადგილობრივივით

ტურისტულ ქუჩებზე მდებარე რესტორნები ყოველთვის ძვირია და ხშირად არც ისე გემრიელი.

  • მოამზადეთ თავად: თუ ბინაში ან ჰოსტელში გაქვთ სამზარეულო, საუზმის და ზოგჯერ ვახშმის თავად მომზადება უდიდესი დანაზოგია.
  • მიირთვით ქუჩის საკვები: ბევრ ქვეყანაში ქუჩის საკვები (სადაც უსაფრთხოა) ყველაზე გემრიელი და იაფი ვარიანტია.
  • ეძებეთ “სადილის მენიუ“: ბევრგან ევროპაში (Menu del Dia, Plat du Jour) შუადღისას სთავაზობენ კომპლექსურ ლანჩს ფიქსირებულ ფასად, რაც ბევრად იაფია, ვიდრე საღამოს ვახშამი.

გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობამ შეიძლება ავიაბილეთის ღირებულების ნახევარი შეადგინოს.

  • გაარკვიეთ წინასწარ: გამგზავრებამდე მოიძიეთ ინფორმაცია, როგორ მიხვიდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით ან მეტროთი.
  • იარეთ ფეხით: ქალაქის დასათვალიერებლად საუკეთესო და სრულიად უფასო გზა ფეხით სიარულია.
  • შეიძინეთ სამგზავრო ბარათები: თუ ქალაქში რამდენიმე დღე რჩებით, შეიძინეთ 24-საათიანი ან 3-დღიანი სამგზავრო ბარათი, რომელიც ულიმიტო მგზავრობის საშუალებას გაძლევთ.

მოძებნეთ უფასო აქტივობები

არ არის აუცილებელი, ყველა ძვირადღირებულ მუზეუმში შეხვიდეთ.

  • უფასო საფეხმავლო ტურები: ბევრ ქალაქში ტარდება ე.წ. “Free Walking Tours”. ტურის ბოლოს გიდს “ჩაის” სახით უტოვებთ იმდენს, რამდენსაც თვლით საჭიროდ.
  • უფასო მუზეუმები: თითქმის ყველა ქალაქშია მუზეუმები, რომლებიც თვეში ერთხელ ან კვირის კონკრეტულ დღეს უფასოა.
  • ისიამოვნეთ ატმოსფეროთი: პარკებში სეირნობა, ქუჩის მუსიკოსების მოსმენა და უბრალოდ ლამაზ უბნებში ხეტიალი სრულიად უფასოა.

როგორც ხედავთ, ბიუჯეტური მოგზაურობა სულაც არ ნიშნავს არასასიამოვნო გამოცდილებას მოგზაურობისას. პირიქით, სწორი დაგეგმვა და მცირედი მოქნილობა გვაძლევს შანსს, ვნახოთ მეტი და დავხარჯოთ ნაკლები.

მთავარი არა ბიუჯეტის სიდიდე, არამედ თავგადასავლების სურვილია. ნუ მისცემთ ფინანსებს უფლებას, უარი თქვათ თქვენს ოცნებებზე!

 

ჯუბას’’ სერვისი ,,ევაკუატორი’’ – ბათუმიდან კახეთამდე

ავტოსაგზაო შემთხვევები, ტექნიკური გაუმართაობა ან მოულოდნელი შეფერხება გზაზე მძღოლებისთვის კარგად ნაცნობი გამოწვევებია, თუმცა იმავე მძღოლებმა ისიც კარგად იციან, რომ სწორედ ასეთ დროს გადამწყვეტ როლს ასრულებს სწრაფი და სანდო ავტოდახმარების სერვისი. 

კომპანია „ჯუბა’’ უკვე 15 წელზე მეტია,  რაც ამ სფეროში ოპერირებს და მომხმარებლებს პროფესიონალურ ტექნიკურ დახმარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სთავაზობს. სტრატეგიულად განაწილებული სერვისცენტრები უზრუნველყოფს ოპერატიულ რეაგირებას როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონულ ცენტრებში.

ევაკუატორი ბათუმის მასშტაბით – სწრაფი რეაგირება შავი ზღვის სანაპიროზე

ბათუმი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტურისტული და სატრანსპორტო ჰაბი, განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ეფექტურ ავტოდახმარებას. კომპანია „ჯუბას’’  ევაკუატორი ბათუმის მასშტაბით კი მუშაობს როგორც ქალაქის ცენტრში, ისე პერიფერიებში. მომსახურება ხელმისაწვდომია ყველანაირი ტიპის ტრანსპორტისთვის, იქნება ეს მსუბუქი ავტომობილი თუ სატვირთო მანქანა.

„ჯუბას’’ გუნდი ბათუმში დაკომპლექტებულია გამოცდილი ოპერატორებითა და მძღოლებით, რომლებიც 24/7 რეჟიმში მზად არიან დახმარებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ევაკუატორით, ასევე სხვა სერვისებით.

ევაკუატორი სენაკში – რეგიონული მხარდაჭერა სამეგრელოში

ევაკუატორი სენაკში ამ მიმართულებით მოძრავი მძღოლებისთვის უსაფრთხოების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ქალაქი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილია, სადაც ინტენსიურად გადაადგილდებიან როგორც ადგილობრივი მძღოლები, ისე საერთაშორისო გადაზიდვებში აქტიურად ჩართული პირები. ასეთ დატვირთულ გზებზე ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს, რის გამოც „ჯუბას’’ ოპერატიული ჩარევა ამ რეგიონში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

ევაკუატორი ქუთაისის მასშტაბით – დასავლეთ საქართველოს სატრანსპორტო ბირთვი

ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მთავარი სატრანსპორტო კვანძია, რის გამოც ევაკუატორი ქუთაისის მასშტაბით ბოლო დროს საკმაოდ მოთხოვნად სერვისად ჩამოყალიბდა. ქალაქში ხშირია ავტომობილების მოძრაობა თბილისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან, რაც ზრდის ავარიული შემთხვევების ან ტექნიკური გაუმართაობის რისკს გზებზე. კომპანიის ოპერატორები კი მზად არიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაეხმარონ მძღოლებს, რომელთაც ავტომობილის სერვისცენტრამდე გადაზიდვა, სატვირთო მანქანის ევაკუაცია ან სხვა მსგავსი ტიპის გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. 

ევაკუატორი ფოთის მასშტაბით – პროფესიონალური სერვისი საპორტო ქალაქში

ფოთი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი, ყოველდღიურად ასობით სატვირთო და მსუბუქ ავტომობილს მასპინძლობს. ასეთ დატვირთულ გარემოში კი ტექნიკური შეფერხება შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. სწორედ ამიტომ, კომპანია „ჯუბა’’ გთავაზობთ ევაკუატორის სერვისს, რომელიც გულისხმობს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას როგორც პორტის ტერიტორიაზე, ისე ქალაქის სხვა უბნებში.

„ჯუბას’’ ფილიალი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, გაუმკლავდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სატვირთო ავტომობილების ევაკუაციას. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც კერძო პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

ევაკუატორი გორის მასშტაბით – სტრატეგიული მხარდაჭერა შიდა ქართლში

გორი, როგორც შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფაში. ქალაქი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ავტომაგისტრალზე, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება როგორც კერძო ავტომობილები, ისე სატვირთო ტრანსპორტი. ასეთ პირობებში კი „ჯუბას’’ მიერ შეთავაზებული სერვისი ,,ევაკუატორი’’ გორის მასშტაბით ხშირად წარმოადგენს აუცილებელ მხარდაჭერას იმ მძღოლებისთვის, რომლებიც გზაზე დახმარებას საჭიროებენ.

ევაკუატორი კახეთის მასშტაბით  – ,,ჯუბას’’ მომსახურება ღვინის მხარეში

კახეთი თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და ფართო რეგიონული განაწილებით, განსაკუთრებულად საჭიროებს ავტოდახმარების მოქნილ და მობილურ სისტემას. რეგიონში გადაადგილება ხშირად დაკავშირებულია გრძელ დისტანციებთან, რის გამოც ტექნიკური დახმარების დროულად მიღება ზოგჯერ გადამწყვეტია. კომპანია „ჯუბა’’ კი სწორედ ამ საჭიროებაზე რეაგირებს და უზრუნველყოფს ევაკუატორის სერვისს კახეთში – თელავიდან სიღნაღამდე, გურჯაანიდან ლაგოდეხამდე.

რეგიონში მოქმედი ჯგუფები აღჭურვილნი არიან ისეთი ტექნიკით, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად გადაადგილდნენ რთულ რელიეფზე და მარტივად მიაღწიონ მომხმარებლამდე, თუნდაც ყველაზე შორეულ სოფლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ტურისტული მიზნით მოგზაურობენ და გზაზე ტექნიკურ პრობლემას მოულოდნელად აწყდებიან.

„ჯუბა’’ – უმაღლესი სტანდარტი ავტოდახმარების სფეროში

კომპანია „ჯუბა’’ დღემდე რჩება ავტოდახმარების ერთ-ერთ ყველაზე სანდო ბრენდად საქართველოს მასშტაბით. მისი უპირატესობა გამოიხატება არა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკითა და მძღოლების გამოცდილი გუნდით, არამედ იმითაც, რომ მომსახურება ხელმისაწვდომია ქვეყნის თითქმის ყველა საკვანძო რეგიონში.

მომხმარებლებისთვის „ჯუბა’’  ნიშნავს სწრაფ რეაგირებას, გამჭვირვალე ტარიფებსა და უსაფრთხოებას გზაზე – ფაქტორებს, რომლებიც ავტოდახმარების სფეროში სანდო პარტნიორის რეპუტაციას განსაზღვრავს.

სამოგზაურო ინტერნეტი იაფად

Travel internet

დღეს, როდესაც მოგზაურობა მხოლოდ ავიაბილეთების დაჯავშნით არ შემოიფარგლება და მობილურობა ჩვენი ცხოვრების სტილი ხდება, სამოგზაურო ინტერნეტი მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. უცხო ქვეყანაში ჩასულებს ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე ან თუნდაც ახლობლებთან დაკავშირება, პირველივე წუთებიდან გვჭირდება – და სწორედ აქ დგება სამოგზაურო ინტერნეტის საჭიროება!

რა არის სამოგზაურო ინტერნეტი?

სამოგზაურო ინტერნეტი არის საერთაშორისო მობილური ინტერნეტი, რომელსაც სპეციალური SIM ან eSIM ტექნოლოგიის დახმარებით იყენებთ საზღვარგარეთ. მისი მეშვეობით, თქვენი სმარტფონი ან პლანშეტი ინარჩუნებს კავშირს ინტერნეტთან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

სამოგზაურო ინტერნეტის ძირითადი უპირატესობები:

Travel internet

1. ყოველთვის ონლაინ

მოგზაურობის დროს მუდმივი ინტერნეტკავშირი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დროს შეძლებთ გამოიყენოთ რუკები, მოძებნოთ ადგილები, გადაამოწმოთ ფრენები ან დაუკავშირდეთ ოჯახს – ეს ყველაფერი ზედმეტი სტრესისა და გაუგებრობის გარეშე.

2. უსაფრთხოება

გზის დაკარგვის, გიდის ვერ პოვნაზე ან სასწრაფო დახმარების აუცილებლობის დროს, ინტერნეტი თქვენი ყველაზე სწრაფი დამხმარეა. საგანგებო სიტუაციებში ონლაინ ყოფნა ხელს უწყობს სწრაფ რეაგირებას.

3. ტურისტულ სერვისებზე მარტივი წვდომა

სასტუმროს დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება (Uber/Bolt), რესტორნის პოვნა ან ბილეთების ყიდვა ინტერნეტის საშუალებით ხდება ძალიან მარტივი.

4. სოციალურ ქსელებთან წვდომა

სამოგზაურო ინტერნეტი იაფად საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს ატვირთოთ ფოტოები და ვიდეოები, მონიშნოთ ლოკაციები და გაუზიაროთ ახლობლებს თქვენი თავგადასავლები.

5. დაბალი ტარიფები

თანამედროვე ინტერნეტ-ოპერატორები მომხმარებლებს სთავაზობენ მგზავრობისთვის მორგებულ ტარიფებს, რომლებიც გაცილებით იაფია, ვიდრე ტრადიციული როუმინგის ხარჯები.

ვის შეიძლება გამოადგეს სამოგზაურო ინტერნეტი ?

  • ტურისტებს, რომლებიც მოგზაურობენ შორეულ ქვეყნებში.
  • ბიზნესმოგზაურებს, რომლებსაც კავშირის შენარჩუნება ნებისმიერ დროს სჭირდებათ.
  • ჯგუფური ტურების ორგანიზატორებს.
  • ბლოგერებსა და ინფლუენსერებს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz AirTickets from 236
ბარსელონა20 დეკემბერი 202617 იანვარი 2027Wizz AirTickets from 377
ბერლინი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Wizz AirTickets from 412
ბრიუსელი27 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz AirTickets from 306
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz AirTickets from 256
ბუდაპეშტი3 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz AirTickets from 267
დორტმუნდი29 დეკემბერი 202619 იანვარი 2027Wizz AirTickets from 358
მემინგენი3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Wizz AirTickets from 286
ფრანკფურტი8 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz AirTickets from 384
კატოვიცა4 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Wizz AirTickets from 222

 

რატომ არ უნდა დაეყრდნო მხოლოდ ადგილობრივ Wi-Fi-ს?

  1. საჯარო Wi-Fi ქსელები ხშირად არასტაბილურია ან საშიშია პირადი მონაცემების უნებლიედ გაზიარებისთვის.
  2. ბევრ ქვეყანაში Wi-Fi მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებშია ხელმისაწვდომი, რაც ქუჩაში გადაადგილებისას დისკომფორტს ქმნის.
  3. აეროპორტებსა და სადგურებში Wi-Fi ხშირად ფასიანია ან გეოლოკაციით შეზღუდული.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

მობილური ინტერნეტი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ღია Wi-Fi. eSIM ტექნოლოგია დაშიფრულია და ხშირად ხელს უშლის ფიშინგს, მონაცემთა მოპარვას ან ჰაკერულ აქტივობას.

სამოგზაურო ინტერნეტი – აუცილებლობა და არა ფუფუნება!

მოგზაურობა დღეს – მარშრუტების დაგეგმვა, ინფორმაციის მოძიება, კომუნიკაცია და უსაფრთხოება – ყველაფერი ინტერნეტზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო მოგზაურობის დაწყებამდე ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი eSIM-ის გააქტიურებაა.

გახსოვდეთ, samogzauro interneti არ არის ფუფუნება – ეს არის აუცილებლობა, რომელიც თქვენი მოგზაურობის ხარისხზე პირდაპირ გავლენას ახდენს!

რა ვნახოთ ვროცლავში?

wroclaw

ვროცლავი (Wrocław) — ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ისტორიული ქალაქია პოლონეთში, რომელიც მდინარე ოდერზეა გაშენებული და ცნობილია თავისი ხიდებით, არხებითა და ჯუჯებით. ქალაქს ხშირად “პოლონეთის ვენეციას” უწოდებენ. თუ გეგმავ ვიზიტს ვროცლავში, აუცილებლად უნდა ნახო ეს ტოპ 10 ღირსშესანიშნაობა:

Rynek

1. მთავარი მოედანი (Rynek)

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფერადი შუასაუკუნეების მოედანია. ირგვლივ განლაგებულია ისტორიული მერიების შენობები, კაფეები და რესტორნები.

2. ვროცლავის ჯუჯები (Wrocław Dwarfs)

ქალაქში მიმოფანტულია 400-ზე მეტი პატარა ბრინჯაოს ჯუჯა. მათი ძიება ქალაქში სეირნობისას სახალისო აქტივობაა როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის.

3. ოსტრუვ ტუმსკი (Ostrów Tumski)

ვროცლავი -ს უძველესი ნაწილი, ისტორიული ეკლესიებით და წმინდა იოანეს კათედრალით. საღამოობით ხელით ანთებული ლამპიონები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

4. რაცლავიცეს პანორამა (Panorama Racławicka)

114 მეტრიანი პანორამული ფერწერული ნამუშევარი, რომელიც ასახავს 1794 წლის ბრძოლას რუსული არმიის წინააღმდეგ. უნიკალური მხატვრული ექსპონატია.

Panorama Racławicka

5. ცენტენარიუმის დარბაზი (Centennial Hall)

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არქიტექტურული შედევრი. მის გვერდით მდებარეობს მულტიმედიური შადრევანი და იაპონური ბაღი.

6. ვროცლავის ზოოპარკი და აფრიკარიუმი (Wrocław Zoo & Afrykarium)

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თანამედროვე ზოოპარკი პოლონეთში. აფრიკარიუმი უნიკალურია აფრიკის წყლის ეკოსისტემების თემატური დიზაინით.

7. ჰიდროპოლისი (Hydropolis)

Hydropolis ინტერაქტიული მუზეუმია, რომელიც ეძღვნება წყლის როლს ბუნებასა და ადამიანში. შესანიშნავია როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი თვალსაზრისით.

8. წმინდა მარიამ მაგდალინეს ეკლესია და მონანულის ხიდი

ეკლესიის კოშკებს შორის გადაჭიმული ხიდიდან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი. ლეგენდის მიხედვით, აქ სულები სინანულს გამოხატავდნენ.

9. ბოტანიკური ბაღი (Botanical Garden)

შესანიშნავი ადგილი სეირნობისა და ბუნებასთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულში.

10. მულტიმედიური შადრევანი (Multimedia Fountain)

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შადრევანი ევროპაში, რომელიც ზაფხულში წარმოგიდგენთ შოუებს სინათლით, მუსიკითა და წყლით.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

რა ვნახოთ რიგაში ?

riga

რიგა – ლატვიის დედაქალაქი და ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელიც სავსეა შუასაუკუნეების არქიტექტურით, არტ-ნუვოს შენობებით, მდიდარი კულტურით და მყუდრო ატმოსფეროთი. თუ გეგმავ ვიზიტს რიგაში, აუცილებლად მოინახულე ეს ტოპ ღირსშესანიშნაობები:

Vecrīga

1. ძველი ქალაქი (Vecrīga)

რიგის ისტორიული გული — ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები, ფერადი სახლები, შუასაუკუნეების ტაძრები და ულამაზესი მოედნები. ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.

2. წმინდა პეტრეს ეკლესია (St. Peter’s Church)

გოთიკური სტილის ტაძარი, რომლის კოშკიდან იშლება ქალაქის პანორამული ხედი. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქალაქის დანახვისთვის ზემოდან.

3. თავისუფლების მონუმენტი (Brīvības Piemineklis)

ლატვიის დამოუკიდებლობის სიმბოლო. აქ პატივს მიაგებენ იმ მებრძოლებს, ვინც ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი შესწირეს.

4. სამ ძმა (The Three Brothers)

სამი ერთმანეთის გვერდით მდგომი ისტორიული საცხოვრებელი სახლი, რომლებიც ასახავს რიგის არქიტექტურულ განვითარებას მე-15 საუკუნიდან.

5. არტ-ნუვოს უბანი და ალბერტას ქუჩა (Alberta iela)

რიგა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია არტ-ნუვოს სტილით. ალბერტას ქუჩაზე შენობები ნამდვილ მუზეუმს ჰგავს ღია ცის ქვეშ.

6. ლატვიის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმი

შთამბეჭდავი მუზეუმი, სადაც დაცულია ლატვიური და ევროპული ხელოვნების ნიმუშები. შესანიშნავი ადგილია კულტურისა და ინსპირაციისთვის.

7. ცენტრალური ბაზარი (Rīgas Centrāltirgus)

ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი, რომელიც განთავსებულია ძველ ზეპელინის ჰანგარებში. აქ შეგიძლია დააგემოვნო ადგილობრივი კერძები და ნახო ლატვიური ცხოვრების რიტმი.

8. რიგის გუმბათი (Riga Cathedral)

Riga Cathedral ლატვიის უდიდესი შუასაუკუნეების ეკლესია. ცნობილია თავისი საორგანო კონცერტებით და სულიერი ატმოსფეროთი.

Riga Cathedral

9. ლატვიის ოკუპაციის მუზეუმი

მნიშვნელოვანი მუზეუმი, რომელიც გვაცნობს ლატვიის ოკუპაციის პერიოდს – საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების დროს. ძლიერი ისტორიული გამოცდილებაა.

10. ბასტეონის ბორცვი და არხის პარკი (Bastejkalns & City Canal)

მშვენიერი პარკი ქალაქის ცენტრში, სადაც შეგიძლია ნავით გასეირნება, წყნარი სეირნობა და ბუნების სიმშვიდით ტკბობა.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

რა ვნახოთ ბერლინში?

Berlin

ბერლინი, გერმანიის დედაქალაქი, გამორჩეულია თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურული მრავალფეროვნებითა და არქიტექტურული კონტრასტებით. ეს ქალაქი აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას ისე, როგორც სხვა ვერავინ. თუ ბერლინში მოგზაურობას აპირებ, აუცილებლად უნდა მოინახულო შემდეგი ღირსშესანიშნაობები:

berlin

1. ბრანდენბურგის კარიბჭე (Brandenburger Tor)

ბერლინისა და მთელი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო. აქ ასრულებს ფეხითმოსიარულეთა გზა ისტორიულ პარკთან და რაიხსტაგთან.

2. რაიხსტაგი (Reichstag Building)

გერმანიის პარლამენტის შენობა, ცნობილი შუშის გუმბათით, საიდანაც იშლება ქალაქის პანორამული ხედი. შესვლა უფასოა, მაგრამ საჭიროა წინასწარი დაჯავშნა.

3. ბერლინის კედლის ფრაგმენტები (Berlin Wall & East Side Gallery)

კედლის დაცული მონაკვეთი, რომელიც გრაფიტითა და მხატვრული ნამუშევრებით გაფორმებულია — თავისუფლების და შერიგების სიმბოლოა.

4. ჰოლოკოსტის მემორიალი (Memorial to the Murdered Jews of Europe)

ემოციური მემორიალი, რომელიც შედგება ასიმეტრიული ბეტონის ბლოკებისგან და ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ებრაელებს.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 1 318 -დან
24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 484 -დან
8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
5 იანვარი 20279 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 491 -დან

5. მუზეუმების კუნძული (Museumsinsel)

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი — 5 წამყვანი მუზეუმი ერთ კუნძულზე: პერგამონის მუზეუმი , Neues Museum, Alte Nationalgalerie და სხვები.

6. ბერლინის კათედრალი (Berliner Dom)

მუზეუმების კუნძულზე მდებარე გრანდიოზული ტაძარი. მისი გუმბათიდან იშლება ქალაქის ლამაზი ხედი.

7. ალექსანდერპლაცი და ტელეანძა (Alexanderplatz & Fernsehturm)

ცენტრალური მოედანი, სადაც მდებარეობს ბერლინი -ს ტელეანძა – 368 მეტრი სიმაღლის ნაგებობა და პანორამული რესტორანი.

8. შარლოტენბურგის სასახლე (Schloss Charlottenburg)

მშვენიერი ბაროკოს სტილის სასახლე და ბაღები, რომელიც მნახველს გადაჰყავს ძველ ბერლინურ სამეფო ატმოსფეროში.

Schloss Charlottenburg, Berlin

9. კურფიურსტენდამი (Kurfürstendamm – Ku’damm)

ბერლინის მთავარი სავაჭრო ქუჩა, სავსე მაღაზიებით, კაფეებით და სასტუმროებით. აქვეა კაიზერ-ვილჰელმის ეკლესიის ისტორიული ნანგრევები.

10. ტიერი გარტენი (Tiergarten Park)

ბერლინის ყველაზე დიდი და პოპულარული პარკი, რომელიც ქალაქის შუაგულშია განთავსებული. იდეალური ადგილია სეირნობისა და დასვენებისთვის.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

რა ვნახოთ მიუნხენში?

munich

მიუნხენი, ბავარიის დედაქალაქი, combines ისტორიულ დიდებულებას, ბუნებრივ სილამაზეს და თანამედროვე კულტურას. ეს ქალაქი ცნობილია როგორც გერმანული ტრადიციების გული და მშვენიერი მიმართულებაა როგორც ისტორიის, ისე გასტრონომიის მოყვარულთათვის. წარმოგიდგენ ტოპ 10 ღირსშესანიშნაობას, რაც მიუნხენში უნდა ნახო:

munich attractions

1. მარიენპლაცი (Marienplatz)

მიუნხენის მთავარი მოედანი, ქალაქის გული. აქ მდებარეობს Neues Rathaus (ახალი მერია) თავისი ცნობილი გლოკენშპილის საათით, რომელიც ფიგურებითა და მუსიკით “იცოცხლებს” დღეში ორჯერ.

2. ფრაუენკირხე (Frauenkirche)

მიუნხენი -ს სიმბოლო — ორი გუმბათიანი კათედრალი, საიდანაც იშლება ქალაქის პანორამული ხედი. ლეგენდის თანახმად, შიგნით “ეშმაკის კვალი” შეგიძლიათ ნახოთ.

3. ნიმფენბურგის სასახლე (Schloss Nymphenburg)

მშვენიერი ბაროკოს სტილის სასახლე, რომელიც ოდესღაც ბავარიული მეფეების საზაფხულო რეზიდენცია იყო. მას აქვს უზარმაზარი ბაღები, მუზეუმები და არხები.

4. მიუნხენის რეზიდენცია (Residenz München)

ყოფილი სამეფო სასახლე ქალაქის ცენტრში. შიგნით შეგიძლიათ მოინახულოთ მდიდრული დარბაზები, საგანძური და ისტორიული თეატრი.

5. ინგლისური ბაღი (Englischer Garten)

ერთ-ერთი უდიდესი საქალაქო პარკი მსოფლიოში. იდეალური ადგილია პიკნიკისთვის, სეირნობისთვის და ულამაზესი ბუნების დასათვალიერებლად. აქვე ნახავთ სერფერებს ეისბახზე.

Englischer Garten

6. ოლიმპიური პარკი (Olympiapark)

1972 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის აშენებული კომპლექსი, დღეს პოპულარულია ფესტივალების, კონცერტებისა და აქტიური დასვენებისთვის. შეგიძლიათ ასულიყავით ტელეკოშკზე და დატკბეთ ხედით.

7. Deutsches Museum

ერთ-ერთი უდიდესი ტექნიკისა და მეცნიერების მუზეუმი მსოფლიოში. შესანიშნავია ყველა ასაკისთვის – ავიაცია, კოსმოსი, გემები, ქიმია, ფიზიკა და სხვა.

8. Alte Pinakothek

ხელოვნების მუზეუმი, სადაც ნახავთ ევროპული ფერწერის შედევრებს, მათ შორის რუბენსის, რემბრანდტისა და რაფაელის ნამუშევრებს.

9. ვიქტუალენმარკტი (Viktualienmarkt)

ცენტრალური ღია ბაზარი, სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ ადგილობრივი პროდუქტები, ბავარიული ლუდი და ტრადიციული კერძები.

10. ჰოფბროიჰაუსი (Hofbräuhaus)

მსოფლიოში ცნობილი ბავარიული ლუდსახარში, სადაც შეგხვდებათ ცოცხალი მუსიკა, ტრადიციული საკვები და შეუდარებელი ატმოსფერო. იდეალური ადგილია მიუნხენური კულტურის შესაგრძნობად.

ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907