ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისევ გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების, ვარშავის ჩარტერული რეისების განრიგს კიდევ ერთი რეისი დაემატა.
თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია Myway Airlines-ი ჩარტერულ ფრენას 30 ოქტომბერს შეასრულებს. თბილისიდან გაფრენა 10:00 საათზე იქნება, ვარშავაში ჩაფრენა კი 11:45 საათზე ვარშავის დროით.
აღნიშნული ფრენა გამყვანი იქნება და მგზავრებს მხოლოდ ცალმხრივად, თბილისიდან ვარშავის მიმართულებით მოემსახურება.