ბათუმი ვარშავა ავიაბილეთები / batumi varshava

ბათუმი ვარშა იაფი ავიაბილეთები
mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

გეგმავთ გამგზავრებას ბათუმი ვარშავა ს მიმართულებით? წაიკითხეთ სტატია და აღმოაჩინეთ თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია და დაგეგმეთ მოგზაურობა მარტივად, სახლიდან გაუსვლელად უმოკლეს დროში.

პოლონეთის დედაქალაქი თანამედროვე, დინამიური და საინტერესო მიმართულებაა. ამასთანავე იგი გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, ქალაქის ძველი ნაწილი კი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ბათუმი ვარშავა ს მიმართულებით?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან ფრენებს ვარშავას მიმართულებით თურქული ავიაკომპანიები Turkish Airlines -ი და პეგასუსი, მხოლოდ ერთი გადაჯდომით გვთავაზობენ. ფრენები სტამბულის გავილით სრულდება და სულ რამდდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ, თქვენ დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდებით.

რეისების აწყობა ასევე შესაძლებელია შემდეგნაირად: ბათუმიდან სტამბულის აეროპრტამდე გაემგზავრებით თურქეთის ავიახაზებით, იქედან კი ფრენას პოლონური ავიაკომპანიით – LOT Polish Airlines -ით განაგრძობთ.

ან, ავიაკომპანია AirBaltic -ით რიგის აეროპორტში ჩაფრინდეთ, იქედან კი Ryanair -ით პირდაპირ შოპენის აეროპორტში გაემგზავრებით.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

ბათუმი ვარშავა ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ოქტომბერი 202431 ოქტომბერი 20242 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 696 -დან
30 ოქტომბერი 202421 ნოემბერი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 460 -დან
13 იანვარი 202519 იანვარი 20253 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 876 -დან

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ბათუმიდან ვარშავას მიმართულებით?

რადგან აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირი რეისები არ სრულდება, ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობაზე. საშუალეოდ ეს პერიოდი 7 სთ-დან 11 სთ-მდე მერყეობს.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 საათი მაინც უნდა გაითვალისწინოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი ზომით დიდი და ამასთანავე დატვირთულია, ან/და თუ იქ პირველად იმყოფებით. ასეთ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ რეისზე დაგვიანებას ან სხვა სახის შეფერხებას.

რა უნდა მოინახულოთ ვარშავაში?

ეს მღელვარე ისტორიის მქონე ქალაქი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს ფაქტობრივად მიწასთან გასწორდა, თუმცა გასული ათწლეულების განმავლობაში აღიდგინა ძველი დიდება და კვლავ ჩამოყალიბდა ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად.

  • მოინახულეთ ძველი ქალაქი

ვარშავის ძველი ქალაქი, მდებარეობს ვარშავის ცენტრში და ის ნამდვილად მშვენიერია! იგი ითვლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ ისტორიულ ზონად და 1980 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

ძველი ქალაქი ხასიათდება თვალწარმტაცი ქვაფენილიანი ქუჩებით, ფერადი არქიტექტურითა და მშვიდი ატმოსფეროთი. ცენტრალური მოედანი მე-13 საუკუნით თარიღდება და გარშემორტყმულია მომხიბვლელი შენობა-ნაგებობებით. აქ ნახავთ ბევრ კაფეს, რესტორანს და სუვენირების მაღაზიას.

  • ეწვიეთ სამეფო ციხეს

ძველ ქალაქში სამეფო ციხის მონახულება სიაში პირველ ადგილზე უნდა იყოს! ეს ისტორიული ციხე მე-14 საუკუნეშია აშენებული და საუკუნეების მანძილზე პოლონელი მეფეების რეზიდენცია იყო.

მე-18 საუკუნეში შვედეთის შემოსევის დროს განადგურების მიუხედავად, ციხე განახლდა და ახლა ფუნქციონირებს როგორც ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი პოლონეთში, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ ციხის მრავალი შენობა და დარბაზი, აღფრთოვანდეთ ხელოვნების ნიმუშებით, ფერწერული ტილოებით, ქანდაკებებით და ანტიკვარიატით.

  • ეწვიეთ ლაზიენკის პარკს დასვენებისთვის

თუ ვარშავაში ყოფნისას კარგი ამინდი დაგემთხავთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ლაზიენკის პარკს! ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული პარკი ქალაქში, რომელშიც განთავსებულია მდინარეები, ტბები და მრავალი ისტორიული შენობა.

აქვე ნახავთ ლაზიენკის სასახლეს, რომელიც მე-17 საუკუნის ბოლოს აშენდა, როგორც პოლონეთის მეფის, სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკის საზაფხულო რეზიდენცია.

  • ისიამოვნეთ ხედით ქალაქზე – კულტურისა და მეცნიერების სასახლე

თუ გსურთ გადახედოთ ქალაქს ზემოდან, ეწვიეთ კულტურისა და მეცნიერების სასახლეს ქალაქის გულში. ეს არის 237 მეტრი სიმაღლის შენობა, რომელიც 1950-იან წლებში აშენდა, როგორც საბჭოთა კავშირის საჩუქარი პოლონეთს.

როგორც ტურისტს, შეგიძლია, იყიდო ბილეთი შენობის ბოლო სართულზე ასასვლელად და აღფრთოვანდე საოცარი ხედით ქალაქზე. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, ალბათ ნახევარ საათს, მაგრამ ნამდვიალდ ღირს!

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბათუმი ვარშავა ს მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

batumi varshava  -ს მიმართულებით ავიაბილეთების შეძენას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, საკმაოდ მარტივად შეძლებთ. საიტის საძიებო სისტემაში მიუთითებთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, აირჩევთ მგზავრობისათვის სასურველ თარიღებს და დააწვებით “ძებნა”-ს. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და არჩევანი თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით გააკეთოთ. 

ბათუმი ვარშავას მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge