ბათუმი ბაქო ავიაბილეთები batumi bako

ბათუმი ბაქო იაფი ავიაბილეთები
batumi baqo
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული ცენტრია, რომელიც მე-19 საუკუნისა და მოდერნისტული არქიტექტურის საოცარ ნაზავს გვთავაზობს. ქალაქში ბევრი საინტერესო რამ არის გასაკეთებელი, შეგიძლიატ მოინახულოთ უამრავი თანამედროვე და ისტორიული ადგილები და მათ შორისა იუნესკოს სიაში შეტანილი ძველი ქალაქი, სადაც ღირსშესანიშნაობების გარდა, ასევე შეზლებთ ისიამოვნოთ ადგილობრივი რესტორნებით და ჩაის სახლებით, რომლებიც ცნობილია როგორც ჩაიხანა. ასე რომ, რატომ არ უნდა გაემგზავროთ ამ საოცარი ქალაქის მოსანახულებლად? დაგეგმეთ თქვენი შვებულება, შეიძინეთ ავიაბილეთები ბათუმი ბაქო -ს მიმართულებით და ისიმოვნეთ თავგადასავლებით სავსე საოცარი მოგზაურობით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ბათუმი ბაქო ს მიმართულებით?

batumi baku

ბათუმის აეროპორტი -დან ბაქოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Azal Airlines -ი გვთავაზობს. ხოლო ერთი გადაჯდომით ფრენებს კი თურქული ავიაკომპანიები Turkish Airlines -ი და პეგასუსი სტამბოლის გავლით ახორციელებენ.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ბათუმიდან ბაქომდე?

პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია, ხოლო ერთი გადაჯდომით ფრენის დრო კი 7-8 საათი.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, როდესაც ფრენა გადაჯდომითაა, აეროპორტში მოცდის დრო მინიმუმ 2 საათი უნდა გაითვალისწონოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი დიდი და დატვირთულია, ან პირველად იმყოფებით იქ, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის შეფერხება.

ბათუმი ბაქო ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 995 -დან
13 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 059 -დან
14 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 960 -დან
16 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 899 -დან
17 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 767 -დან
18 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 924 -დან
19 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 285 -დან
20 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 687 -დან
21 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 911 -დან
22 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 906 -დან
23 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 154 -დან
24 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 625 -დან
25 ნოემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 621 -დან
27 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 812 -დან
1 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 665 -დან
2 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 600 -დან
4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 621 -დან
5 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 717 -დან
6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 584 -დან
15 დეკემბერი 202612 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 607 -დან
17 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 975 -დან
18 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 074 -დან
19 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 946 -დან
23 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 085 -დან
25 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 376 -დან
28 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 183 -დან
29 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 141 -დან
30 დეკემბერი 20264 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 411 -დან
2 იანვარი 20277 იანვარი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 413 -დან
5 იანვარი 20279 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 128 -დან
8 იანვარი 202722 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 738 -დან
9 იანვარი 202712 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 761 -დან
13 იანვარი 202720 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 640 -დან
17 იანვარი 202724 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 640 -დან
18 იანვარი 202725 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 046 -დან
19 იანვარი 202726 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 640 -დან
24 იანვარი 202728 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 869 -დან
1 თებერვალი 20271 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაEL ALავიაბილეთები 1 482 -დან
2 თებერვალი 20278 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაIsrair Airlinesავიაბილეთები 1 053 -დან
5 თებერვალი 20277 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 687 -დან
5 აპრილი 202711 აპრილი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 273 -დან
8 აპრილი 202717 აპრილი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 363 -დან
15 აპრილი 202720 აპრილი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 361 -დან
10 ივნისი 202713 ივნისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 347 -დან
8 ივლისი 202714 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 322 -დან
15 ივლისი 202718 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 312 -დან
10 სექტემბერი 202712 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 260 -დან
22 სექტემბერი 202727 სექტემბერი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 487 -დან

 

თუ ფიქრობთ, რომ გაემგზავროთ batumi bako -ს მიმართულებით, ალბათ დაგაინტერესებთ, რა უნდა იცოდეთ ამ საოცარი ქალაქის შესახებ, სანამ ეწვევით.

ბათუმი ბაქო ავიაბილეთები იაფად

  • ჰაილენდის პარკი

ბაქოს ყველა ტურისტული სანახაობიდან, ჰაილენდ პარკი ყველაზე გამორჩეული ადგილია, რომელიც გთავაზობთ ყველაზე თვალწარმტაც და ბრწყინვალე ხედებს კასპიის ზღვაზე და მთელ ქალაქზე. ამ უზარმაზარ პარკში ვიზიტისას ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბაქოს სავიზიტო ბარათი – ცეცხლოვანი კოშკები, რომელიც ღამით საოცარ შტაბეჭდილებას ტოვებს.

  • ჰეიდარის მეჩეთი

კიდევ ერთი, აუცილებლად სანახავი ადგილი, ულამაზესი ჰეიდარის მეჩეთია. მიუხედავად იმისა, რომ ის ცენტრიდან ოდნავ მოშორებულია (ძველი ქალაქიდან 20 წუთის სავალზე), მისი გასაოცარი არქიტექტურა ნამდვილად ღირს სანახავად.

  • ქალწულის კოშკი

ბაქოს ყველა ცნობილი ადგილიდან ყველაზე მომხიბვლელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – ქალწულის კოშკია. ძველი ქალაქის შუაგულში მდებარე ეს ძეგლი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა მეცნიერთა შორის კამათის საგანს.

საინტერესო ის არის, რომ არავინ იცის ზუსტად როდის ან რისთვის აშენდა ეს კოშკი, ან თუნდაც როგორ მიიღო მან ეს სახელი. ერთ-ერთი გავრცელებული ვარაუდით, ეს სტრუქტურა მე-12 საუკუნით თარიღდება, თუმცა, ეს დანამდვილებით არავინ იცის. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ იგი აშენდა ქალაქის გასამაგრებლად, ზოგი კი თვლის, რომ ის სინამდვილეში ზოროასტრიული ტაძარი იყო, სხვა ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მას ობსერვატორიად იყენებდნენ.

ამ კოშკში უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტია გამოფენილი, ის არის არის მუზეუმი, სადაც თითოეულ სართულზე საინტერესო ისტორიულ გამოფენას ნახავთ. ბოლო სართულზე კი არის ტერასა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ბრწყინვალე ხედით ქალაქზე!

  • ჰეიდარ ალიევის ცენტრი

და, რა თქმა უნდა, ჰეიდარ ალიევის ცენტრი! თუ თქვენ გაინტერესებთ აზერბაიჯანის ისტორია და კულტურა, მაშინ ამ ადგილის მონახულება აუცილებლად უნდა იყოს თქვენი საქმეების სიაში.

შენობა დააპროექტა ზაჰა ჰადიდმა, მსოფლიოში აღიარებულმა არქიტექტორმა და პრიცკერის პრემიის ლაურეატმა. მისი გარე ფასადი და ინტერიერი თანამედროვე არქიტექტურის საოცარი ნიმუშია. თუმცა ეს კულტურული ცენტრი არ არის მხოლოდ ვიზუალურად სასიამოვნო სანახავი ნაგებობა. აქ უამრავი საინტერესო რამაა სანახავი.

ბათუმისა და ბაქოს აეროპორტები

ფრენა ხორციელდება ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან (IATA კოდი — BUS), რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 2 კილომეტრშია და ადგილობრივი ტრანსპორტითაც მარტივად მისაღწევია.

ბაქოში თვითმფრინავი ეშვება ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში (GYD), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშორებული. ცენტრამდე ყველაზე მოსახერხებელი და იაფი გზა H1 ექსპრეს ავტობუსია: ის დღე-ღამის განმავლობაში მოძრაობს, ჩერდება ტრანსპორტის კვანძთან „ქოროღლუ“ და მეტროსადგურ „28 მაისთან“, გზას კი დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. მგზავრობას ადგილობრივი სატრანსპორტო ბარათით — BakıKart-ით იხდით, რომელსაც აეროპორტშივე შეიძენთ, და ბილეთის ფასი სიმბოლურია. აეროპორტში ასევე ხელმისაწვდომია ტაქსი და წინასწარ დაჯავშნილი ტრანსფერი.

სჭირდებათ თუ არა ქართველებს ვიზა აზერბაიჯანში?

არა. საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში შესვლისთვის ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში ვიზის გარეშე 90 დღემდე დარჩენა შეუძლიათ — საკმარისია მოქმედი პასპორტი. გამგზავრებამდე მაინც სასურველია პასპორტის ვადის შემოწმება და მოქმედი წესების გადამოწმება, რადგან მოთხოვნები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.

როდის ჯობია ბაქოში გამგზავრება?

ბაქოს მოსანახულებლად საუკეთესო დროა გაზაფხული (აპრილი–ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი–ოქტომბერი), როცა ჰაერის ტემპერატურა სასიამოვნოა და ქალაქში ხანგრძლივი ფეხით სეირნობა მარტივია. ზაფხულში ბაქოში საკმაოდ ცხელი და ნოტიოა, ზამთარში კი ქალაქი ქარიანია — სწორედ ამიტომ მას ხშირად „ქარების ქალაქს“ უწოდებენ. არასეზონურ პერიოდში ავიაბილეთებიც შედარებით იაფია.

სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურობამდე

  • ვალუტა: აზერბაიჯანული მანათი (AZN). ბაქოში ბანკომატები და ბარათით გადახდა ფართოდ გავრცელებულია, თუმცა ბაზრებსა და მცირე კაფეებში ნაღდი ფული გამოგადგებათ.
  • დროის სხვაობა: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დროის სხვაობა არ არის — ორივე ქვეყანა ერთსა და იმავე სასაათო სარტყელშია, ასე რომ ჩასვლის შემდეგ საათის გადაწევა არ მოგიწევთ.
  • ენა: ოფიციალური ენა აზერბაიჯანულია, თუმცა ბაქოში რუსული ფართოდ გამოიყენება, ტურისტულ ადგილებსა და სასტუმროებში კი ინგლისურითაც მარტივად გაიგებენ.
  • აეროპორტში მისვლა: საერთაშორისო ფრენაზე რეგისტრაცია ჩვეულებრივ გაფრენამდე 2–3 საათით ადრე იწყება და გამოფრენამდე 40–60 წუთით ადრე იხურება — ზუსტი დრო ავიაკომპანიის წესებზეა დამოკიდებული.
  • ბარგი: ხელბარგისა და ჩასატანი ბარგის ნორმები ავიაკომპანიისა და ბილეთის ტარიფის მიხედვით განსხვავდება, ამიტომ დაჯავშნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ, რა შედის თქვენს ტარიფში.

ერთდღიანი ექსკურსიები ბაქოს შემოგარენში

თუ ბაქოში ორ-სამ დღეზე მეტს რჩებით, ქალაქის შემოგარენში რამდენიმე საინტერესო ადგილი დაგელოდებათ, რომელთა მოსანახულებლად ერთი დღეც საკმარისია:

  • გობუსტანის ნაკრძალი — ბაქოდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მდებარე უძველესი კლდოვანი ნახატების ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აქვე, შედარებით ახლოს, ტალახის ვულკანების უჩვეულო ლანდშაფტსაც ნახავთ.
  • იანარ დაღი — აფშერონის ნახევარკუნძულზე მდებარე ფერდობი, სადაც ბუნებრივი აირის გამო ცეცხლი საუკუნეების განმავლობაში არ ქრება. ბაქოდან ნახევარი საათის სავალზეა და საღამოს განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება.
  • ათეშგიაჰის ცეცხლის ტაძარი — სურახანში მდებარე ისტორიული ტაძარი, რომელიც ცეცხლის კულტისა და ზოროასტრიზმის ისტორიას მოგითხრობთ.

ამ ადგილებს ჩვეულებრივ ერთ მარშრუტად აერთიანებენ — ბაქოდან ორგანიზებული ჯგუფური თუ ინდივიდუალური ტური უმეტესად ნახევარ დღეს ან მთელ დღეს მოითხოვს, ამიტომ მოგზაურობის გრაფიკში მისთვის ცალკე დღე გამოყავით.

როგორ გადავადგილდებით ბაქოში

ქალაქში გადაადგილების ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალება მეტროა — ის სამი ხაზისგან შედგება და ცენტრის ძირითად წერტილებს ერთმანეთს აკავშირებს. მეტროთი და ავტობუსით მგზავრობას ერთი და იმავე სატრანსპორტო ბარათით — BakıKart-ით იხდით, რომელსაც მეტროსადგურებსა და აეროპორტში შეიძენთ და საჭიროებისამებრ შეავსებთ. ძველი ქალაქი (იჩერი შეჰერი), ზღვისპირა ბულვარი და ცეცხლოვანი კოშკების მიმდებარე ტერიტორია ერთმანეთისგან ფეხითაც მისაღწევია, ამიტომ ცენტრში სასტუმროს არჩევა დროის დაზოგვას ნიშნავს. ტაქსით სარგებლობისას კი ადგილობრივი აპლიკაციები გამოიყენეთ — ასე მგზავრობის ფასს წინასწარ ნახავთ.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა ბათუმი ბაქო მიმართულებით?
დიახ, მარშრუტზე პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines (AZAL) ასრულებს. გადაჯდომით მოგზაურობის შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ვარიანტი სტამბოლის გავლით ფრენაა Turkish Airlines-ით ან Pegasus-ით.

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა?
პირდაპირი ფრენა დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთს გრძელდება. გადაჯდომიანი მარშრუტი ტრანზიტის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება რამდენიმეჯერ უფრო ხანგრძლივი გამოდგეს.

რომელ აეროპორტებს ემსახურება ეს მიმართულება?
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს (BUS) და ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტს (GYD).

როდის ჯობია ავიაბილეთის შეძენა?
ყველაზე ხელსაყრელ ფასს, როგორც წესი, გაფრენამდე 1.5–2 თვით ადრე დაჯავშნის შემთხვევაში მიიღებთ. ზაფხულის სეზონზე ბილეთები უფრო სწრაფად იწურება და ძვირდება, ამიტომ წინასწარი დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შესაძლებელია თუ არა ბაქოდან ბათუმში დაბრუნების ბილეთის ერთად შეძენა?
დიახ, ორმხრივი ბილეთი ხშირად უფრო იაფია, ვიდრე ორი ცალმხრივი ბილეთი ცალ-ცალკე. დაბრუნების მიმართულებით ვარიანტების სანახავად იხილეთ ჩვენი გვერდი ავიაბილეთები ბაქო ბათუმი.

შესაძლებელია თუ არა ბათუმიდან ბაქოში ხმელეთით ჩასვლა?
დიახ, თბილისის გავლით მარშრუტი ავტობუსითაც და მატარებლითაც არსებობს, თუმცა გზას პირდაპირ ფრენასთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი დრო სჭირდება. თუ დრო შეზღუდული გაქვთ, ავიაბილეთი ბევრად მოსახერხებელი არჩევანია.

რა ვალუტა დაგვჭირდება ადგილზე?
ანგარიშსწორება აზერბაიჯანულ მანათში (AZN) ხდება. ბაქოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ბანკომატები ბევრია, ამიტომ დიდი ოდენობით ნაღდი ფულის წინასწარ გადაცვლა საჭირო არ არის.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბათუმი ბაქო ს მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ბათუმიდან ბაქოს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

ბაქოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge