ბათუმი ანტალია ავიაბილეთები Batumi Antalia

batumi antalia
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

batumi antalyaანტალია თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ეს არის ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქი და პოპულარული ტურისტული მიმართულება, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი პლაჟებით, ისტორიული ადგილებით და შთამბეჭდავი ღამის ცხოვრებით.

კარგად შემონახული ძველი ქალაქის, საოცარი პეიზაჟების, ოქროსფერი პლაჟებისა და მზიანი დღეების წყალობით, ქლაქი სწრაფად ვითარდება და ხდება სასურველ დასასვენებელ ადგილად ყველა ტურისტვისთვის. გარდა ამისა, მდიდრული კურორტებით, რეგიონის რამდენიმე საუკეთესო გოლფის მოედნით, ოჯახებისთვის შესაფერისი გასართობებით, შესანიშნავი საკვებით და თურქული სტუმართმოყვარეობით, ეს ქალაქი შესაფერისი ყველა ტიპის დამსვენებლისათვის. გაემგზავრეთ ბათუმი ანტალია -ს მიმართულებით და მოიწყვეთ სასიამოვნო დასვენება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ბათუმი ანტალია ს მიმართულებით?

ბათუმის აეროპორტი -დან ანტალიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა ერთი გადაჯდომით რეისებს ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი და თურქეთის ავიხაზები -ი გვთავაზობს.

ფრენა სტამბოლის, საბიჰა გოქჩენის აეროპორტის გავლით სრულდება და მოცდის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ბათუმიდან ანტალიამდე?

ბათუმისა და ანტალიის აეროპორტებს შორის ტრანზიტული ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის პერიოდზე, ჯამში კი ეს დრო დაახლოებით 5-6 საათს მოიცავს.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენი ფრენა ტრანზიტულია, აეროპორტში მოცდის დრო მინიმუმ 2 საათი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აეროპორტი დიდი და დატვირთულია, ან პირველად იმყოფებით იქ, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის შეფერხება.

ბათუმი ანტალია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 253 -დან
21 ნოემბერი 202625 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 849 -დან
22 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 947 -დან
24 ნოემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 621 -დან
25 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 600 -დან
26 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 625 -დან
27 ნოემბერი 20266 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 754 -დან
28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 726 -დან
2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 609 -დან
4 დეკემბერი 20266 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 649 -დან
9 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 618 -დან
15 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 688 -დან
16 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 763 -დან
21 დეკემბერი 202628 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthავიაბილეთები 1 076 -დან
25 დეკემბერი 20268 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 692 -დან
26 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 594 -დან
28 დეკემბერი 202614 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 180 -დან
29 დეკემბერი 20269 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 796 -დან
30 დეკემბერი 20269 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 716 -დან
31 დეკემბერი 202619 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 074 -დან
1 იანვარი 20279 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 856 -დან
2 იანვარი 202719 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 960 -დან
9 იანვარი 202713 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 614 -დან
29 იანვარი 20273 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 665 -დან
9 თებერვალი 202718 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 616 -დან
10 თებერვალი 202717 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 612 -დან
12 თებერვალი 202718 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 631 -დან
13 თებერვალი 202718 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 745 -დან
17 თებერვალი 202725 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 649 -დან
22 თებერვალი 202728 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 893 -დან
24 თებერვალი 20273 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 632 -დან
4 მარტი 202715 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 120 -დან
5 მარტი 202714 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 761 -დან
7 აპრილი 202714 აპრილი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 712 -დან
25 მაისი 202731 მაისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 018 -დან
31 მაისი 20279 ივნისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 048 -დან
1 ივნისი 20278 ივნისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 988 -დან
3 ივლისი 202712 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 122 -დან
15 ივლისი 202725 ივლისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 008 -დან
10 აგვისტო 202717 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 760 -დან
10 სექტემბერი 202710 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 311 -დან
13 სექტემბერი 202722 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 767 -დან
19 სექტემბერი 202726 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 827 -დან
3 ოქტომბერი 202710 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 810 -დან

თუ გსურთ გაემგზავროთ tbilisi antalia -ს მიმართულებით და გაატაროთ დრო ამ მშვენიერი დანიშნულების ადგილზე, ალბათ გაინტერესებთ, რა უნდა იცოდეთ ამ საკურორტო და საპორტო ქალაქის შესახებ, სანამ გაემგზავრებით.

batumi antalya flights

  • ულამაზესი პლაჟები

როგორც ყველასათვის ცნობილია, ანტალიის რეგიონი განთქმულია თავისი ულამაზესი პლაჟებით, თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და სანაპიროებით, რომელსაც ასევე ფირუზის სანაპიროს უწოდებენ. აქ თქვენ შეხვდებით ულამაზესი ყურეების ფართო არჩევანს, თავისი შთამბეჭდავი პლაჟებით და გაატარებთ მშვენიერ დროს.

  • თვალწარმტაცი ბუნება

ანტალიის გრძელი სანაპირო ზოლი სავსეა ისეთი პლაჟებით, რომლებიც თვალწარმტაცი მთებითა და კლდეებითაა გარშემორტყმული და საოცარ კონტრასტს ქმნიან ფირუზისფერ წყლებთან. თუ ეძებთ რაიმე განსხვავებულს, აქ არის რამდენიმე ჩანჩქერი, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს.

  • უგემრიელესი კერძები

თურქეთი ცნობილია თავისი ტრადიციული კერძებით და ანტალია საოცარი ადგილია ქვეყნის სამზარეულოს და მისი მრავალფეროვანი გემოს გასაცნობად. კერძები, რომელიც ანტალიაში დასვენების დროს უნდა გასინჯოთ, მოიცავს პიდეს, რომელიც არის თურქული პიცა და მზადდება ბოსტნეულით, ხორცით და ყველით. ასევე თურქული ქაბაბი, როემელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სიაში და სხვა. ასევე იპოვით უამრავი სახის დესერტს, მაგალითად როგორიცაა კუნეფე, რომელიც ყველითა და სიროფით მზადდება.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბათუმი ანტალია ს მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

ბათუმიდან ანტალიის მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა საკმაოდ მარტივად, სახლიდან გაუშვლელადაა შესაძლებელი. ჩვენს საძიებო სისტემაში აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, მიუთითებთ სასურველ თარიღებს და სულ ეს არის. აპლიკაცია რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს რეისებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში გადაავლოთ თვალი ყველა ვარიანტს და არჩევანი თქვენთვის სასურველზე შეაჩეროთ.

ბათუმი–ანტალია: პრაქტიკული გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვამდე

ვინაიდან ბათუმიდან ანტალიამდე პირდაპირი რეისი არ სრულდება, მარშრუტის სწორად შერჩევა როგორც დროზე, ისე ბილეთის ფასზე მნიშვნელოვნად აისახება. ქვემოთ შევკრიბეთ ის პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც ბილეთის დაჯავშნამდე გამოგადგებათ.

აეროპორტები: ბათუმი (BUS) და ანტალია (AYT)

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (BUS) — მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან სამხრეთით დაახლოებით 2 კილომეტრში, ამიტომ ცენტრიდან აეროპორტამდე გზას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ტერმინალი 2019–2021 წლებში გაფართოვდა და დღეს წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონ მგზავრზეა გათვლილი.
  • ანტალიის აეროპორტი (AYT) — ქალაქის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრშია. აეროპორტს სამი ტერმინალი აქვს: ტერმინალი 1 და ტერმინალი 2 საერთაშორისო რეისებს ემსახურება, ცალკე ტერმინალი კი — შიდა ფრენებს. ვინაიდან სტამბოლიდან ანტალიამდე მონაკვეთი თურქეთის შიდა რეისია, ჩაფრენა შიდა ტერმინალში მოხდება — ტრანსფერის ან სასტუმროს ტრანსპორტის დაგეგმვისას ეს გაითვალისწინეთ.

მარშრუტის რამდენიმე ვარიანტი

  • ბათუმი → სტამბოლი (საბიჰა გოქჩენი, SAW) → ანტალია. Pegasus Airlines ბათუმიდან საბიჰა გოქჩენში დაფრინავს და იმავე აეროპორტიდან ანტალიის მიმართულებითაც ასრულებს რეისებს. უპირატესობა — გადაჯდომა ერთ აეროპორტში და, როგორც წესი, ერთი ავიაკომპანიის ერთიანი ბილეთით.
  • ბათუმი → სტამბოლი (IST) → ანტალია. თურქეთის ავიახაზები ბათუმიდან სტამბოლის მთავარ აეროპორტში (IST) დაფრინავს, ანტალიამდე ფრენის გაგრძელებაც იმავე აეროპორტიდან ხდება.
  • თბილისი → ანტალია. საზაფხულო სეზონზე თბილისიდან ანტალიის მიმართულებით პირდაპირი რეისებიც ჩნდება. თუ ბათუმიდან თბილისამდე გადაადგილება არ გაშინებთ, ზოგჯერ ეს ვარიანტი დროშიც და ფასშიც მომგებიანი გამოდის, რადგან გადაჯდომას სრულად გამოტოვებთ.
  • ტრაპიზონის გავლით. ბათუმი სარფის სახმელეთო საზღვრთან ახლოს მდებარეობს, ტრაპიზონის აეროპორტიდან (TZX) კი ანტალიაში პირდაპირ რეისებს Pegasus Airlines და SunExpress ასრულებს. ეს ვარიანტი სახმელეთო გადაადგილებას მოითხოვს, სამაგიეროდ საჰაერო ნაწილი უკვე პირდაპირია.

გადაჯდომა: რას მიაქციოთ ყურადღება

  • ერთი ბილეთი თუ ორი ცალკე ბილეთი. როდესაც ორივე მონაკვეთი ერთ ჯავშანშია, ავიაკომპანია პასუხს აგებს დაგვიანებულ კავშირზე და ბარგიც ხშირად საბოლოო პუნქტამდე ტარდება. ორი ცალკე ბილეთის შემთხვევაში პირველი რეისის დაგვიანება მეორის დაკარგვას ნიშნავს და რისკი მთლიანად მგზავრზეა.
  • მოცდის დრო. სტამბოლის აეროპორტები დიდი და დატვირთულია, ამიტომ 2 საათზე ნაკლები კავშირი სარისკოა. ორი ცალკე ბილეთის შემთხვევაში უმჯობესია 3–4 საათი დატოვოთ.
  • ორი სხვადასხვა აეროპორტი. სტამბოლს ორი აეროპორტი აქვს — IST და საბიჰა გოქჩენი (SAW). ისინი ქალაქის სხვადასხვა მხარესაა და ერთიდან მეორეში გადასვლა ხშირად 2 საათზე მეტს მოითხოვს. ბილეთის შეძენამდე დარწმუნდით, რომ ორივე რეისი ერთი და იმავე აეროპორტიდან სრულდება.
  • ბარგის პირობები. დაბალბიუჯეტიან ტარიფებში ხშირად მხოლოდ ხელბარგია შეტანილი, ჩასატანი ბარგი კი ცალკე ფასიანია. ბილეთების შედარებისას ყოველთვის დაუმატეთ ბარგის ღირებულება — ხანდახან უფრო ძვირი ტარიფი ჯამში იაფი გამოდის.
  • დოკუმენტები. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ვიზა არ სჭირდებათ და 90 დღემდე დარჩენა შეუძლიათ; ქვეყანაში შესვლა პირადობის მოწმობითაც შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ავიაგადაყვანის დროს ავიაკომპანია პასპორტს მაინც შეიძლება მოგთხოვოთ, ამიტომ გამგზავრებამდე თქვენი ავიაკომპანიის პირობები დააზუსტეთ.

ხშირად დასმული კითხვები — ბათუმი ანტალია ავიაბილეთები

არის ბათუმიდან ანტალიამდე პირდაპირი ფრენა?

არა. ბათუმის აეროპორტიდან ანტალიაში პირდაპირი რეისი არ სრულდება — მარშრუტი ერთი გადაჯდომით, ყველაზე ხშირად სტამბოლის გავლით იფარება.

რამდენი დრო სჭირდება ჯამში?

ეს გადაჯდომის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული: მოხერხებული კავშირის დროს მგზავრობა დაახლოებით 5–6 საათს მოიცავს, გრძელი მოცდის შემთხვევაში კი 8–10 საათამდეც იზრდება.

როდის ჯობია ბილეთის შეძენა?

ანტალია ტიპური საზაფხულო მიმართულებაა და ივლის–აგვისტოში მოთხოვნა ყველაზე მაღალია — სწორედ ამ პერიოდზე ჯობია ბილეთი 1.5–2 თვით ადრე აიღოთ. გაზაფხულზე (მაისი–ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი–ოქტომბერი) ფასები შედარებით დაბალია, ამინდი კი დასვენებისთვის სრულიად შესაფერისი.

ბარგი თავისით გადაიტვირთება სტამბოლში?

თუ ორივე რეისი ერთ ჯავშანშია, ბარგი, როგორც წესი, საბოლოო პუნქტამდე ტარდება და სტამბოლში მისი ამოღება არ გჭირდებათ. ორი ცალკე ბილეთის შემთხვევაში ბარგი თითქმის ყოველთვის ხელახლა უნდა ჩაბარდეს.

რა ჯობია — ბათუმიდან გაფრენა თუ თბილისიდან?

თუ სეზონზე თბილისიდან პირდაპირი რეისი ხელმისაწვდომია, ის დროში ხშირად მომგებიანია. არასეზონზე კი ბათუმი–სტამბოლი–ანტალია ვარიანტი უფრო სტაბილურად ხელმისაწვდომია. ორივე შემთხვევაში ჯობია ფასები ერთმანეთს შეადაროთ.

ბათუმიდან ანტალიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge