საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს აღადგენს დაბალბიუჯეტური უნგრული კომპანია Wizzair. ამის შესახებ მინისტრმა ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ წარუდგინა მედიას.
მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ Wizzair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო Wizzair-ს საქართველოში ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გაუქმებული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით სრულდება. პანდემიამდე კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იყო ბაზირებული და რამდენიმე ათეულ რეისს ასრულებდა.
მინისტრის თქმით, მარტში ყველა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა შესრულდება, ზაფხულში კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.
ავიაბილეთები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
სალონიკი | 20 აპრილი 2025 | 24 აპრილი 2025 | Tickets from 202 |
ლარნაკა | 10 ნოემბერი 2025 | 16 ნოემბერი 2025 | Tickets from 250 |
ათენი | 19 მაისი 2025 | 23 მაისი 2025 | Tickets from 301 |
აბუ დაბი | 23 მაისი 2025 | 28 მაისი 2025 | Tickets from 309 |
ბუდაპეშტი | 13 ივნისი 2025 | 17 ივნისი 2025 | Tickets from 336 |
ვარშავა | 1 ივნისი 2025 | 5 ივნისი 2025 | Tickets from 382 |
ფრანკფურტი | 23 მაისი 2025 | 26 მაისი 2025 | Tickets from 408 |
ბარსელონა | 20 მაისი 2025 | 26 მაისი 2025 | Tickets from 418 |
მილანი | 19 აპრილი 2025 | 23 აპრილი 2025 | Tickets from 418 |
აკტაუ | 6 აგვისტო 2025 | 8 აგვისტო 2025 | Tickets from 419 |