ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით

ბოდრუმი

ანტიკური ჰალიკარნასის ნანგრევებზე აგებული ბოდრუმი ძველი ცივილიზაციების ნაკვალევს ახლაც ინახავს. ქალაქი, სადაც მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ჰალიკარნასის მავზოლეუმი მდებარეობდა, თანამედროვე თურქეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა.

ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით – მხოლოდ ეს არის საჭირო მისი მიმზიდველობის სრულად შესაცნობად. მაგიური გარემო, რასაც უძველესისა და ახლის შერწყმა ქმნის მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ბოდრუმი   ღირსშესანიშნაობების ხილვასთან ერთად კარგი გართობის შესაძლებლოსაც იძლევა.

ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში აგებული ამფითეატრი, რომელიც 13 000 ადამიანს იტევს და კვლავ გამოიყენება კონცერტებისა და ფესტივალების მოსაწყობად, ბოდრუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

ბოდრუმში იხილავთ მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთერთის, მავზოლეუმის ნანგრევებს, რომლის დიდებულებამ წარსულში ალექსანდრე მაკედონელიც აღარფრთოვანა.

ქალაქის ყველაზე სანახაობრივი ღირსშესანიშნაობაა მე-15 საუკუნეში აგებული ციხესიმაგრე. ბოდრუმის სიმბოლოდ წოდებული ციხე-კოშკში ახლა წყალქვეშა არქეოლოგოური მუზეუმია მოწყობილი. სადაც ნახავთ უძველეს მინის ნამუშევრებს, ჩაძირულ გემებსა და ქანდაკებებს, თურქულ აბაზანებს, უძველეს ბერძნულ, რომაულ ამფორებს.

ქალაქის ღირშესანიშნეობებს შორის არის ქარის წისქვილები. თეთრად შეფერილი 7 წისქვილი მთის თავზეა განლაგებული, საიდანაც მთელი ბოდრუმი მოჩანს.

განტვირთვისა და დასვენებისთვის ეგეოსის ზღვის სანაპიროები საუკეთესო საშუალებაა, სუფთა და გამჭვირვალე ზღვის წყალი მხოლოდ საცურაოდ გამოიყენება, გემების შესვლა აკრძალულია, რაც დამსვენებლებისთვის მეტად უსაფრთხო გარემოს ქმნის.

ბოდრუმი არაჩვეულებრივია დამწყები და პროფესიონალი მყვინთავებისთვის. წყლაში ხილვადობა 40 მეტრის სიღრმეზეც კი კარგია და დამსვენებელს შეუძლია იხილოს რვაფეხები, ზღვის ცხენები და სხვა წყალქვეშა ცხოველები.

ბოდრუმი გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებსაც არ ტოვებს გულგრილს, ქალაქში კაფეები, ბარები და რესტორნები ოცდაოთხი საათის განმვლობაში ღიაა დამსვენებლებისთვის.

Kocadon-ის რესტორანი შორს არის ქალაქის ხმაურისგან. ბანანისა და პალმის ხეების გარემოცვაში, სანთლის შუქზე, ხის სკამზე მოკალათებული შეძლებთ მოიწყოთ რომანტიკული სადილი და დააგემოვნოთ შოკოლადის შებერტი.

Vira’s Restaurant-ი კი არაჩვეულებრივი ადგილია თურქული სამზარეულოს დასაგემოვნებლად, თუმცა შეძლებთ პასტა, ზღვის პროდუქტები, სტეიკი, პიცაც მიირთვათ.

ბოდრუმში გელოდებათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღიაცისქვეშ განთავსებული ღამის კლუბი Halikarnas-ი. იმ შემთხვევაში თუკი ღამის ცხოვრებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ხართ.

ქალაქი სრულად ერგება დამსვენებელთა მრავალფეროვან გემოვნებას. ბოდრუმში ყველაფერია, რაც დასვენებას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს, სანახაობა, აქტივობები, გართობა, მზე, ზღვა, სანაპირო. საჭიროა თავისუფალი დრო და ავიაბილეთები ეგეოსის ზღვის ულამაზესი ქალაქის, ბოდრუმის მიმართულებით.

თბილისი ბოდრუმი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 მარტი 20265 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 661 -დან
1 აპრილი 20265 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 533 -დან
13 მაისი 202629 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 575 -დან
6 ივნისი 202610 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 727 -დან
13 ივლისი 202619 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 723 -დან
24 აგვისტო 202630 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 737 -დან
1 სექტემბერი 20266 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 740 -დან
17 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 672 -დან
ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge