Air Astana / ავიაკომპანია ეარ ასტანა

ავიაკომპანია air astana

Air Astana ყაზახეთის მთავარი და უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მთავარი შტაბ ბინა მდებარეობს ალმაატის და ნურ-სულთანის საერთაშორისო აეროპორტებში. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა 2002 წლის 15 მაისს განახორციელა. დღეისათვის კი მისი მიმართულებების რაოდენობა 70-ს აღწევს.

მიმართულებები:

ეარ ასტანა ფრენებს ალმაატასა და ნურ-სულთანის საერთაშორისო აეროპორტებიდან 64 ახორცილებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე. რეისების უმრავლესობა აზიის ქვეყნებში სრულდებია. ესენია : თბილისი , ბათუმი , ამსტერდამი, ანტალია, სტამბოლი, ფრანკფუტში, ლონდონი, პარიზი, ბაქო, დუბაი, ბანკოკი, ტაილანდი, კორეა, მალაიზია, ჩინეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და სხვ.

ეარ ასტანას ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა3 სექტემბერი 20257 სექტემბერი 2025Air AstanaTickets from 969
ატირაი24 აგვისტო 202531 აგვისტო 2025Air AstanaTickets from 620
ასტანა15 აგვისტო 202522 აგვისტო 2025Air AstanaTickets from 989

 

Air Astana ფლოტი:

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Boeing 767, Airbus A320neo, Airbus A321, Airbus A321neo, A321neo LR და Embraer E190-E2 საჰაერო ხომალდებისაგან. Air Astana -ს ამჟამად სულ 29 თვითმფრინავს ჰყავს.

ყაზახური ავიაკომპანიას აქვს უამრავი ჯილდო მიღებული. მათ შორის:

Sky Choice Travel -ის ჯილდო, წლის საუკეთესო ავიაკომპანია მგზავრთა მომსახურებისა და პროდუქტის ინოვაციაში (2024); APEX -ის ჯილდო საუკეთესო სერვისისთვის და საუკეთესო გასართობისთვის ბორტზე მგზავრობისას ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში (2023); APEX -ის ხუთ ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის ჯილდო (2023); საუკეთესო ავიაკომპანია ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში Skytrax World Airline Awards -ის მიხედვით (2022, 2023).

Air Astana ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი:

  • უსაფრთხოების მიზნით ავიაკომპანიას ხელბარგის ზომები შეზღუდული აქვს და ეკონომ და პრემიუმ კლასის მგზავრებისთვის ბარგის დასაშვები ზომა არ უნდა აღემატებოდეს 56 x 45 x 25 სმ-ს  და არ უნდა იწონიდეს 8 კგ-ზე მეტს.
  • ხოლო, ბიზნეს კლასის მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 2 ცალი ბარგი – 56 x 45 x 25 სმ და 8 კგ მაქსიმალური ზომა-წონით.

ჩსაბარებელი ბარგი:

ბარგის ზომა და წონა განსხვავდება სალონის ტიპის მიხედვით:

  • Business Class – 2 ცალი ბარგი 32 კგ-მდე თითოეული
  • Economy Sleeper – 2 ცალი ბარგი 23 კგ-მდე თითო
  • Economy Class – 1 ცალი ბარგი 23 კგ-მდე

თითოეული ბარგის საერთო ზომა (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე) არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.

რეგისტრაცია / Check in

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ფრენამდე 36 საათით ადრე და სრულდება გამგზავრებამდე 1 საათით ადრე.

ხოლო, რაც შეეხება აეროპორტში რეგისტრაციას, იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე 1 საათით ადრე და სრულდება რეისის გაფრენამდე 15 წუთით ადრე.

შეიძინეთ Air Astana -ს ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge