ქუთაისი ვენა ავიაბილეთები / kutaisi vena

ქუთაისი ვენა
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

გსურთ შეიძინოთ ავიაბილეთები ქუთაისი ვენა ს მიმართულებით? მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგეთ რა უნდა იცოდეთ მანამდე, სანამ ვენის ავიაბილეთებს შეიძენთ.

ქუთაისი ვენა

 

ვენა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთი-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. ულამაზესი არქიტექტურა, საინტერესო ისტორია და კულტურა ამ ქალაქის მთავარი ხიბლია. ვენა ნამდვილად არის ის ქალაქი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულო, თუ ნამდვილი მოგზაური ხარ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ვენა ს მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტი -დან ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენას უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Wizz Air -ი ასრულებს. ავიაკომპანია კვირაში რამდენიმე სიხშირით ასრულებს ფრენას ქუთაისის აეროპორტსა და ვენის საერთაშორისო აეროპორტებს შორის. wizz air kutaisi – ი ვენის მიმართულებით საკმაოდ იაფ ავიაბილეთებს გვთავაზობს.

Wizz Air – ის ავიაბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ:

ავიაბილეთის ღირებულებაში შედის 10კგ. ხელბარგი, ზომებით: 40x30x20. ასევე, შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ 10კგ, 20კგ, და 32 კგ ჩასაბარებელი ბარგი.

ფრენამდე 48 საათით ადრე აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია და მიიღოთ ჩასხდომის ბარათი, რათა აეროპორტში არ მოგიწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა.

ავიაბილეთის გაუქმების ან გადაცვლის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა, რომლის ოდენობა დამოკიდებულია გამგზავრებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ვენამდე ?

ქუთაისიდან ვენამდე ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთია.

როდის არის საუკეთესო დრო ვენაში გასამგზავრებლად?

ვენაში გასამგზავრებლად საუკეთესო დრო როგორც ამინდების, ისე ბიუჯეტის მხრივ აპრილი-მაისის და სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდია. ამ დროს ტემპერატურა საკმაოდ სასიამოვნო და ფასებიც მისაღებია. რაც შეეხება ზაფხულს, ამ დროს ქალაქს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს და ფასები საკმაოდ მაღალია.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ვენა ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

ქუთაისი ვენის ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

ვენის აეროპორტი და როგორ მივიდეთ ქალაქის ცენტრამდე

ქუთაისიდან გამოსული რეისები ვენის საერთაშორისო აეროპორტში (VIE, შვეხატი) ჯდება, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 18 კილომეტრით არის დაშორებული. აეროპორტიდან ცენტრამდე მისვლის რამდენიმე მოსახერხებელი გზა არსებობს:

  • CAT (City Airport Train) – ექსპრეს-მატარებელი, რომელიც გაჩერებების გარეშე დაახლოებით 16 წუთში მიგიყვანთ სადგურ Wien Mitte-მდე.
  • ÖBB-ის მატარებლები (S-Bahn და Railjet) – უფრო იაფი ვარიანტი; ქალაქის ცენტრამდე ან მთავარ სადგურამდე (Wien Hauptbahnhof) მგზავრობას დაახლოებით 15–25 წუთი სჭირდება.
  • Vienna Airport Lines-ის ავტობუსები – აეროპორტს პირდაპირ აკავშირებს ქალაქის რამდენიმე მთავარ წერტილთან.
  • ტაქსი ან გადაყვანის სერვისი – ყველაზე კომფორტული, თუმცა ყველაზე ძვირი ვარიანტია, განსაკუთრებით თუ ბევრი ბარგი გაქვთ.

რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

  • ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა: აეროპორტი ქუთაისის ცენტრიდან დაახლოებით 14 კილომეტრშია. თბილისიდან და ბათუმიდან აეროპორტამდე რეისების განრიგზე მორგებული ავტობუსები (Georgian Bus) დადის, ამიტომ ავტობუსის ბილეთიც წინასწარ დაჯავშნეთ.
  • დროის სხვაობა: ვენა საქართველოს დროს ზამთარში 3 საათით, ხოლო ზაფხულში 2 საათით ჩამორჩება.
  • ვალუტა: ავსტრიაში ევრო მოქმედებს. ბარათით გადახდა თითქმის ყველგან შეიძლება, თუმცა მცირე ოდენობის ნაღდი ფულიც იქონიეთ.
  • როზეტები: ავსტრიაში იგივე ტიპის როზეტები (F ტიპი, 230 ვ) გამოიყენება, რაც საქართველოში, ამიტომ ადაპტერი არ დაგჭირდებათ.
  • საზღვრის გავლა: ავსტრია შენგენის ზონის წევრია. შენგენის ზონაში შესვლისას მოქმედებს ელექტრონული სისტემა EES, რომლის ფარგლებშიც საზღვარზე თითის ანაბეჭდს და ფოტოს გიღებენ. გამგზავრებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ შესვლის მოქმედი წესები და დოკუმენტების მოთხოვნები, რადგან ისინი შეიძლება შეიცვალოს.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი რეისი ქუთაისიდან ვენაში?

დიახ, ქუთაისიდან ვენამდე პირდაპირ რეისებს Wizz Air ასრულებს. რეისების სიხშირე სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ კონკრეტული თარიღებისთვის განრიგი ჩვენს საძიებო სისტემაში შეამოწმეთ.

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა?

პირდაპირი ფრენა დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი გრძელდება. გადაჯდომით მოგზაურობას (მაგალითად, სტამბოლის გავლით) გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

რა ღირს ქუთაისი ვენის ავიაბილეთი?

ფასი დამოკიდებულია სეზონზე, თარიღზე და იმაზე, რამდენად ადრე ყიდულობთ ბილეთს. ყველაზე დაბალი ფასები, როგორც წესი, ადრეული დაჯავშნისას და არასეზონურ პერიოდში გვხვდება, ზაფხულში და დღესასწაულებზე კი ბილეთები ძვირდება. მიმდინარე ფასები ზემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ.

რა ბარგის წაღება შეიძლება უფასოდ?

Wizz Air-ის საბაზისო ტარიფი მხოლოდ ერთ პატარა ჩანთას მოიცავს, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს. დიდი ხელბარგი (ტროლეი) და ჩასაბარებელი ბარგი დამატებით იყიდება – ჯობია ეს ბილეთის ყიდვისთანავე გააკეთოთ, რადგან აეროპორტში გაცილებით ძვირი ჯდება.

რა გავაკეთო, თუ ქუთაისიდან სასურველ თარიღზე რეისი არ არის?

შეამოწმეთ ფრენები თბილისის აეროპორტიდანაც – იქიდან ვენაში მოხვედრა გადაჯდომით შეიძლება და ხშირად მეტი არჩევანი გაქვთ თარიღებისა და ფასების მხრივ.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge