Air Astana ყაზახეთის მთავარი და უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მთავარი შტაბ ბინა მდებარეობს ალმაატის და ნურ-სულთანის საერთაშორისო აეროპორტებში. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა 2002 წლის 15 მაისს განახორციელა. დღეისათვის კი მისი მიმართულებების რაოდენობა 70-ს აღწევს.
მიმართულებები:
ეარ ასტანა ფრენებს ალმაატასა და ნურ-სულთანის საერთაშორისო აეროპორტებიდან 64 ახორცილებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე. რეისების უმრავლესობა აზიის ქვეყნებში სრულდებია. ესენია : თბილისი , ბათუმი , ამსტერდამი, ანტალია, სტამბოლი, ფრანკფუტში, ლონდონი, პარიზი, ბაქო, დუბაი, ბანკოკი, ტაილანდი, კორეა, მალაიზია, ჩინეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და სხვ.
ეარ ასტანას ავიაბილეთები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 6 მაისი 2025 | 14 მაისი 2025 | Tickets from 938 |
Air Astana ფლოტი:
ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Boeing 767, Airbus A320neo, Airbus A321, Airbus A321neo, A321neo LR და Embraer E190-E2 საჰაერო ხომალდებისაგან. Air Astana -ს ამჟამად სულ 29 თვითმფრინავს ჰყავს.
ყაზახური ავიაკომპანიას აქვს უამრავი ჯილდო მიღებული. მათ შორის:
Sky Choice Travel -ის ჯილდო, წლის საუკეთესო ავიაკომპანია მგზავრთა მომსახურებისა და პროდუქტის ინოვაციაში (2024); APEX -ის ჯილდო საუკეთესო სერვისისთვის და საუკეთესო გასართობისთვის ბორტზე მგზავრობისას ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში (2023); APEX -ის ხუთ ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის ჯილდო (2023); საუკეთესო ავიაკომპანია ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში Skytrax World Airline Awards -ის მიხედვით (2022, 2023).
Air Astana ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი:
- უსაფრთხოების მიზნით ავიაკომპანიას ხელბარგის ზომები შეზღუდული აქვს და ეკონომ და პრემიუმ კლასის მგზავრებისთვის ბარგის დასაშვები ზომა არ უნდა აღემატებოდეს 56 x 45 x 25 სმ-ს და არ უნდა იწონიდეს 8 კგ-ზე მეტს.
- ხოლო, ბიზნეს კლასის მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 2 ცალი ბარგი – 56 x 45 x 25 სმ და 8 კგ მაქსიმალური ზომა-წონით.
ჩსაბარებელი ბარგი:
ბარგის ზომა და წონა განსხვავდება სალონის ტიპის მიხედვით:
- Business Class – 2 ცალი ბარგი 32 კგ-მდე თითოეული
- Economy Sleeper – 2 ცალი ბარგი 23 კგ-მდე თითო
- Economy Class – 1 ცალი ბარგი 23 კგ-მდე
თითოეული ბარგის საერთო ზომა (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე) არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.
რეგისტრაცია / Check in
ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ფრენამდე 36 საათით ადრე და სრულდება გამგზავრებამდე 1 საათით ადრე.
ხოლო, რაც შეეხება აეროპორტში რეგისტრაციას, იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე 1 საათით ადრე და სრულდება რეისის გაფრენამდე 15 წუთით ადრე.