კატოვიცე თბილისი ავიაბილეთები katovice tbilisi

katovice tbilisi
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

katowice tbilisiთუ ეძებთ ავიაბილეთებს კატოვიცე თბილისი –ს მიმართულებით, გაეცანით სტატიას და გაიგეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს კატოვიცე თბილისი ს მიმართულებით?

კატოვიცედან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით ფრენებს პოლონური ავიახაზები გვთავაზობს, რომელიც რეისს ვარშავის აეროპორტის გავლით ახორციელებს.

ტრანზიტული რეისის აწყობა, ასევე შეგიძლიათ შემდეგნაირად: კატოვიცეს – პიჟოვიცას აეროპორტიდან KLM -ით გაემგზავრებით ამსტერდამის აეროპორტში, იქედან კი ფრენას თბილისამდე airzena -ს რეისით განაგრძობთ.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

 

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა კატოვიცედან თბილისამდე?

katovice tbilisi -ს მიმართულებით ტრანზიტული ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის დროსა და ავიაკომპანიაზე. გადაჯდომის ხანგრძლივობა საშუალოდ იწყება 1 საათიდან 4-5 საათამდე.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ თუ ავიაბილეთების შეძენას ონლაინ გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციოთ ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობას. თუ პირველად იმყოფებით ამა თუ იმ აეროპორტში, დრო მინიმუმ 2-3 საათი უნდა იყოს, რომ რეისზე არ დაგაგვიანდეთ და თავიდან აიცილოთ სხვა სახის შეფერხება.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები კატოვიცე თბილისი ს მიმართულებით?

კატოვიცე თბილისი ფრენები

  • ავიაბილეთები შეიძინეთ 1.5-2 თვით ადრე, რადგან ავიაკომპანიები სწორედ ამ პერიოდში გვთავაზობენ ყველაზე დაბალ ფასებს.
  • გასამგზავრებლად შეარჩიე კვირის სამუშაო დღეები, რადგან ავიაბილეთები ამ პერიოდში შედარებით იაფია, ვიდრე შაბათ-კვირას.
  • ერთდროულად შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი. ამ დროს ავიაკომპანიები შედარებით დაბალ ფასს გვთავაზობენ.
  • არჩევანი შეაჩერეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაზე. 
  • თან წაიღეთ მხოლოდ ხელბარგით.
  • მოგზაურობისთვის აირჩიეთ არასეზონური პერიოდი.

კატოვიცედან თბილისის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივად, ონლაინაა შესაძლებელი, ამას კი ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით შეძლებთ. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღები და ჩვენი სისტემა მომენატალურად შემოგთავაზებთ როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ ფრენებს, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

პირდაპირი ფრენა კატოვიცედან ქუთაისში — ალტერნატიული მარშრუტი

კატოვიცე თბილისი ს მიმართულებით პირდაპირი რეისი არ სრულდება, თუმცა საქართველოში პირდაპირ ჩასვლა მაინც შესაძლებელია: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air კატოვიცეს – პიჟოვიცეს აეროპორტიდან (KTW) ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში (KUT) პირდაპირ დაფრინავს. ფრენა დაახლოებით 4 საათი გრძელდება, რეისების სიხშირე კი სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ კონკრეტული თარიღები ძებნის დროს ყოველთვის გადაამოწმეთ.

ქუთაისის აეროპორტიდან თბილისამდე დაახლოებით 220-230 კილომეტრია. გადაადგილების ვარიანტები:

  • რეისებზე მორგებული ავტობუსი, რომელიც აეროპორტიდან პირდაპირ თბილისში მიდის – გზას დაახლოებით 4 საათი სჭირდება;
  • ტრანსფერი ან ტაქსი – უფრო სწრაფი, თუმცა შედარებით ძვირი ვარიანტი;
  • ავტობუსი ან მატარებელი ქუთაისის ცენტრიდან თბილისამდე.

თუ ბილეთების ფასებში მნიშვნელოვანი სხვაობაა, ქუთაისში ჩასვლა და შემდეგ სახმელეთო გადაადგილება ხშირად უფრო ხელსაყრელი გამოდის, ვიდრე ტრანზიტული ფრენა თბილისამდე.

რა გაითვალისწინოთ ავიაბილეთის დაჯავშნის დროს

  • ბარგი. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბილეთში, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგი შედის – სავარძლის ქვეშ მოსათავსებელი ჩანთა. დიდი ხელბარგი და ჩასაბარებელი ბარგი დამატებით ფასიანია, ამიტომ ფასები სწორედ ბარგის დამატების შემდეგ შეადარეთ.
  • ერთიანი ჯავშანი. ვარშავის ან ამსტერდამის გავლით მგზავრობის დროს დარწმუნდით, რომ ორივე რეისი ერთ ჯავშანშია. ამ შემთხვევაში ბარგი საბოლოო პუნქტამდე გადადის და რეისის დაგვიანებისას ავიაკომპანია თავად უზრუნველყოფს შემდეგ რეისზე გადასხდომას. ცალ-ცალკე შეძენილი ბილეთების დროს ეს პასუხისმგებლობა მგზავრზე რჩება.
  • ვარშავის ორი აეროპორტი. ვარშავას ორი აეროპორტი აქვს – შოპენის (WAW) და მოდლინის (WMI). ბილეთში ყოველთვის გადაამოწმეთ, რომელია მითითებული, რადგან მათ შორის გადაადგილებას დამატებითი დრო სჭირდება.
  • დროის სხვაობა. საქართველოში დრო პოლონეთზე ზამთარში 3 საათით, ზაფხულში კი 2 საათით წინაა, რადგან საქართველო საათის ისრებს არ გადაწევს. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია ჩასვლის დროის დაგეგმვისას.
  • დოკუმენტები. გამგზავრებამდე გადაამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა და მიმართულებისთვის საჭირო სავიზო მოთხოვნები.

ხშირად დასმული კითხვები

სრულდება თუ არა პირდაპირი ფრენა კატოვიცედან თბილისში?

არა, კატოვიცედან თბილისში პირდაპირი რეისი არ სრულდება. თბილისამდე ტრანზიტით – მაგალითად, ვარშავის ან ამსტერდამის გავლით – მიფრინავთ, ან პირდაპირი რეისით ქუთაისში ჩადიხართ და თბილისამდე სახმელეთო ტრანსპორტით აგრძელებთ გზას.

რამდენ ხანს გრძელდება მგზავრობა ტრანზიტული რეისით?

სუფთა ფრენის დრო ჯამში დაახლოებით 4-5 საათია, საერთო ხანგრძლივობა კი ტრანზიტის დროზეა დამოკიდებული: 2-3-საათიანი შეერთებით მგზავრობა ჯამში 7-8 საათამდე გრძელდება, გრძელი შეერთების შემთხვევაში კი მეტიც.

როდის ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

ყველაზე ხელსაყრელი ფასები, როგორც წესი, გამგზავრებამდე 1.5-2 თვით ადრეა. სეზონზე – ზაფხულში და საახალწლო პერიოდში – ბილეთები უფრო სწრაფად იწურება, ამიტომ ამ დროისთვის ჯავშანი კიდევ უფრო წინასწარ გააკეთეთ.

რომელ აეროპორტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კატოვიცე – პიჟოვიცეს აეროპორტი (KTW), თბილისი – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (TBS), ქუთაისი – დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (KUT).

რომელი მიმართულება ჯობია – თბილისი თუ ქუთაისი?

თუ საბოლოო დანიშნულების პუნქტი თბილისია, ტრანზიტული ფრენა თბილისამდე უფრო კომფორტულია. თუ მიზანი დასავლეთ საქართველოა – ქუთაისი, ბათუმი ან ზემო სვანეთი – ქუთაისში პირდაპირი ჩასვლა დროსაც და ფულსაც დაგიზოგავთ.

კატოვიცედან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge