თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულებით ახალი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ეს მიმართულებებია: მინსკი, სტამბოლი, თელ-ავივი და კიევი. ჩარტერული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
თბილისი-მინსკი: 17 და 24 სექტემბერი , ავიაკომპანია Belavia
თბილისი-თელ-ავივი: 15 და 23 სექტემბერი, ავიაკომპანია Israir Airlines
თბილისი-სტამბოლი: 13,20 და 27 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines
თბილისი-კიევი: 23 და 30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines
აღსანიშნავია, რომ მგზავრების ტრანსპორტირება მხოლოდ თბილისიდან მოხდება.