თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი ჩარტერული რეისი დაინიშნა. აღნიშნული რეისები საკმაოდ მოთხოვნადია და საქართველოს მოქალაქეებს უკვე საშუალება ექნებათ ამ მიმართულებებზე შეიძინონ ავიაბილეთები. ეს მიმართულებებია – მადრიდი და ვარშავა.
თბილისის აეროპორტიდან მადრიდის მიმართულებით ჩარტერული ფრენა 18 სექტემბერს შესრულდება. ავიარეისს ესპანური ავიაკომპანია Air Europa განახორციელებს. გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18-ში 21:00 საათზე იქნება, თვითმფრინავი მადრიდში კი 01:50 საათზე ჩაფრინდება მადრიდის დროით.
აღნიშნული რეისით სარგებლობა შესაძლებელია ტრანზიტული მიზნითაც.
რაც შეეხება მეორე რეისს, ვარშავის მიმართულებით ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines-ი განახორციელებს. ავიარეისი 19 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. გამგზავრება თბილისის აეროპორტიდან 10:00 საათზე იქნება და ვარშავაში პოლონეთის დროით 11:45 საათზე ჩაფრინდება თვითმფრინავი.
ავიაბილეთის ღირებულებაში შესული იქნება 8კგ. ხელბარგი და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი.