Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

ქუთაისი დუბაი ავიაბილეთები kutaisi dubai

kutaisi dubai

დუბაი არის 21-ე საუკუნის ბრწყინვალე და ძალიან საინტერესო ქალაქი, რომელიც სწრაფად ვითარდება როგორც გლობალური ბიზნესის კუთხით, ასევე ტურისტული მიმართულებით. მისი შთამბეჭდავი ცათამბჯენებით და მრავალი აქტივობით, ნამდვილად ისიამოვნებთ თქვენი მოგზაურობით მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისი დუბაი -ს მიმართულებით და მოინახულე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებსქუთაისი დუბაი ს მიმართულებით?

ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება, თუმცა შესაძლებელია ააწყოთ რეისი, რის შემთხვევაშიც, მხოლოდ ერთი გადაჯდომით მოხვდებით დამიშნულების ადგილზე.

ფრენას ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზეარი ასრულებს, რომელიც ვარშავაში ჩაგიყვანთ, იქედან კი დუბაის აეროპორტამდე FlyDubai -ს რეისით გაემგზავრებით.

ასევე wizzair -ის რეისით შეგიძლიათ ჩაფრინდეთ ლარნაკაში, იქედან კი Cyprus Airways -ით პირდაპირ დუბაიში გაემგზავროთ. ან ისარგებლოთ რიგის აეროპორტით, საიდანაც ფრენაბს AirBaltic -ი შემოგთავაზებთ.

საუკეთესო ვარიანტი კი Wizz Air -ით აბუ-დაბის აეროპორტში ჩაფრენაა, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისით მოხვდებით, იქედან კი დუბაის ცენტრამდე შეგიძლიათ ავტობუსით ან ტაქსით გაემგზავროთ.

ქუთაისი დუბაი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 2 020 -დან
3 ნოემბერი 20265 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 371 -დან
9 ნოემბერი 202610 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 516 -დან
11 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 1 587 -დან
12 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 549 -დან
15 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 749 -დან
16 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 310 -დან
23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 521 -დან
24 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 392 -დან
26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 364 -დან
3 დეკემბერი 20268 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 248 -დან
4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20263 Გაჩერებაავიაბილეთები 1 439 -დან
5 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20263 Გაჩერებაავიაბილეთები 1 361 -დან
10 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 483 -დან
21 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 402 -დან
25 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 1 885 -დან
27 დეკემბერი 20263 იანვარი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 750 -დან
30 დეკემბერი 20269 იანვარი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 2 026 -დან
4 იანვარი 202711 იანვარი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 689 -დან
8 იანვარი 202715 იანვარი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 252 -დან
16 იანვარი 202721 იანვარი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 053 -დან
13 თებერვალი 202720 თებერვალი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 428 -დან
12 მარტი 202717 მარტი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 321 -დან
27 მაისი 20271 ივნისი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 218 -დან
29 მაისი 20271 ივნისი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 1 218 -დან

 

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით?

ფრენის ხანგრძლივობა აწყობილი რეისების შემთხვევაში 10-12 საათია, რაც შეეხება აბუ დაბიმდე ფრენას 3 საათი და 30 წუთია.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, თუ ფრენას გადაჯდომით ააწყობთ, მოცდის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 საათი მაინც უნდა იყოს, რადგან თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.

რა უნდა მოინახულოთ დუბაიში?

დუბაის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის სავიზიტო ბარათი ბურჯ ხალიფაა, რომელიც სიმაღლეში 828 მ-ია და ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში. ეს დიდებული ნაგებობა მდებარეობს ქალაქის გულში და შესანიშნავი ხედები იშლება შენობის ზემოდან მთელს ქალაქზე.

ბურჯ ხალიფას ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქორეოგრაფიული შადრევანი, რომელიც ჰაერში 150 მეტრის სიმაღლეზე აღწევს და დროთა განმავლობაში მუსის თანხლებით ასრულებს მოძრაობებს.

რაც შეეხება პალმა ჯუმეირას, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნურად შექმნილი კუნძული და გვთავაზობს მაღალი კლასის სასტუმროების უზარმაზარ ასორტიმენტს.

დუბაის ცენტრის თანამედროვე ქუჩებიდან 20 წუთზე ნაკლებ სავალზე კი მდებარეობს მისტიკით სავსე არაბეთის უდაბნო, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ დუბაიში ყოფნისას და ისიამოვნოთ იმ შესანიშნავი აქტივობებით, რითაც ის ყველა მნახველს ხიბლავს და დაუვიწყარი შთაბეჭდილელებით ავსებს.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი დუბაი ს მიმართულებით?

kutaisi dubai  -ს მიმართულებით ავიაბილეთების შეძენას ონლაინ, საკმაოდ მარტივად შეძლებთ. ამისათვის კი, საიტის საძიებო სისტემაში მიუთითებთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, აირჩევთ მგზავრობისათვის სასურველ თარიღებს და დააწვებით “ძებნა”-ს. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიის რეისეს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ სივრცეში, მარტივად გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ ვარიანტს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი რეისი ფასებისა და თარიღების გათვალისწინებით. 

ქუთაისი დუბაის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ქუთაისი–დუბაი: მარშრუტის ძირითადი ინფორმაცია

ალტერნატიული ვარიანტი — პირდაპირი ფრენა თბილისიდან

იმის გამო, რომ ქუთაისიდან დუბაიში პირდაპირი რეისი არ სრულდება, ბევრი მგზავრი ბილეთს თბილისის აეროპორტიდან იძენს. თბილისიდან (TBS) დუბაიში (DXB) პირდაპირ ფრენას ავიაკომპანია flydubai ასრულებს; მანძილი დაახლოებით 2 060 კილომეტრია და ჰაერში გატარებული დრო დაახლოებით 3 საათსა და 10 წუთს შეადგენს.

ქუთაისიდან თბილისამდე ავტობუსით, მატარებლით ან ავტომობილით რამდენიმე საათში ჩახვალთ, ამიტომ ღირს ორი ვარიანტის შედარება: გადაჯდომიანი რეისი ქუთაისიდან და პირდაპირი რეისი თბილისიდან. შეადარეთ არა მხოლოდ ბილეთის ფასი, არამედ მთლიანი დრო, ტრანსფერის ხარჯი და ბარგის საფასური.

სავიზო რეჟიმი და საჭირო დოკუმენტები

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის მოქმედებს ურთიერთშეთანხმება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ: საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული მიზნით დუბაიში ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში ჯამში 90 დღემდე დარჩენა შეუძლიათ.

სავიზო წესები დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ გამგზავრებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში. თუ მარშრუტს გადაჯდომით აწყობთ — მაგალითად ვარშავის ან ლარნაკის გავლით — წინასწარ გაეცანით ტრანზიტის წესებს და გაითვალისწინეთ, დაგჭირდებათ თუ არა ტრანზიტული ზონის დატოვება.

ბარგი და გადაჯდომა — რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როდის ჯობია დუბაიში გამგზავრება

ხშირად დასმული კითხვები

სრულდება თუ არა პირდაპირი ფრენა ქუთაისი–დუბაი?

არა. ამ მიმართულებით პირდაპირი რეისი არ არის და მარშრუტს ერთი გადაჯდომით აწყობთ. პირდაპირი ფრენა დუბაიში თბილისის აეროპორტიდან სრულდება.

სჭირდება საქართველოს მოქალაქეს ვიზა დუბაიში?

ტურისტული მიზნით — არა. მოქმედი შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საემიროებში ჯამში 90 დღემდე დარჩენა ვიზის გარეშე შეუძლია.

რამდენი ხანი გრძელდება ფრენა?

თბილისი–დუბაის პირდაპირი ფრენა დაახლოებით 3 საათი და 10 წუთია. ქუთაისიდან გადაჯდომიანი მარშრუტი ბევრად მეტ დროს მოითხოვს და მთლიანი ხანგრძლივობა გადაჯდომის დროზეა დამოკიდებული.

არის დროის სხვაობა საქართველოსა და დუბაის შორის?

არა, დროის სხვაობა არ არის — ორივე UTC+4 სარტყელშია.

რომელ აეროპორტში ჩავფრინდები?

ძირითადად დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB). ზოგი რეისი ალ მაქთუმის აეროპორტს (DWC) იყენებს, ამიტომ ჯავშნის გაფორმებამდე აეროპორტის კოდი გადაამოწმეთ.

Exit mobile version