26-28 აგვისტოს ქუთაისის აეროპორტში ჩამოსულ არაბეთის გაერთიანებული საემიროის 100 საერთაშორისო ბლოგერს, ინფლუენსერსა და მედიაწარმომადგენელს, თავიანთ მეწყვილეებთან ერთად უმასპინძლებს, რომლებიც რეგიონის ღირშესანიშნაობებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებს, გასტრო სახლებსა და დაცულ ტერიტორიებს ესტუმრენიან.
სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მსგავსი მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი განხორციელდება.
პროექტი „GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტი ითვალისწინებს ინფო-ტურს, რომლის მონაწილეები გამომგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.
პროექტში მონაწილეობის 600-მდე მსურველიდან შეირჩა 100 ადამიანი, რომლებიც მეწყვილეებთან ერთად 3 დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან.
კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინფლუენსერებსა და ბლოგერებს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან აფრინდა, დანიშნულების ადგილი კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფო-ტური პირველად ხორციელდება საქართველოში. პროექტის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა – საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს – ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის შედეგად ავიაკომპანია ქუთაისი-აბუ დაბის რეისებზე სიხშირეების გაზრდას ვარაუდობს.