Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისი გდანსკი ავიაბილეთები tbilisi gdanski

tbilisi gdanski

tbilisi to gdanskმიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია თბილისი გდანსკი -ს მიმართულებით ფრენებზე. გაეცანი სტატიას და დაგეგმე მოგზაურობა მარტივად.

გდანსკი არის ლამაზი, ენერგიული და ისტორიით სავსე ქალაქი პოლონეთში. ძველი პოლონური ქალაქებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი არქიტექტურის გარდა, ის ასევე შესანიშნავი ადგილია წყლის მოყვარულთათვის, რადგან ის მდებარეობს მდინარე მოტლავაზე, ბალტიის ზღვასთან ძალიან ახლოს. აქ მდინარის სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ასევე ეწყობა კრუიზებიც, რომლებიც ახლომდებარე ქალაქ სოპოტში ან ჰელის ნახევარკუნძულზე მოგახვედრებთ, რაც შესანიშნავი გასეირნება იქნება ერთი დღისათვის.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი გდანსკი ს მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან გდანსკის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს, პოლონური ავიაკომპანია – LOT Polish Airlines -ი, ვარშავის აეროპორტში გადაჯდომით გვთავაზობს.

ერთი გადაჯდომით რეისებს ასევე გერმანული ავიაკომპანია ლუფთანზა, მიუნხენის აეროპორტის გავლით ახორციელებს.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

 

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან გდანსკამდე?

tbilisi gdanski -ს მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობაზე გავლენას ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დრო და ავიაკომპანია ახდეს.

საშუალოდ, აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა 1-დან 5 საათამდეა. რჩევის სახით გეტყვით, რომ თუ ავიაბილეთების შეძენას ონლაინ აპირებთ, სასურველია გადაჯდომის დრო მინიმუმ 2 საათი გაითვალისწინოთ, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება ან რაიმე სახის შეფერხება.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი გდანსკი ს მიმართულებით?

თბილისიდან გდანსკის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივად, ონლაინაა შესაძლებელი, ეს კი ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებითა შესაძლებელი. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღები და ჩვენი სისტემა მომენატალურად შემოგთავაზებთ როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ ფრენებს, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შესაბამება.

თბილისიდან გდანსკის მიმართულებით ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

თბილისი – გდანსკი: პრაქტიკული ინფორმაცია ფრენამდე

გდანსკის აეროპორტი და ქალაქში გადაადგილება

გდანსკს ემსახურება ლეხ ვალენსას სახელობის აეროპორტი (GDN), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით დაახლოებით 16 კილომეტრშია. ტერმინალიდან ქალაქში მოხვედრის ყველაზე სწრაფი და იაფი გზა მატარებელია: აეროპორტის სადგურიდან PKM-ის მატარებელი ცენტრალურ სადგურ Gdańsk Główny-მდე დაახლოებით 30 წუთში ჩადის. ალტერნატივაა ავტობუსი №210, თუმცა ის მატარებელზე უფრო იშვიათად და ნელა მოძრაობს. ასევე ხელმისაწვდომია ტაქსი და ონლაინ გამოძახების აპლიკაციები.

გდანსკი ე.წ. სამქალაქის (Trójmiasto) ნაწილია — გდანსკი, სოპოტი და გდინია ერთმანეთს SKM-ის ელექტრომატარებლით უკავშირდება და მათ შორის გადაადგილება 20-40 წუთს იკავებს. ეს საშუალებას გაძლევთ სასტუმრო ერთ ქალაქში აიღოთ და დასვენება სამივეში დაგეგმოთ.

რომელი გადაჯდომა ავირჩიოთ?

ამჟამად თბილისიდან გდანსკამდე პირდაპირი რეისი არ სრულდება, შესაბამისად მარშრუტი ერთი გადაჯდომით იგეგმება:

სრული მოგზაურობა, გადაჯდომის ხანგრძლივობის მიხედვით, საშუალოდ 7-დან 12 საათამდე გრძელდება. მანძილი თბილისიდან გდანსკამდე დაახლოებით 2 400 კილომეტრია.

როდის ჯობია გამგზავრება

დოკუმენტები და პრაქტიკული დეტალები

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისი გდანსკი?

ამჟამად არა — მარშრუტი ერთი გადაჯდომით, ყველაზე ხშირად ვარშავის გავლით, სრულდება.

რამდენი ხნით ადრე ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

ოპტიმალური პერიოდი გამგზავრებამდე 40-60 დღეა. ზაფხულის და საშობაო პერიოდისთვის კი ჯავშნის გაკეთება 2-3 თვით ადრე ღირს.

რა ვნახოთ გდანსკში?

ძველი ქალაქის მთავარი ღერძი — Długi Targ ნეპტუნის შადრევნით, წმინდა მარიამის ბაზილიკა და ქარვის მაღაზიებით სავსე ქუჩა Mariacka. ასევე საინტერესოა მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი, ევროპული სოლიდარობის ცენტრი და ვესტერპლატე. ერთდღიანი გასეირნებისთვის კარგი ვარიანტია სოპოტი, ევროპაში უგრძესი ხის პირსით, და მალბორკის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც გდანსკიდან მატარებლით დაახლოებით ერთ საათშია.

რა ვალუტით ხდება ანგარიშსწორება?

პოლონურ ზლოტით (PLN). ბარათით გადახდა ფართოდაა გავრცელებული, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე ნაღდი თანხის ქონა მოსახერხებელია.

თბილისი გდანსკის მიმართულებით ავიაბილეთების დაჯავშნასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version