Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

პოპულარული მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ვენა

ზაფხული მოდის და ყველას მოგზაურობაზე გვიდგას თვალი, ერთი სული გვაქვს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურობას და თავგადასავლების სამყაროში გადავეშვათ. საზაფხულო სეზონს ქუთაისის აეროპორტი შესაბამისად ხვდება, ემატება ფრენები და ჩნდება ახალი მიმართულებები, რაც მოგზაურობის არეალს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლიდან მოყოლებული ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მგზავრობის სიმბოლო გახდა და მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება.

ფრენები ყოველდღე მოკლე და საშუალო მანძილის Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება და ევროპის 19 ქვეყნის 28 მიმართულებას ფარავს, რომელთა შორის, აღნიშნულ სეზონზე, რამდენიმე პოპულარული მიმართულება გამოიკვეთა.

2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით  მიხედვით ქუთაისიდან ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ვენა წარმოადგენს. აღნიშნული რეისი 2018 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს, წელს ყოველკვირეულ სამშაბათსა და შაბათის ფრენებს 20 ივნისიდან ხუთშაბათის ფრენა ემატება, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის ვენის მნახველთა რაოდენობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულების პოპულარობას ვენის საყოველთაოდ ცნობილი ღირსებების გარდა, უპრეცედენტოდ დაბალი ფასიც განაპირობებს, ვენის მიმართულებით ერთი გზის aviabiletis ღირებულება 115 ლარიდან იწყება.

პოპულარობით რიგით მეორე ქალაქი რომია, ყველა გზა რომში მიდისო და არც ქუთაისი ყოფილა გამონაკლისი. ფრენები რომის მიმართულებით ხუთშაბათსა და კვირას სრულდება , და მგზავრობის ღირებულება 100 დან 300 ლარამდე სთავაზობს ავიაკომპანია wizz air

ქუთაისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 მაისი 20268 მაისი 2026ავიაბილეთები 401 -დან
11 ივნისი 202618 ივნისი 2026ავიაბილეთები 460 -დან
8 ივლისი 202613 ივლისი 2026ავიაბილეთები 497 -დან

მას მოსდევს პრაღა და ბერლინი. პრაღაში ყოველკვირეულად 2 რეისი მიემართება

ქუთაისი პრარა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 აპრილი 202630 აპრილი 2026ავიაბილეთები 697 -დან
21 მაისი 202628 მაისი 2026ავიაბილეთები 536 -დან
11 ივნისი 202620 ივნისი 2026ავიაბილეთები 490 -დან
2 ივლისი 20269 ივლისი 2026ავიაბილეთები 948 -დან

ბერლინში კი 16 ივნისიდან უკვე 4 ფრენა არის დანიშნული. ბერლინი სეზონის ყველაზე ინტენსიური მიმართულებაა და გამორიცხული არ არის წლის ბოლოსთვის პოპულარობის რეიტინგის ლიდერადაც მოგვევლინოს.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 მაისი 202617 მაისი 2026ავიაბილეთები 560 -დან
17 ივნისი 202624 ივნისი 2026ავიაბილეთები 676 -დან
8 ივლისი 202612 ივლისი 2026ავიაბილეთები 1 226 -დან

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატა ბაზელის ბარის ბრიუსელის კოპენჰაგენის ტალინისა და ეინდჰოვენის მიმართულებით და ვინ იცის, იქნებ მომავალი წლისთვის პოპულარობის რეიტინგი სრულიად შეიცვალოს.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version