Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

ქუთაისი შტუტგარტი ავიაბილეთები / kutaisi shtutgarti

kutaisi shtutgarti

გეგმავთ მოგზაურობას ქუთაისი შტუტგარტი ს მიმართულებით? მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია და მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

შტუტგარტი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით, ბაღებით, პარკებითა და ტყეებით. რაც ამ ქალაქში მოგზაურობას და დასვენებას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. ციხესიმაგრეები და სასახლეები კი, რომლებიც ამ ქალაქში მრავლად შეგხვდებათ, თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს და შთამბეჭდავს გახდის.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი შტუტგარტი ს მიმართულებით?

შტუტგარტის მიმართულებით ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება ტრანზიტული რეისები.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ ბრანდერბურგის აეროპორტამდე, რამდენიმე საათიანი მოცდის შემდეგ კი ავიაკომპანია Eurowings -ით ჩფრინდეთ შტუტგარტის აეროპორტში.

ასევე, თქვენ შეგიძლიათ, ვიზიარით ჩაფრინდეეთ ვენის საერთაშორისო აეროპორტში, ვენიდან კი Austrian Aairlines-ით გაემგზავროთ დანიშნულების ადგილამდე.

ქუთაისი შტუტგარტი ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 431 -დან
20 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 508 -დან
14 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 561 -დან
24 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 584 -დან
18 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 588 -დან
23 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 602 -დან
26 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 640 -დან
16 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 708 -დან
13 ოქტომბერი 20263 Გაჩერებაავიაბილეთები 783 -დან

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისი შტუტგარტი ს მიმართულებით?

kutaisi shtutgardi s მიმართულებით ტრანზიტული ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის პერიოდზე და ავიაკომპანიაზე.

როდის არის საუკეთესო დრო შტუტგარტში გასამგზავრებლად?

შტუტგარტში გასამგზავრებლად თუ მაისი-სექტემბრის პერიოდს შეარჩევთ, თქვენ არაჩვეულებრივი ამინდები დაგხვდებათ. ღირსშესანიშნაობების მონახულება და ქალაქის რეკრეაციულ ზონებში დასვენება თბილ ამინდებში განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი შტუტგარტი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

ქუთაისი შტუტგარტის იაფი ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

რა ვარიანტები არსებობს ქუთაისიდან შტუტგარტამდე მისასვლელად?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შტუტგარტში პირდაპირი რეისი არ სრულდება, ამიტომ მარშრუტი ყოველთვის გადაჯდომას მოითხოვს. დაგეგმვისას მთავარია სწორად შეარჩიოთ ქალაქი, სადაც გადაჯდებით.

ქუთაისიდან გერმანიის მიმართულებით Wizz Air ასრულებს პირდაპირ ფრენებს შემდეგ აეროპორტებში:

მეორე პოპულარული ვარიანტია სტამბოლის გავლით მგზავრობა: ავიაკომპანია Pegasus ქუთაისიდან საბიჰა გოქჩენის აეროპორტში (SAW) დაფრინავს, იქიდან კი შტუტგარტის მიმართულებით რეისები ყოველდღიურად სრულდება. ამ შემთხვევაში ორივე მონაკვეთი ხშირად ერთ ბილეთშია გაერთიანებული, რაც გადაჯდომას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

თუ ქუთაისიდან მოსახერხებელ კავშირს ვერ იპოვით, შეადარეთ თბილისი — შტუტგარტის ვარიანტებიც: თბილისის აეროპორტში მეტი ავიაკომპანია ოპერირებს და ევროპული ჰაბების გავლით არჩევანიც მეტია.

შტუტგარტის აეროპორტი (STR) და ქალაქში გადაადგილება

შტუტგარტის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 14 კილომეტრით სამხრეთითაა, ლაინფელდენ-ეხტერდინგენის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას ოთხი ტერმინალი აქვს, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირაა დაკავშირებული, ამიტომ მათ შორის გადაადგილება ფეხით, რამდენიმე წუთში ხდება.

ცენტრამდე ყველაზე სწრაფი და იაფი გზა ქალაქგარეშე ელექტრომატარებელია: სადგურიდან „Flughafen/Messe“ მოძრაობს S-Bahn-ის S2 და S3 ხაზები და მთავარ სადგურამდე (Hauptbahnhof) მგზავრობა 30 წუთამდე გრძელდება. ასევე ხელმისაწვდომია ავტობუსები და ტაქსი.

როგორ მივიდეთ ქუთაისის აეროპორტამდე?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (კოპიტნარი) ქუთაისიდან დაახლოებით 14 კილომეტრშია და ქუთაისი-ბათუმის გზის გასწვრივ მდებარეობს. რეისების განრიგზე მორგებული ავტობუსები დადის ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ხოლო ახლომდებარე კოპიტნარის რკინიგზის სადგურზე თბილისი-ბათუმის მატარებლებიც ჩერდება.

რადგან დაბალბიუჯეტიანი რეისები ხშირად დილით ადრე ან ღამით სრულდება, ტრანსპორტი წინასწარ დაგეგმეთ და აეროპორტში გაფრენამდე მინიმუმ 2 საათით ადრე მიდით.

ბარგი, გადაჯდომა და დოკუმენტები

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი რეისი ქუთაისიდან შტუტგარტში?

არა. ქუთაისის აეროპორტიდან შტუტგარტში პირდაპირი რეისი არ სრულდება — მგზავრობა ერთი ან ორი გადაჯდომით ხდება.

რომელ გერმანულ ქალაქებში დაფრინავს Wizz Air ქუთაისიდან?

ბერლინში, ჰამბურგში, დორტმუნდში, მემინგენსა და ფრანკფურტ-ჰანში. ამ ქალაქებიდან შტუტგარტამდე მატარებლით, ავტობუსით ან შიდა რეისით მიხვალთ.

რამდენი დრო სჭირდება აეროპორტიდან შტუტგარტის ცენტრამდე მისვლას?

S-Bahn-ის S2 ან S3 ხაზით მთავარ სადგურამდე 30 წუთამდე.

როდის ჯობს ავიაბილეთის შეძენა?

ევროპის მიმართულებით საუკეთესო ფასები, როგორც წესი, გამგზავრებამდე 1.5-3 თვით ადრეა. ზაფხულისა და საშობაო-საახალწლო პერიოდისთვის ბილეთი კიდევ უფრო ადრე დაჯავშნეთ.

შემიძლია თუ არა დაბრუნების ბილეთიც აქვე ვიყიდო?

დიახ. საპირისპირო მიმართულების ვარიანტები იხილეთ გვერდზე შტუტგარტი ქუთაისი ავიაბილეთები.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version