Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები იწყება

ფრენების განახალება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

“პირველი თებერვლიდან ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი ე.წ. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით”, — განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნებს პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ფრენები 100%-ით, როგორც სხვა წლებში იყო, შეიძლება არ აღდგეს.

“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნებს აქვს გარკვეული შეზღუდვები. სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია და მისი მეორე ტალღა. ადამიანები ერიდებიან ფრენებს თუკი არ არის მაღალი აუცილებლობა. მოთხოვნა საჰაერო გადაყვანაზე არის შემცირებული და კომპანიები თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გადაწყვეტენ ამ საკითხს”, — განაცხადა მან.

თურნავამ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ შეზღუდვა ნოტამი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ფრენების და ავიაბილეთების თავისუფლად გაყიდვის აკრძალვას გულისხმობდა, უქმდება. თუმცა მისი განმარტებით, ამ ჩვეულებრივ რეჟიმს ყოველთვის ახლავს “ტექნიკური შეთანხმება სიხშირეებზე”. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იმსჯელებენ, რა პირობით შეძლებენ ვიზიტორები საქართველოში შემოსვლას.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რესტორნები და კაფეები დაკეტილია და შეზღუდვები ისევ მოქმედებს, ქვეყანა შეძლებს, პირველ ტურისტებს ამ პირობებშიც უმასპინძლოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ თუნდაც მარტში, საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ვიზიტორებისთვის, ამიტომ პირველი ნაბიჯი ფრენების აღდგენაა.

“ესეც ხომ მნიშვნელოვანია — ისეთ ქვეყანაში, სადაც მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და ინფიცირება, სულ რომ გავხსნათ ყველაფერი, მაინც არ ჩამოვლენ ადამიანები დასასვენებლად. ამიტომ ვირჩევთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმითი, რომ ფრენები აღდგება. ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით. ამასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ და იფრინონ. ეს არის პირველი ნაბიჯი”, — განაცხადა მან.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ბაქო18 დეკემბერი 20262 თებერვალი 2027Tickets from 255
ერევანი25 მარტი 202629 მარტი 2026Tickets from 265
სოჭი26 მარტი 20262 აპრილი 2026Tickets from 293
სტამბოლი3 აპრილი 20268 აპრილი 2026Tickets from 317
ანტალია28 მარტი 202630 მარტი 2026Tickets from 327
ჟენევა1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026Tickets from 328
კიშინიოვი1 აპრილი 20263 აპრილი 2026Tickets from 337
ანკარა28 მარტი 202631 მარტი 2026Tickets from 364
სარაევო11 ივნისი 202614 ივნისი 2026Tickets from 413
მინვოდი25 მარტი 202630 მარტი 2026Tickets from 417
Exit mobile version