Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

სიახლე, ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც 2 დეკემბრიდან ამოქმედდება

Tbilisi Beijing Flights

ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Air China ოპერირების არეალს აფართოებს და 2 დეკემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეისები ქალაქ ურუმჩის გავლით, კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შედეგია. პროცესს საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტისას ჩაეყარა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარების შესახებ.

ცნობისთვის, Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა და აქამდე ფრენებს მხოლოდ თბილისი ურუმჩის მიმართულებით ასრულებდა. 10 თვის მონაცემებით, კომპანია უკვე 25 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

Air China ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
პეკინი21 აპრილი 202625 აპრილი 2026Tickets from 1 539
ურუმჩი28 მარტი 20264 აპრილი 2026Tickets from 1 134

 

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version