Aviabiletebi online ავიაბილეთები

Wizz Air-ის პოპულარული მიმართულებები

ვიზეარი

საზაფხულოდ მოგზაურობას გეგმავ და ვერ გადაგიწყვეტია სად დაისვენო?
სწორედ ამ შემთხვევისთვის წარმოგიდგენთ Wizz Air-ის 3 ყველაზე პოპულარულ
მიმართულებებს, სადაც დროის არაჩვეულებრივად გატარებას შეძლებთ.

ბარსელონა – კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში,
მადრიდის შემდეგ. დღეისათვის, ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე
ტურისტული, ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია.
მისი გავლენა ეკონომიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში,
მეცნიერებასა და ხელოვნებაში მას მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გლობალური
ქალაქის სტატუსს ანიჭებს. ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით,
ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში. ბარსელონის
ძველი ქალაქის ცენტრია ბარი-გოტიკი. მრავალი შენობა შუა საუკუნეებით
თარიღდება, ზოგიერთი კი ქალაქის რომაულ დასახლებამდელ პერიოდს
მიეკუთვნება.

ქუთაისი ბარსელონა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 მაისი 202431 მაისი 2024ავიაბილეთები 635 -დან
7 ივნისი 202412 ივნისი 2024ავიაბილეთები 648 -დან
17 ივლისი 202424 ივლისი 2024ავიაბილეთები 708 -დან

Wizz Air-ის ყველაზე პოპულარულ მიმართლებებში არ უნდა გამოგვრჩეს
ბუდაპეშტი, ქალაქი ღირსშესანიშნაობა. უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის
მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო
ცენტრი. ბუდას ციხე-ქალაქი – ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე,
ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა
ბასტიონი და ფუნიკულიორი. სამეფო სასახლის ფასადი მდინარის ნაპირის
პარალელურია და სიგრძეში 300 მეტრს აღწევს. ვაროშლიგეტი – ეს ქალაქის
მთავარი პარკია, სადაც განლაგებულია სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე,
ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი „გუნდელი“.
ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა – დოჰანის ქუჩაზე მდებარე დიდი სინაგოგა
სიდიდით ევროპაში პირველია, მსოფლიოში – მეორე. ის 3000 ადამიანს იტევს.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 მაისი 202418 მაისი 2024ავიაბილეთები 530 -დან
12 ივნისი 202418 ივნისი 2024ავიაბილეთები 549 -დან
21 ივლისი 202427 ივლისი 2024ავიაბილეთები 654 -დან

და რა დააშავა რუმინულმა კულტურულმა ცენტრმა ბუქარესტმა? ორ მსოფლიო
ომს შორის პერიოდში ქალაქი აღმოსავლეთი ევროპის კულტურული მოვლენების
ცენტრი იყო და ამგვარად მისი ელეგანტური არქიტექტურისა და გემოვნებიანი
ელიტის გამო მას აღმოსავლეთის პარიზი, ან მცირე პარიზი შეარქვეს. ბუქარეტში
შეგიძიათ იხილოთ ყველაზე დიდი პარლამენტი სმოფლიოში და ტრიუმფალური
თაღიც კი. პოპულარული კერძებია – წვნიანი „ჩორბა“, შემწვარი ძეხვი „მიჩი“,

დესერტი „პაპანაში“. ბუქარესტში საკმაოდაა მუზეუმები. უნდა ნახოთ
რუმინეთის გლეხობის მუზეუმი, რომელიც 1906 წელს გაიხსნა. მხოლოდ
კერამიკის კოლექცია 18 ათას ნივთს ითვლის, კოსტუმების უმრავლესობა მე-19
საუკუნეს მიეკუთვნება. აქვე ნახავთ ხის გლეხურ სახლს.
შესვლას 8 ლეი უნდა, დროებითი გამოფენებისთვის ცალკე ბილეთია საჭირო,
აუდიოგიდი 12 ლარი ღირს.

სტატიით ვეცადეთ მინიმალური ინფორმაცია მაინც მოგვეწოდებინა Wizz Air-ის 3
ყველაზე პოპულარულ მიმართულებასთან დაკავშირებით, რაც ვიმდევონებთ,
რომ სამომავლოდ მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

Exit mobile version