Aviabiletebi online ავიაბილეთები

Transavia / ავიაკომპანია ტრანსავია

ავიაკომპანია Transavia

Transavia Airlines ჰოლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 1965 წელს დაარსდა. ავიაკომპანიას ჯამში სულ 6 ბაზა აქვს და საჰაერო ხომალდები ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთის აეროპორტებშია ბაზირებული. აღსანიშნავია, რომ ტრანსავია ევროპაში ყველაზე დიდი საავიაციო ჯგუფის – AIR FRANCE KLM წევრია.

მიმართულებები:

ავიაკომპანია ტრანსავია, დღეის მონაცემებით, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის 20-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის: საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, შოტლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, მალტა, ლატვია, ირლანდია, ისლანდია, ეგვიპტე, თურქეთი, ბულგარეთი, ბელგია, ავსტრია და სხვ.

აღსანიშნავია, რომ მალე ჰოლანდიური ავიაკომპანა მიმართულებებს შორის საქართველოსაც დაამატებს და ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ამსტერდამი ს საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

Transavia ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ამსტერდამი24 ივლისი 202417 აგვისტო 2024Tickets from 756

 

Transavia ფლოტი:

ავიაკომპანია ტრანსავია საკმაოდ დიდი ფლოტისგან შედგება. მის განკარგულებაშია  89 ერთეული ახალგაზრდა და ეკოლოგიურად სუფთა Boeing 737-800 და Boeing 737-700 თვითმფრინავები.

Transavia-ს ფლოტი თანამედროვე და კომფორტულია. ბორტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ სავარძლების საყრდენებმა თავისუფლად შეძლონ მაღლა და ქვევით გადაადგილება. თვითმფრინავის სავარძლებს შორის მანძილი 42 სმ-ია. თავად სავარძლები კი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ტყავისაგან, ხოლო ინტერიერი აღჭურვილია LED განათებით, რათა ფრენის დროს შეიქმას სასიამოვნო ატმოსფერო.

Transavia ბარგის პოლიტიკა

მგზავრები, რომლებიც ყიდულობენ Max ბილეთს, შეუძლიათ ჰქონდეთ დამატებით 10 კგ-იანი ხელბარგი, რომელიც არ აღემატება 45 x 40 x 24 სმ-ს.

რეგისტრაცია / Check in

მგზავრს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ, ტელეფონის, ტაბლეტის ან კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილი ფრენიდან 30 საათით ადრე სრულდება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.

მგზავრი ელ.წერილის მეშვეობით მიიღებს ბმულს, რომელიც პირდაპირ გადაიყვანს ონლაინ რეგისტრაციაზე. რეგისტრაციის შემდეგ ჩასხდომის ბარათი შესაძლებელია დაიბეჭდოს ან ჩამოიტვირთოსთქვენს სმარტფონში.

მგზავრს ასევე შეუძლია გაიაროს რეგისტარცია აეროპორტის ერთ-ერთ სარეგისტრაციო მაგიდასთან.

გასათვალისწინებელია, რომ აეროპორტში შესაძლოა შემოწმებისა და ლოდინის პერიოდი იყოს ხანგრძლივი. ამიტომ, აუცილებელია გამოცხადდეთ 3 საათით ადრე მაინც, რათა უარი არ გეთქვათ თვითმფრინავში ასვლაზე.

შეიძინეთ Transavia -ს ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version