Transavia Airlines ჰოლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 1965 წელს დაარსდა. ავიაკომპანიას ჯამში სულ 6 ბაზა აქვს და საჰაერო ხომალდები ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთის აეროპორტებშია ბაზირებული. აღსანიშნავია, რომ ტრანსავია ევროპაში ყველაზე დიდი საავიაციო ჯგუფის – AIR FRANCE KLM წევრია.
მიმართულებები:
ავიაკომპანია ტრანსავია, დღეის მონაცემებით, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის 20-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის: საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, შოტლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, მალტა, ლატვია, ირლანდია, ისლანდია, ეგვიპტე, თურქეთი, ბულგარეთი, ბელგია, ავსტრია და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მალე ჰოლანდიური ავიაკომპანა მიმართულებებს შორის საქართველოსაც დაამატებს და ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ამსტერდამი ს საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
Transavia ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ამსტერდამი | 19 თებერვალი 2025 | 26 თებერვალი 2025 | Tickets from 560 |
Transavia ფლოტი:
ავიაკომპანია ტრანსავია საკმაოდ დიდი ფლოტისგან შედგება. მის განკარგულებაშია 89 ერთეული ახალგაზრდა და ეკოლოგიურად სუფთა Boeing 737-800 და Boeing 737-700 თვითმფრინავები.
Transavia-ს ფლოტი თანამედროვე და კომფორტულია. ბორტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ სავარძლების საყრდენებმა თავისუფლად შეძლონ მაღლა და ქვევით გადაადგილება. თვითმფრინავის სავარძლებს შორის მანძილი 42 სმ-ია. თავად სავარძლები კი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ტყავისაგან, ხოლო ინტერიერი აღჭურვილია LED განათებით, რათა ფრენის დროს შეიქმას სასიამოვნო ატმოსფერო.
Transavia ბარგის პოლიტიკა
- ხელბარგი – თითოეულ მგზავრს შეუძლია თან იქონიოს 1 ერთეული ხელბარგი, რომლის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 25 სმ-ს და 10 კგ-ს.
მგზავრები, რომლებიც ყიდულობენ Max ბილეთს, შეუძლიათ ჰქონდეთ დამატებით 10 კგ-იანი ხელბარგი, რომელიც არ აღემატება 45 x 40 x 24 სმ-ს.
- ჩასაბარებელი ბარგი – საყურადღებოა, რომ ბილეთის შეძენისას ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის საფასურში. ამ სერვისის დამატება შესაძლებელია ცალკეულად. მგზავრს შეუძლიათ დაამატოს 5-მდე ჩანთა, იმ პირობით, რომ თითოეული მათგანის წონა არ აღემატება 32 კგ-ს, ხოლო მათი საერთო წონა არ აღემატება 50 კგ-ს.
რეგისტრაცია / Check in
- ონლაინ რეგისტრაცია
მგზავრს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ, ტელეფონის, ტაბლეტის ან კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილი ფრენიდან 30 საათით ადრე სრულდება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.
მგზავრი ელ.წერილის მეშვეობით მიიღებს ბმულს, რომელიც პირდაპირ გადაიყვანს ონლაინ რეგისტრაციაზე. რეგისტრაციის შემდეგ ჩასხდომის ბარათი შესაძლებელია დაიბეჭდოს ან ჩამოიტვირთოსთქვენს სმარტფონში.
- რეგისტრაცია აეროპორტში
მგზავრს ასევე შეუძლია გაიაროს რეგისტარცია აეროპორტის ერთ-ერთ სარეგისტრაციო მაგიდასთან.
გასათვალისწინებელია, რომ აეროპორტში შესაძლოა შემოწმებისა და ლოდინის პერიოდი იყოს ხანგრძლივი. ამიტომ, აუცილებელია გამოცხადდეთ 3 საათით ადრე მაინც, რათა უარი არ გეთქვათ თვითმფრინავში ასვლაზე.