Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისი რომი ავიაბილეთები / tbilisi romi

გეგმავთ მოგზაურობას თბილისი რომი ს მიმართულებით? მაშინ წაიკითხეს ეს სტატია და გაიგეთ როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და ბიუჯეტურად.

რომი რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ქალაქია, ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მდიდარი ისტორია და კულტურა, უგემრიელესი სამზარეულო, ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვანი არჩევანი – ეს ყველაფერია, რაც რომში მოგზაურების გულს იპყორბს.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი რომი ს მიმართულებით?

თბილისიდან რომის მიმართულებით ტრანზიტული ფრენების საკმაოდ დიდი არჩევანია. თურქული ავიაკომპანიები Pegasus Airlines – ი და Turkish Airlines – ი ყოველდღიურად გვთავაზობენ ფრენებს თბილისიდან რომში. პეგასუსი რეისებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს, ხოლო თურქეთის ავიახაზები სტამბოლის ახალ აეროპორტში ტრანზიტით გვთავაზობს ფრენებს.

ასევე, ავიაკომპანია Airbaltic გვთავაზობს ფრენებს თბილისიდან რომის მიმართულებით, რიგის აეროპორტში გადაჯდომით.

თბილისი რომი ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
29 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 522 -დან
31 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 674 -დან
30 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 713 -დან
28 ოქტომბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 768 -დან
22 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 219 -დან
19 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 223 -დან
28 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 259 -დან
18 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 261 -დან
6 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 261 -დან
30 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 276 -დან
27 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 283 -დან
11 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 284 -დან
23 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 288 -დან
24 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 288 -დან
25 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 288 -დან
20 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 292 -დან
10 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 299 -დან
21 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 354 -დან
5 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 358 -დან
16 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 369 -დან
17 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 389 -დან
9 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 398 -დან
12 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 401 -დან
7 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 428 -დან
15 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 448 -დან
3 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 459 -დან
13 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 472 -დან
8 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 498 -დან
4 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 499 -დან
14 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 515 -დან
2 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 558 -დან
1 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 669 -დან

რომელ ავიაკომპანიას აქვს ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისიდან რომის მიმართულებით?

ავიაკომპანია Pegasus Airlines – ი გვთავაზობს ყველაზე იაფ ავიაბილეთებს თბილისიდან რომში.

როდის არის საუკეთესო დრო რომში გასამგზავრებლად?

ისეთ განსაკუთრებულ ქალაქში, როგორიც რომია, წლის ნებისმიერ დროს ისიამოვნებთ მოგზაურობით. თუმცა, ღირსშესანიშნაობების მონხულება და რომის ულამაზეს ქუჩებში სეირნობა, სადაც პატარა იტალიურ ღია კაფეებში უგემრიელეს ყავას მიირთმევთ, თბილ ამინდებში სჯობს. გაზაფხული-ზაფხული საუკეთესო პერიოდი იქნება რომში სამოგზაუროდ.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი რომი ს მიმართულებით?

  1. შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  2. გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  3. შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  4. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

თბილისი რომის იაფი ავიაბილეთები ონლაინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღი და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.

არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისიდან რომში?

დიახ. თბილისიდან რომში პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს. რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რომის ფიუმიჩინოს (Fiumicino, FCO) აეროპორტში ხორციელდება და, როგორც წესი, კვირაში რამდენიმეჯერ სრულდება. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათი და 20 წუთია, მანძილი კი — დაახლოებით 2700 კილომეტრი. ტრანზიტული ვარიანტები გადაჯდომის ხანგრძლივობის მიხედვით 7 საათსა და მეტს მოითხოვს, სამაგიეროდ ხშირად უფრო იაფია.

გაითვალისწინეთ: ფრენების განრიგი სეზონურად იცვლება, ამიტომ ზუსტი დღეები და საათები დაჯავშნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ.

ქუთაისიდან რომში — დაბალბიუჯეტიანი ალტერნატივა

თუ თბილისიდან ავიაბილეთის ფასი მაღალია, განიხილეთ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება რომის ფიუმიჩინოში, ასევე მილანის მალპენსასა (MXP) და ვენეციის მარკო პოლოში (VCE) — ამ მიმართულებებზე ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ოპერირებს.

ქუთაისამდე თბილისიდან მანქანით ან ავტობუსით დაახლოებით 3,5 საათია, ამიტომ გზაში გასატარებელი დროც წინასწარ გაითვალისწინეთ. ასევე გახსოვდეთ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბილეთის საბაზისო ფასი, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგს მოიცავს — ჩასაბარებელი ბარგი და სავარძლის არჩევა დამატებით ფასიანია.

რომის აეროპორტები და ქალაქში ჩასვლა

რომს ორი აეროპორტი ემსახურება:

დაჯავშნამდე ყურადღება მიაქციეთ, რომელ აეროპორტში ჩადის თქვენი რეისი — ტრანსფერის ღირებულება და დრო განსხვავებულია.

საბუთები და სასარგებლო ინფორმაცია

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა თბილისიდან რომში?

პირდაპირი ფრენა დაახლოებით 4 საათსა და 20 წუთს გრძელდება. ტრანზიტული რეისის ხანგრძლივობა გადაჯდომაზეა დამოკიდებული და 7 საათიდან იწყება.

რომელ აეროპორტში ჩადის რეისები?

საქართველოდან ფრენების უმეტესობა ფიუმიჩინოს (FCO) აეროპორტში ჩადის, ზოგიერთი დაბალბიუჯეტიანი რეისი კი — ჩამპინოში (CIA).

როდის ჯობია ავიაბილეთის დაჯავშნა?

საშუალოდ გამგზავრებამდე 1,5-2 თვით ადრე. მაღალი სეზონისთვის — ზაფხულსა და საშობაო-საახალწლო პერიოდში — უმჯობესია კიდევ უფრო ადრე დაჯავშნა.

სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა იტალიაში?

ბიომეტრიული პასპორტით მოკლევადიანი, 90-დღიანი ვიზიტისთვის ვიზა საჭირო არ არის. საზღვარზე შესაძლოა მოგთხოვონ დაბრუნების ბილეთი, განსახლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკმარისი ფინანსური სახსრების დადასტურება.

რამდენი ბარგის წაღება შემიძლია?

ეს ავიაკომპანიასა და ტარიფზეა დამოკიდებული. რეგულარული ავიაკომპანიების ბილეთი ხშირად ჩასაბარებელ ბარგს მოიცავს, დაბალბიუჯეტიანებისა კი — ძირითადად მხოლოდ მცირე ხელბარგს. ბარგის წესები დაჯავშნამდე გადაამოწმეთ.

ინფორმაცია განახლებულია 2026 წლის ოქტომბერში. ფრენების განრიგი და ფასები ხშირად იცვლება — დაჯავშნამდე გადაამოწმეთ მიმდინარე მონაცემები.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version