Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

თბილისი კატოვიცე ავიაბილეთები tbilisi katovice

tbilisi karovice

tbilisi katowiceთბილისი კატოვიცე -ს მიმართულებით ფრენებზე ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, გაეცანი სტატიას და დაგეგმე მოგზაურობა მარტივად.

კატოვიცე შესანიშნავი ადგილია მოსანახულებლად მრავალი მიზეზის გამო. ბოლო წლებში ამ ქალაქმა უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა. კატოვიცე, პოლონეთის სილეზიის პროვინციის დედაქალაქი, ცნობილია თავისი ინდუსტრიული წარსულით და ხელოვნების შესანიშნავი მაგალითებით.

ქალაქში ყოფნისას, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ თეატრს, რომელიც მდებარეობს ბაზრის მოედანზე და რეგიონში დრამატული ხელოვნებისადმი მიძღვნილი ყველაზე დიდ შენობას წარმოადგენს. დღესდღეობით, თეატრი დგამს როგორც პოლონურ, ისე უცხოურ დრამებსა და კომედიებს. კატოვიცეში ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ სილეზიის მუზეუმს, სადაც გაეცნობით ისტორიას, ხელოვნებას და პოლონური ნახატების კოლექციას. კატოვიცეს საკათედრო ტაძარი, ასევე ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეს შთამბეჭდავი არქიტექტურული პროექტი შექმნილია 1927 და 1955 წლებში.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი კატოვიცე ს მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან კატოვიცეს მიმართულებით ფრენებს პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines გვთავაზობს, რომელიც ვარშავის აეროპორტში გადაჯდომით ახორციელებს რეისებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ააწყოთ ტრანზიტული რეისი შემდეგნაირად: თბილისიდან ამსტერდამის აეროპიტრამდე ავიაკომპანია აირზენა –ს რეისით გაემგზავროთ, იქედან კი ფრენა კატოვიცეს – პიჟოვიცას აეროპორტამდე KLM -ს რეისით განაგრძოთ.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

თბილისი კატოვიცე

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
20 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 066 -დან

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან კატოვიცემდე?

tbilisi katovice -ს მიმართულებით, ტრანზიტული ფრენის დრო დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობასა და ავიაკომპანიაზე. აეროპორტში მოცდის დრო საშუალოდ 1 საათიდან იწყება და გრძელდება 5-6 საათამდე.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ თუ გადაწყვეტთ ავიაბილეთების ონლაინ შეძენას, ყურადღება მიაქციეთ მოცდის ხანგრძლივობას, რადგან, თუ აეროპორტში პირველად იმყოფებით, თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება და სხვა სახის შეფერხებები.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი კატოვიცე ს მიმართულებით?

თბილისიდან კატოვიცეს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივად, ონლაინაა შესაძლებელი, ეს კი ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებითა შესაძლებელი. თქვენ უბრალოდ აირჩიეთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, მიუთითეთ სასურველი თარიღები და ჩვენი სისტემა მომენატალურად შემოგთავაზებთ როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ ფრენებს, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შესაბამება.

თბილისიდან კატოვიცეს მიმართულებით ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

კატოვიცეს აეროპორტი და ქალაქამდე მისვლა

კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტი (კოდი KTW) მდებარეობს დაბა პიჟოვიცეში, თავად კატოვიცედან დაახლოებით 30 კილომეტრით ჩრდილოეთით. აეროპორტს სამი სამგზავრო ტერმინალი აქვს: ტერმინალი A ემსახურება არაშენგენის მიმართულებით გამგზავრებას, ტერმინალი B — შენგენის ზონის რეისებს, ტერმინალი C კი ყველა ჩამოფრენას.

ტერმინალიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად რამდენიმე მოსახერხებელი ვარიანტი არსებობს:

პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან კატოვიცემდე

თბილისიდან კატოვიცეს მიმართულებით პირდაპირი რეისი არ სრულდება, სამაგიეროდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კატოვიცემდე პირდაპირ ფრენას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს. პირდაპირი ფრენა დაახლოებით 3 საათსა და 35 წუთს გრძელდება, რეისების სიხშირე კი სეზონის მიხედვით იცვლება — ამიტომ კონკრეტული თარიღები გამგზავრებამდე გადაამოწმეთ.

თუ თბილისში ცხოვრობთ, ხშირად სწორედ ეს ვარიანტი გამოდის ყველაზე მომგებიანი: ქუთაისამდე ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი, პირდაპირი რეისი დროსაც გიზოგავთ და გადაჯდომასთან დაკავშირებულ რისკებსაც გამორიცხავს.

ალტერნატიული მარშრუტები კატოვიცემდე

სასარგებლო ინფორმაცია მოგზაურებისთვის

ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები

საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს შენგენის ზონაში, მათ შორის პოლონეთში, უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ — ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში სულ 90 დღემდე ვადით. საზღვარზე შესაძლოა მოგთხოვონ:

ევროკავშირი ამზადებს ელექტრონული ავტორიზაციის სისტემას ETIAS-ს, რომელიც უვიზო მოგზაურებისთვის სავალდებულო გახდება. სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა და ზუსტი თარიღი ოფიციალურად არ დადასტურებულა, ამიტომ გამგზავრებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ მოქმედი წესები ოფიციალურ წყაროებზე.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი რეისი თბილისი კატოვიცეს მიმართულებით?

თბილისიდან პირდაპირი ფრენა არ სრულდება — მოგიწევთ გადაჯდომა, მაგალითად ვარშავაში. პირდაპირი რეისი კატოვიცეს მიმართულებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან არსებობს.

რამდენ ხანს გრძელდება პირდაპირი ფრენა ქუთაისი კატოვიცეს მიმართულებით?

საშუალოდ 3 საათსა და 35 წუთს. ტრანზიტული მარშრუტის ხანგრძლივობა კი გადაჯდომის დროზეა დამოკიდებული და 7–12 საათამდეც შეიძლება გაგრძელდეს.

რამდენად შორსაა აეროპორტი კატოვიცეს ცენტრიდან?

დაახლოებით 30 კილომეტრი. ცენტრამდე ავტობუსით, მატარებლით ან ტაქსით ჩახვალთ.

როდის ჯობია ავიაბილეთის შეძენა?

ოპტიმალურია გამგზავრებამდე 40–60 დღით ადრე დაჯავშნა. ყველაზე დაბალი ფასები, როგორც წესი, არასეზონურ პერიოდში — გვიან შემოდგომასა და ზამთარშია, საშობაო და საახალწლო დღესასწაულების გარდა.

რა უნდა ვიცოდე ბარგის შესახებ?

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საბაზისო ტარიფი ხშირად მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგს მოიცავს. ჩასაბარებელი ბარგი და დიდი ზომის ხელბარგი დამატებით ფასიანია, ამიტომ ბილეთის ღირებულების შედარებისას ბარგის ტარიფიც გაითვალისწინეთ.

Exit mobile version