გერმანიის ქალაქი ჰამბურგი, თავისი ხიბლით, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი და შეუდარებელ ქალაქია. დაათვალიერეთ ულამაზესი ღირშესანიშნაობები, დაესწარით უნიკალურ ღონისძიებებს და დააგემოვნეთ უგემრიელესი საკვები რესტორნებსა და კაფეებში. ქალაქის ასევე შესანიშნავი სავაჭრო მეტროპოლიაა და გამოირჩევა ღამის ცხოვრებით. გაემგზავრეტ ამ მშვენიერი დანიშნულების ადგილზე, შეიძინეთ ავიაბილეთები თბილისი ჰამბურგი -ს მიმართულებით და მოიწყვეთ დაუვიწყარი მოგზაურობა.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ჰამბურგი –ს მიმართულებით?
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ჰამბურგის მიმართულებით ამ დროისათვის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება, თუმცა მხოლოდ ერთი გადაჯდომით, თვენ მარტივად შეძლებთ დანიშნულების ადგილზე მოხვედრას.
თბილისიდან ჰამბურგში ერთი გადაჯდომით ფრენებს ავიაკომპანია პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები სტამბოლის გავლით ასრულებენ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიაკომპანია LOT -ი რეისით, რომელიც ვარშავას გავლით მოგახვედრებთ ჰამბურგის აეროპორტში.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ჰამბურგში?
როგორც უკვე აღინიშნა, თბილისსა და ჰამბურგს შორის პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. რაც შეეხება გადაჯდომით რეისებს, ფრენების სრული ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის პერიოდზე.
Pegasus -ისა და Turkish Airlines -ის რეისებით სარგებლობისას, თბილისიდან სტამბოლამდე ფრენის დრო 2სთ და 30წთ-ია. სტამბოლიდან ჰამბურგამდე კი 3სთ და 30წთ. ხოლო პოლონური ავიახაზები –თ კი თბილისსა და ვარშავას შორის ფრენას 3 სთ და 55 წთ სჭირდება, ვარშავადან ჰამბურგამდე კი 1 სთ და 40 წთ. რასაც დაემატება აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა.
რა უნდა მოინახულოთ ჰამბურგში?
ჰამბურგი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც მდებარეობს მდინარე ელბას შესართავთან. ქალაქი ცნობილია თავისი ნავსადგურით, ჰამბურგის პორტით.
- საფეხმავლო ბილიკით გაეშურეთ ჰამბურგის პორტისა და შპაიკერშტადტისკენ
ჰამბურგის პორტი- “ჰაფენ ქალაქი” მოიცავს 100 კვადრატულ კილომეტრს და ცნობილია როგორც გერმანიის კარიბჭე. აქ ნახავთ ქალაქის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
მშვენიერი საცალფეხო ბილიკი გადის ძველ მე-19 საუკუნის უბანში, მაღალი აგურის შენობების უწყვეტ რიგებს შორის, რომელიც ოდესღაც თამბაქოს, ყავის, ჩირისა და სანელებლების შესანახად გამოიყენებოდა. ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაწყობო უბანი, რომელიც 1883 წლიდან 1927 წლებში აშენდა და 2015 წელს შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
- ჰამბურგის ხელოვნების დარბაზი – Hamburger Kunsthalle
ეს შენობა წარმოადგენს სამ ცალკე მდგომ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაგებობას და არის გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო სამხატვრო გალერეა. აქ წარმოდგენილია მე-14 საუკუნის ადგილობრივი მხატვრების და მე-16 და მე-17 საუკუნეების ჰოლანდიელი ოსტატების ნამუშევრები. მე-19 საუკუნის გერმანული და ფრანგული ნახატების შესანიშნავი კოლექციები და თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი კოლექციები.
- ეწვიეთ ქალაქის მერიას (Hamburger Rathaus) და მიონკებერგშტრასეს (Mönckebergstraße)
ჰამბურგის ცენტრალურ მოედანზე დგას დიდებული მერიის შენობა, ანუ რატჰაუსი. ამ დიდი, დახვეწილად მორთული ნეო-რენესანსული ნაგებობის მშენებლობა დასრულდა 1897 წელს, რომელიც შედგება 647 ოთახისგან.
- წმ. მიქაელის სახელობის ეკლესია
ჰამბურგის მრავალი ეკლესიიდან ყველაზე ცნობილი, წმინდა მიქაელის ეკლესიაა, რომელიც ბაროკოს სტილშია აშენებული 1750-1762 წლებში და არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა.
ამ კათოლიკური ეკლესიის მონახულებისას ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც უნდა გააკეთოთ, არის მის 132 მეტრის სიმაღლის კოშკზე ასვლა, საიდანაც იშლება შესანიშნავი პანორამული ხედები ქალაქსა და პორტზე.
ასევე, აუცილებლად დააკვირდით მთავარანგელოზ მიქაელის განსაცვიფრებელ ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც ამარცხებს ეშმაკს. აღსანიშნავია ეკლესიის საძვალეც, 2425 ადამიანის ბოლო განსასვენებელი.
რა თქმა უნდა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი გაკეთებაც და მონახულებაც შეგიძლიათ ამ შთამბეჭდავ ქალაქში. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები tbilisi hamburgi -ს მიმართულებით და და ისიამოვნეთ დაუვიწყარი მოგზაურობით.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ჰამბურგი ს მიმართულებით?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
- შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.
თბილისიდან ჰამბურგის მიმართულებით iafi aviabiletebi შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად, ჩვენი საძიებო სისტემის გამოყენებით შეიძინოთ. თქვენ უბრალოდ აირჩევთ გამგზავრებისა და დანიშნულების ქალაქება, მიუთითეთბთ სასურველ თარიღს და ჩვენი სისტემა ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ, რაც საშუალებას მოგცემთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ავიაბილეთზე, რომელიც თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება.
სასარგებლო ინფორმაცია ფრენამდე: თბილისი – ჰამბურგი
პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან
თუ თარიღებში მოქნილი ხართ, ქუთაისის ალტერნატივაც გაითვალისწინეთ: ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს. ფრენა დაახლოებით 4 საათსა და 30 წუთს გრძელდება, ანუ გადაჯდომიან მარშრუტზე მნიშვნელოვნად ნაკლებს. რეისების განრიგი სეზონურად იცვლება, ამიტომ სასურველი თარიღი ძიებისას აუცილებლად გადაამოწმეთ.
როგორ დავგეგმოთ გადაჯდომა
- დატოვეთ მარაგი დრო. სტამბოლის, ვარშავის ან რიგის აეროპორტში გადაჯდომისთვის სასურველია სულ მცირე 2 საათი — ასე პირველი რეისის მცირე დაგვიანებაც არ მოგიშლით გეგმებს.
- აირჩიეთ ერთიანი ბილეთი. როდესაც ორივე მონაკვეთი ერთ ჯავშანშია, ბარგი ავტომატურად ჩაიტვირთება ჰამბურგამდე და დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანია თავად იზრუნებს თქვენს შემდეგ რეისზე გადასხდომაზე. ცალ-ცალკე შეძენილ ბილეთებზე ეს გარანტია არ არსებობს.
- შეადარეთ რამდენიმე მარშრუტი. სტამბოლის გავლით Pegasus-ისა და Turkish Airlines-ის რეისების გარდა, ჰამბურგში მოხვედრა შესაძლებელია ვარშავის (LOT) და რიგის (airBaltic) გავლითაც.
- ყურადღება მიაქციეთ ბარგის პირობებს. დაბალბიუჯეტიან ტარიფებში ხშირად მხოლოდ ხელბარგია შეტანილი — ჩასატვირთი ბარგის დამატება ჯავშნის დროს თითქმის ყოველთვის იაფია, ვიდრე აეროპორტში.
ჰამბურგის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე
ჰამბურგის აეროპორტი (კოდი HAM, ოფიციალური სახელი Hamburg Airport Helmut Schmidt) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 8,5 კილომეტრითაა დაშორებული. ორი ტერმინალი ერთმანეთს Airport Plaza-ით უკავშირდება, რომლის ქვემოთაც ქალაქის სარკინიგზო ტრანსპორტის — S-Bahn-ის — სადგური მდებარეობს. S1 ხაზი აეროპორტს ცენტრალურ სადგურთან (Hauptbahnhof) დაახლოებით 25 წუთში აკავშირებს და დღის განმავლობაში ხშირი ინტერვალით მოძრაობს. ალტერნატივად ხელმისაწვდომია ავტობუსი და ტაქსი.
რაც ფრენამდე უნდა გაითვალისწინოთ
- ვიზა. გერმანია შენგენის ზონის წევრია, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული მოგზაურობისთვის შენგენის ვიზა სჭირდებათ. განაცხადის შეტანა წინასწარ დაგეგმეთ.
- ვალუტა. გერმანიაში ანგარიშსწორება ევროში ხდება; ბარათით გადახდა ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მცირე კაფეებსა და ბაზრობებზე ნაღდი ფულიც გამოგადგებათ.
- დროის სხვაობა. საქართველო გერმანიას ზამთარში 3 საათით, ზაფხულში კი 2 საათით უსწრებს.
- ამინდი. ჰამბურგს ზღვისპირა, რბილი კლიმატი აქვს — წვიმა წელიწადის ნებისმიერ დროს მოსალოდნელია, ამიტომ ქარსაცავი ქურთუკი და ქოლგა ყოველთვის გამოგადგებათ.
- ქალაქის ტრანსპორტი. მეტრო (U-Bahn), S-Bahn, ავტობუსი და ბორანი ერთიან HVV სისტემაში შედის — ერთი ბილეთით ყველა ამ ტრანსპორტით სარგებლობა შეგიძლიათ.
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა პირდაპირი ფრენა თბილისიდან ჰამბურგში?
ამჟამად არა — თბილისიდან ჰამბურგში ერთი გადაჯდომით მოხვდებით: სტამბოლის (Pegasus, Turkish Airlines), ვარშავის (LOT) ან რიგის (airBaltic) გავლით. პირდაპირი რეისი საქართველოდან მხოლოდ ქუთაისიდან, Wizz Air-ით სრულდება.
რამდენი ხანი გრძელდება მგზავრობა თბილისიდან ჰამბურგამდე?
სუფთა საფრენი დრო სტამბოლის გავლით დაახლოებით 6 საათია, თუმცა გადაჯდომის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მთლიან მგზავრობას ჩვეულებრივ 8-დან 11 საათამდე სჭირდება.
რომელია ჰამბურგის აეროპორტის კოდი?
ჰამბურგის აეროპორტის IATA კოდი არის HAM. ბილეთის ძიებისას თბილისის აეროპორტი TBS-ით, ქუთაისის კი KUT-ით აღინიშნება.
როდის არის ავიაბილეთები შედარებით იაფი?
ყველაზე დაბალი ფასები, როგორც წესი, გვიან შემოდგომასა და ზამთარში გვხვდება — გარდა საშობაო და საახალწლო პერიოდისა. ზაფხულის თვეები და სკოლის არდადეგები ყველაზე ძვირი სეზონია, ამიტომ ამ დროისთვის ბილეთი რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნეთ.
რამდენი ბარგის წაღება შემიძლია?
ნორმა ავიაკომპანიასა და ტარიფზეა დამოკიდებული: ხელბარგი ჩვეულებრივ ყველა ტარიფში შედის, ჩასატვირთი ბარგი კი დაბალბიუჯეტიან ტარიფებში ცალკე ფასიანი დანამატია. ზუსტი პირობები ჯავშნის დადასტურებაში იქნება მითითებული.

