Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

Red Wings ავიაკომპანია რედ ვინგსი

red wings georgia

red wings

Red Wings Airlines რუსული ავიაკომპანიაა, რომელის მთავარი ბაზაც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია 1999 წელს დაარდა და ოპერირება Airlines 400 -ის სახელით დაიწყო, ამჟამინდელი სახელი კი 2007 წელს მიიღო. დღეს რედ ვინგსი რუსეთის 10 უმსხვილეს ავიაკომპანიას შორის იკავებს ადგილს, ფრენებს კი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებზე სთავაზობს მომხმარებლებს.

მიმართულებები:

ავიაკომპანიის მიმართულებათა ქსელი 100-ზე მეტ შიდა და საერთაშორისო რეისებისგან შედგება, როგორიცაა: სტამბოლი, ანტალია, ბაქო, ერევანი, თელ-ავივი, ასტანასა, სანკტ პეტერბურგი, სოჭი, მახაჩკალა და ვლადიკავკაზი.

რაც შეეხება საქართველოს მიმართულებით ფრენებს, ავიაკომპანია ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში – თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში ახორცილებს რეისებს.

Red Wings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი31 დეკემბერი 202513 იანვარი 2026Tickets from 257
ნიჟნი ნოვგოროდი29 დეკემბერი 202512 იანვარი 2026Tickets from 730
კრასნოდარი1 იანვარი 202618 იანვარი 2026Tickets from 425
სამარა27 იანვარი 202610 თებერვალი 2026Tickets from 603
კაზანი25 დეკემბერი 202522 იანვარი 2026Tickets from 757
სანკტ პეტერბურგი29 დეკემბერი 202513 იანვარი 2026Tickets from 580
მოსკოვი31 დეკემბერი 202512 იანვარი 2026Tickets from 532
ეკატერენბურგი31 დეკემბერი 202510 იანვარი 2026Tickets from 559

 

Red Wings ფლოტი:

ავიაკომპანიის ფლოტი ამჟამად 24 სამგზავრო საჰაერო ხომალდისაგან შედგება, კერძოდ: 14 Airbus 320/321, სამი Boeing 777 და  შვიდი SSJ100 თვითმფრინავსგან. ყველა მათგანი აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ბორტზე მგზავრების კომფორტს ფართო კაბინები, სავარძლებისთვის განკუთვნილი დიდი ადგილი და ხელბარგის ზომიერი თაროები უზრუნველყოფს.

Red Wings -ის თითოეული თვითმფრინავი საფუძვლიან წინასწარ მომზადებას გადის ფრენამდე, რომელსაც როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე პილოტები ახორციელებენ. რეისზე ჩსხდომისას მგზავრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი თვითმფრინავი სრულად გამართულია და მზადაა უსაფრთხო ფრენისათვის.

Red Wings ბარგის პოლიტიკა

ხელბარგი:

სალონში დასაშვებია მხოლოდ 1 ც. ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი – 55 x 40 x 25 სმ-ს.

ხელბარგის გარდა, ბორტზე ასევე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა: ზურგჩანთა, ხელჩანთა ან პორტფელი მაქსიმუმ 40x30x20 სმ და 3 კგ. მოსაცმელი; აუცილებელი მედიკამენტები; ბავშვის საკვები; ხელჯოხი; ინვალიდის ეტლი; duty-free -ში შეძენილი პროდუქცია.

 

ჩასაბარებელი ბარგი :

რეგისტრაცია / Check in

ონლაინ რეგისტრაცია გამგზავრებამდე 24 სთ-ით ადრე იხსნება და ფრენამდე 3 საათით ადრე იხურება.

რეგისტრაციის გავლას აეროპორტში შესაძლებელია მაშინ, თუ: მოგზაურობთ 9-ზე მეტ ადამიანთან ერთად; გჭირდებათ დამატებითი სერვისები, როგორიცაა ესკორტი შშმ პირებისთვის, ან ბავშვის თანხლების ორგანიზება ავიაკომპანიის თანამშრომლის თანხლებით; მოგზაურობთ შინაურ ცხოველთან ერთად.

შეიძინეთ Red Wings -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version