Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

ავიაბილეთები პრაღის მიმართულებით

პრაღა

პრაღა ჩეხეთის დედაქალაქია და მის პოლიტიკურ თუ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ითვლება და ყოველწლიურად ბევრი ტურისტი სტუმრობს.

საქართველოდან ფრენები პრაღის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან მიმდინარეობს. ავიაკომპანიები სხვადასხვა პერიოდში, განსხვავებულ ფასებს გთავაზობენ, მათ შორის შესაძლებელია ფასდაკლებაც დაემთხვეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პრაღის მიმართულებით აგვისტოს დასაწყისში Turkish Airlines -ი ასრულებს, ორმხრივი ბილეთის ფასი, მისივე 20 კილოგრამამდე ხელბარგით 765 ლარი ჯდება. რეისი 11 საათს გრძელდება, გადაჯდომის დრო სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ერთი საათია. 18:25 საათზე პრაღის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება რეისი.

თუ შედარებით მალე გსურთ ქალაქში მოხვედრა, თბილისიდან Belavia -ა ავიაკომპანიაც ასრულებს რეისებს. ორმხრივი ავიაბილეთი აქ 995 ლარი დაგიჯდებათ და 9 საათია პრაღაში მოსახვედრად საჭირო. რაც შეეხება გადაჯდომას, მინსკში მოგიწვეთ.

მოსკოვის გავლით მიფრინავს ავიაკომპანია Aeroflot-ი და ორმხრივი ავიაბილეთი 800 ლარიდან იწყება.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი პრაღა -ს რეისზე?

ვინაიდან აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება, გადაჯდომით აწყობილი რეისების სრული დრო დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობაზე. მაგალითად, ავიაკომპანია პეგასუსი  -თ აწყობილი ფრენის არჩევის შემთხვევაში, რომელიც სტამბოლის გავლით დაფრინავს, თბილისიდან სტამბოლამდე ფრენას 2სთ და 30წთ სჭირდება, სტამბოლიდან პრაღამდე კი 2სთ და 50წთ, რასაც დაემატება აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა.

თბილისი პრაღა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 581 -დან
6 ნოემბერი 20269 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 482 -დან
5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 487 -დან
6 იანვარი 202710 იანვარი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 495 -დან
10 თებერვალი 202716 თებერვალი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 491 -დან
23 მარტი 202728 მარტი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 559 -დან
8 აპრილი 202711 აპრილი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 528 -დან
7 მაისი 202711 მაისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 749 -დან
16 აგვისტო 202721 აგვისტო 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 827 -დან

 

შედარებით იაფად, პრაღაში ქუთაისის აეროპორტი -დან მოხვდებით. ორმხრივი ავიაბილეთი wizzair -ით მგზავრობისას 200-600 ლარამდე დაგიჯდებათ, ფრენა პირდაპირია და რაც მთავარია, სულ რაღაც სამ საათში პრაღის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება რეისი.

რამდენია ფრენის დრო ქუთაისი პრაღა -ს მიმართულებით?

ქუთაისიდან პრაღაში ავიაკომპანია ვიზეარი 3 საათსა და 50 წუთში მოგახვედრებთ.

ქუთაისი პრაღა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 ოქტომბერი 20263 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 450 -დან
15 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026პირდაპირიავიაბილეთები 356 -დან
29 დეკემბერი 20269 იანვარი 2027პირდაპირიავიაბილეთები 376 -დან
19 იანვარი 202724 იანვარი 2027პირდაპირიავიაბილეთები 314 -დან
2 თებერვალი 20277 თებერვალი 2027პირდაპირიავიაბილეთები 328 -დან
2 მარტი 20277 მარტი 2027პირდაპირიავიაბილეთები 449 -დან
1 მაისი 20276 მაისი 2027პირდაპირიავიაბილეთები 601 -დან
1 ივნისი 20275 ივნისი 2027პირდაპირიავიაბილეთები 571 -დან
31 ივლისი 20275 აგვისტო 2027პირდაპირიავიაბილეთები 661 -დან
15 აგვისტო 202724 აგვისტო 2027პირდაპირიავიაბილეთები 764 -დან

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს და ორმხრივი ავიაბილეთი, ერთ ადამიანზე, ეკონომ კლასით დაახლოებით 1000 ლარი დაგიჯდებათ. გადაჯდომა ისევ სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ხდება და პრაღაში მოსახვედრად 10 საათია საჭირო.

ქალაქ პრაღის ძირითადი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად სამი დღე დაგჭირდებათ. აუცილებლად უნდა ნახოთ ე.წ ჯონ ლენონის კედელი, რომელიც სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს, ასევე პრაღის ციხე-სიმაგრე და ცნობილი კათედრალები.

პრაღის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version