Site icon Aviabiletebi online ავიაბილეთები

ავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით

რა ვნახოთ ფლორენციაში — ფლორენციის პანორამა დუომოთი და პალაცო ვეკიოთი მზის ჩასვლისას

ალბათ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ისტორიულად მდიდარი ქვეყნების ერთობას წარმოადგენს ევროპა. თუმცა ამ საინტერესო მხარეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და წარჩინებული ლოკაცია ერთმნიშვნელოვნად იტალიაა.

ამ რეგიონში თქვენ მართლაც უამრავი სახის ტურისტულ ატრაქციონს ნახავთ და თვით ნახევრად ჩაძირულ ქალაქში გასეირნებასაც კი შეძლებთ. ეს მხარე მართლაც უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ლამაზი არქიტექტურით შემკული ქალაქების ერთობა და ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ავიაბილეთებს ფლორენციის მიმართულებით შეიძენთ.

ფლორენცია იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეგიონის, ტოსკანის დედაქალაქია. იგი საკუთარ თავში იტევს რენესანსის ყველაზე ცნობილ მხატვრულ შედევრებსა და არქიტექტურულ საოცრებებს.

აქ თქვენ ყველაზე ცნობილი კათედრალების დათვალიერებასთან ერთად, მიქელანჯელოს ხელოვნებით ტკბობასაც შეძლებთ და თანაც არც უგემრიელესი კერძები მოგაკლდებათ. იტალიის ეს გამოჩენილი მხარე მართლაც განთქმულია საოცრად გემრიელი სამზარეულოთი და კეთილმოსურნე ადგილობრივებით.

ასეთ საოცარ და მყუდრო ქალაქში ჩაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი –დან შეგიძლიათ. აღნიშნული ლოკაციიდან გასაფრენი ავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით ყველაზე მისაღებ ფასად ავიაკომპანია Wizz Air Georgia -ის წარმომადგენლებს აქვთ.

ისინი ამ შემთხვევაში საკუთარ რეისზე მოხვედრის საშუალებას ავიაბილეთის 300-დან 450 ლარამდე მერყევი საფასურის სანაცვლოდ შეძენის შემთხვევაში მოგცემენ. თუმცა, ტოსკანის დედაქალაქში გაფრენა ასევე შეგიძლიათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –დანაც.

ქუთაისი ფლორენცია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 დეკემბერი 202628 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 1 105 -დან
21 იანვარი 202728 იანვარი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 696 -დან
5 თებერვალი 20278 თებერვალი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 673 -დან

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისი ფლორენცია -ს რეისზე?

ზოგადად, არაპირდაპირი ფრენის სრული დრო დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობაზე და ავიაკომპანიაზე. შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე გადაჯდომით აწყობილ რეისებზე ფრენის დრო განსხვავებულია.

ფლორენციაში საქართველოს დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს ყველაზე დაბალფასად ავია კომპანია Pegasus Georgia მოგემსახურებათ. ცნობილი ავიახაზების რეისზე მოსახვედრად თქვენ 500-დან 600-მდე ლარის გადახდა დაგჭირდებათ ავიაბილეთების შესაძენად.

თბილისი ფლორენცია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 894 -დან
21 იანვარი 202728 იანვარი 20272 Გაჩერებაავიაბილეთები 828 -დან
3 თებერვალი 20277 თებერვალი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 856 -დან
19 აპრილი 20272 მაისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 1 008 -დან
1 მაისი 20275 მაისი 20271 Გაჩერებაავიაბილეთები 938 -დან

 

რამდენია ფრენის დრო თბილისი ფლორენცია -ს რეისზე?

ვინაიდან, აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება, ფრენის დრო ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ავიაკომპანიების მიერ აწყობილ რეისს აირჩევთ.

თუკი გაინტერესებთ ყველაზე შესაძლო ვარიანტის დეტალური განხილვა და უფრო მეტი ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით დანიშნული რეისების შესახებ, შეგიძლიათ ჩვენი მოხერხებული საძიებო სისტემა გამოიყენოთ.

თანამედროვე ინტერფეისის მქონე მოხერხებული ვებგვერდი და მისი მობილური აპლიკაცია -ც ძალიან დიდ დროს დაგაზოგინებთ. მათი დახმარებით თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად შეაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენთვის სასურველი მიმართულებით დანიშნულ რეისებზე და ასევე შეძლებთ შეიძინოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით სულ რაღაც რამდენიმე წუთში.

ფლორენციის აეროპორტი და ალტერნატიული მარშრუტები

ფლორენციის ამერიგო ვესპუჩის სახელობის აეროპორტი (Peretola, კოდი FLR) ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 4-5 კილომეტრში მდებარეობს. აეროპორტი შედარებით პატარაა, ამიტომ საქართველოდან ჩაფრენისას, როგორც წესი, ევროპის რომელიმე დიდ აეროპორტში გადაჯდომა მოგიწევთ.

ხშირად უფრო ხელსაყრელია, ავიაბილეთი ახლომდებარე აეროპორტამდე შეიძინოთ და ფლორენციამდე მატარებლით იმგზავროთ:

ქუთაისიდან Wizz Air-ის პირდაპირი რეისები იტალიის რამდენიმე ქალაქში სრულდება, თუმცა მიმართულებები და განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ ბილეთის შეძენამდე აქტუალური ცხრილი აუცილებლად გადაამოწმეთ.

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ფლორენციის ცენტრამდე?

ფლორენციის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ყველაზე მარტივად T2 ხაზის ტრამვაით მიხვალთ – ის ცენტრალური რკინიგზის სადგურის (Santa Maria Novella) მახლობლად ჩერდება და გზას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. სურვილის შემთხვევაში, ტაქსითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

რა უნდა იცოდეთ მოგზაურობამდე

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა პირდაპირი რეისი საქართველოდან ფლორენციაში?
ამ დროისთვის საქართველოდან ფლორენციაში პირდაპირი რეისი არ სრულდება – მგზავრობა ერთი ან მეტი გადაჯდომით ხდება. ალტერნატივაა, იტალიის სხვა ქალაქში ჩაფრინდეთ და ფლორენციამდე მატარებლით იმგზავროთ.

რომელი აეროპორტი ავირჩიოთ – ფლორენცია თუ პიზა?
ფლორენციის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოსაა, თუმცა პიზასა და ბოლონიაში ხშირად მეტი რეისი და უფრო დაბალი ფასი გვხვდება. არჩევისას ბილეთის ფასთან ერთად მატარებლის ხარჯი და მგზავრობის დროც გაითვალისწინეთ.

როდის ჯობია ავიაბილეთის ყიდვა?
ზაფხულისა და სადღესასწაულო პერიოდისთვის ბილეთების რამდენიმე თვით ადრე შეძენა ჯობია, რადგან გამგზავრების თარიღის მოახლოებასთან ერთად ფასები, როგორც წესი, იზრდება.

რა დოკუმენტები დამჭირდება?
ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც შენგენის ზონიდან გასვლის დაგეგმილი თარიღიდან მინიმუმ 3 თვით მოქმედებს. სასურველია, თან იქონიოთ სასტუმროს ჯავშნის, დაზღვევისა და დაბრუნების ბილეთის დამადასტურებელი საბუთებიც.

ფრენების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version