Aviabiletebi online ავიაბილეთები

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დასაქმება დროებით ლეგალური გახდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანიაში სეზონური სამუშაოები 3 აპრილიდან დაიწყება და 3 თვის განმავლობაში იმოქმედებს. რეგისტრაცია კი, დასაქმების მსურველთათვის, 15 თებერვლიდან დაიწყება და ერთი წელი გაგრძელდება.

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას სოფლის მეურნეობის სექტრორში შეძლებენ. დასაქმების მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე უნდა გაიარონ: https://workabroad.moh.gov.ge/

პირობები, რომლებსაც დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს, შემდეგია: მსურველი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, 18-დან 60 წლამდე ასაკის და ინგლისურ ან გერმანულ ენაზე ელემენტარულ დონეზე კომუნიკაცია უნდა შეეძლოს. ასევე, აუცილებელია ფიზიკური ჯანმრთელობა და მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა, რომ დასაქმების მსურველი ნამყოფი არ უნდა იყოს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ 3 თვით ადრე გამგზავრებამდე.

რაც შეეხება სამუშაო პირობებს, კვირაში 5-6 დღე, ხოლო დღეში 8-10 საათია სამუშაოს ხანგრძლივობა. მინიმალური ანაზღაურება კი საათში 9,50 ევროა, რომელსაც აკლდება კვებისა და საცხოვრებელი ხარჯები.

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ბერლინში

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მარტი 202523 მარტი 2025პირდაპირიავიაბილეთები 596 -დან
Exit mobile version